Google+

სიახლეები

10.10.2011
საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში „Forum 2000“-ში იღებს მონაწილეობას

მიხეილ სააკაშვილი პრაღაში ვაცლავ ჰაველის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო კონფერენცია „Forum 2000“-ის გახსნას დაესწრო. პრაღის კონფერენცია ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სიტყვით გაიხსნა. რიგით მეთხუთმეტე ფორუმის განხილვის მთავარი თემები ოცდამეერთე საუკუნის წინაშე არსებული გამოწვევები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობა, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა. დღესვე მიხეილ სააკაშვილი ზოფინის სასახლეში კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი  პირველი ისაუბრებს თემაზე „დემოკრატია და კანონის უზენაესობა“, რომელიც  განხილვის  ერთ-ერთ მთავარ  საგანს წარმოადგენს. 

„Forum 2000“  1997 წელს დაარსდა, ტრადიციულად  პრაღაში  იმართება და მას საერთაშორისო ექსპერტები და ქვეყნის პირველი პირები ესწრებიან.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)