Google+

სიახლეები

14.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს განვითარების თვალსაზრისით, ფოთის აეროპორტს სერიოზული დატვირთვა აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის, ეს იდეალურად შერჩეული ადგილია.

ფოთის საერთაშორისო აეროპორტი, უპირველეს ყოვლისა, ამ ქალაქს და ფოთის პორტს მოემსახურება.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ფოთში სერიოზული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანად იცვლება ფოთის წყალსადენი და კანალიზაციის სისტემა.

პირველად ისტორიაში, ფოთში მაგისტრალური გაზსადენი გავიყვანეთ და მთელი ფოთის გაზიფიკაცია მიმდინარეობს.

იწყება ფოთის პორტის გაფართოება და ხელახლა აღჭურვა.

უკვე შენდება აეროპორტი, რომელიც სრულად მოემსახურება როგორც ფოთს, ისე გურიას, სამეგრელოს, ბათუმს, ქობულეთს და ურეკს, ასევე ანკლიასა და მესტიას, რომლებიც მალე ძალიან დიდი კურორტები გახდება.

უახლოეს პერიოდში დაიწყება გზის მშენებლობა, რომლითაც ჯერ ანკლიაში ჩავალთ, ხოლო ანაკლიის გავლით - უკვე ზუგდიდსა და მესტიაში.

კურორტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალე, ერთად შეიმუშავონ ბახმაროს კურორტის განვითარების სერიოზული პროექტი და გეგმა. ურეკის გარდა, გურიაში მთის კურორტიც უნდა განვითარდეს და ბახმაროც ისეთივე მიმზიდველი უნდა იყოს, როგორიც ამ რეგიონის სხვა ადგილები.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ფოთი მთლიანად შეკრავს ამ რეგიონს.

ფოთის საერთაშორისო აეროპორტი ყველა ამინდში იმუშავებს და აქ ყველა ტიპის თვითმფრინავი შეძლებს დაჯდომას.

ეს იქნება ყველაზე თანამედროვე აეროპორტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. ის მთელი დატვირთვით იმუშავებს, რომლითაც მუდმივად ისრგებლებენ ჩვენი მოქალაქეები, ტურისტები და ბიზნესმენები.

ფოთის აეროპორტი თითოეული ჩვენგანის ოჯახში წარმოუდგენლად დიდ შემოსავალს შემოიტანს.

მაქვს იმის ამბიცია, რომ ფოთი 100-პროცენტიანი დასაქმების ქალაქი იყოს.

საქართველოში უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი სწორედ ფოთშია და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ამას ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ.

ფოთში ტექნიკურ სასწავლებლებს, შესაბამის საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ ინფრასტრუქტურას ვქმნით, რათა ახალგაზრდობა იყოს მომზადებული და ხალხმა კომფორტულად იგრძნოს თავი, მათ შორის, იმ ხალხმა, რომელიც საწარმოებს ქმნის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ფოთი უნდა გახდეს ცენტრალური ქალაქი მთელი საქართველოსთვის.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პარლამენტი გადმოდის ქუთაისში, დინამიკურად ვითარდება აჭარა, სვანეთი, სამეგრელო, სერიოზულ განვითარებას იწყებს გურია, ეს იქნება ყველაფრის დამაკავშირებელი, რადგან აეროპორტის გარეშე, ფუნქციონირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ინვესტორს.

"რაკიასთან" მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ამ კომპანიამ ფოთში უკვე ააშენა საბაჟო ტერმინალი, რომელიც ძალიან კარგად ფუნქციონირებს. თბილისში ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს აშენებს, რაც ვაჭრობის თვალსაზრისით, საქართველოს ახალ ფუნქციას მიანიჭებს.

ეს არის ინვესტორი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და ათასობით ჩვენს მოქალაქეს უმართავს ხელს.

ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კმაყოფილი იყოს, რათა სხვა ინვესტორებს ქართულ საწარმოებში, სავაჭრო ობიექტებში, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და, შესაბამისად, ქართული ოჯახების კეთილდღეობაში ფულის ჩადებისკენ მოუწოდოს.

მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ.

მიხარია, რომ აეროპორტის მშენებლობაზე დასაქმებულთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

ეს ერთი და სხვა მრავალი!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)