სიახლეები
12.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს დონალდ სტეინბერგს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს დონალდ სტეინბერგს შეხვდა. საუბარი შეეხო ფოთში ბუნებრივი აირის მაღალი წნევის მილსადენის მშენებლობის საკითხს, რომლის შედეგადაც ფოთში 25 ათასზე მეტ ოჯახს გაზმომარაგება ექნება. პროექტის ფარგლებში ასობით ადგილობრივის დასაქმება იგეგმება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამავე მილსადენით ფოთის ინდუსტრიული ზონა მომარაგდება.
შეხვედრისას, USAID-ის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დონალდ სტეინბერგს მადლობა გადაუხადა.