სიახლეები
11.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. პირველი შეხვედრა მან ტრამპის ორგანიზაციის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართა. შეხვედრისას, ტრამპის ორგანიზაციასა და სილქ როუდ ჯგუფს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება. ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და დონალდ ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. დონალდ ტრამპმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ ცვლილებებისთვის, რომელსაც იგი, საქართველოს ჩათვლით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. პრესკონფერენციის მსვლელობისას, ტრამპის ორგანიზაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს.
ამერიკელი მილიარდერის ინვესტიციით, მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს. პროეტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები იქნება განთავსებული.