Google+

სიახლეები

06.01.2011
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს შობის დღესასწაული მიულოცა

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,

დღეს, როდესაც სომხეთის სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მოგილოცოთ ეს დღე თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს. სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობამ საუკუნეებს გაუძლო და მრავალი  ისტორიული ქარტეხილი გამოიარა, დღეს კი თქვენ აქტიურად მონაწილეობთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობაში.

მინდა მივულოცო მეუფე ვაზგენს, სულიერ მოძღვარს ადამიანებისა, რომლებიც ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს განუყოველი ნაწილი არიან და მრავალეთნიკურ საქართველოში ქმნიან უნიკალურ კულტურას, ემსახურებიან დემოკრატიული სახელმწიფოს გაძლიერებას და წარმატებას.

გილოცავთ ყველას და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთლეობასა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას.

პატივისცემით,

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)