Google+

სიახლეები

03.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დღეს პირადად უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლე და მუზეუმი 40 მოზარდმა დაათვალიერა, რომელთა შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებიც იყვნენ. პრეზიდნეტმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მიხეილ სააკაშვილს კი, თავის მხრივ, მათ საკუთარი ხელით გაკეთებული სუვენირები უსახსოვრეს.  

საქართველოს პრეზიდენტი ბავშვებს გაესაუბრა, გაამხნევა ისინი და მათ წარმატებები უსურვა.

„აქ ძალიან ხშირად ვხვდები სხვადასხვა ასაკის ბავშვებს. მინდა გესმოდეთ, რომ ეს არც ვიღაცის კერძო სახლია და არც მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე - ეს  არის ყველა თქვენგანის სახლი და ყველა თქვენგანის სასახლე. ეს სწორედ ის არის, რაც ეკუთვნის საქართველოს, სადაც ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ბედი. ამას თქვენი მასწავლებლები და ახლობლებიც გეუბნებიან, მაგრამ მინდა მეც გითხრათ: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე სახის ფიზიკური პრობლემა არ არის შემაფერხებელი იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო. პირიქით, ბევრი ნიჭიერი ადამიანი სწორედ იმის გამო გახდა წარმატებული, რომ გარკვეული პრობლემები შეხვდა ცხოვრების გზაზე. ჩვენი ქვეყანაც ასეთია - ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და მსოფლიო „ავადმყოფობებმა" მართლაც ძალზე შეავიწროვა, მაგრამ, ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ რაც უფრო მეტი პრობლემები გაგვიჩნდა, მით უფრო გავძლიერდით. ამით უფრო მაგარი ქვეყანა გავხდებით და მით უფრო მეტად დავუმტკიცებთ ყველას, რომ ყველა დაბრკოლების გადალახვა შეგვიძლია. მინდა, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ ეს მართლა ასეა. თქვენ შეიძლება ბევრად მეტს მიაღწიოთ, ვიდრე იმ ადამიანმა, ვისაც საერთოდ არანაირი პრობლემა არ აქვს ცხოვრებაში. ერთი რამ იცოდეთ, რომ მიუღწეველი და გაუკეთებელი ამ ქვეყნად, პრაქტიკულად, არაფერია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მოზარდებთან საუბრისას.  

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით გაიმართა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)