სიახლეები
02.12.2010
საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პორტუგალიის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიშ ამადუ პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა და ლუიშ ამადუმ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.