Google+

სიახლეები

15.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა აბულის ციკლოპური ციხე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა საღამოს ტბის მიმდებარე ტერიტორია მოინახულა და ხეც დარგო. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ  მომავალი ზაფხულისათვის ფარავნის ტბაზე დასვენებისათვის აუცილებელი პირობები შეიქმნება. მისი თქმით, ტბა დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია.

„რეალურად, ფარავნისა და საღამოს ტბები თბილისიდან საათნახევრის სავალზეა. წარმოუდგენლად კარგი ადგილია დასასვენებლად, ერთი დღით ბავშვებთან ერთად წამოსასვლელად, სტუმრების წამოსაყვანად. მომავალ ზაფხულს იქნება რესტორნებიც. იდეალური ადგილია აფროსნობისთვის. კლიმატური პირობებიც შესაბამისია, ზაფხულში სულ მზიანი ამინდია, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის გრილა. დღესდღეობით, ეს არის საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი, მაგრამ ახალ გზას ადგილობრივი მოსახლეობისთვის დოვლათი, სიმდიდრე და შესაძლებლობები მოაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფელ აბულის მახლობლად მდებარე  ციკლოპური ციხე დაათვალიერა, რომელიც 3 ათას 500 წლისაა და ბრინჯაოს ხანის დროინდელია. ადგილს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

„ეს ციხე რამდენიმე ათასი წლისაა და უძველესი ტექნოლოგიითაა აგებული. ეს ადგილი ძალიან ცუდად არის შესწავლილი. აქ მთელი ქალაქი უნდა იყოს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი რამ, რაც საქართველოში შემოგვრჩა. ადრე ეს ადგილი თურქეთის იმპერიაში შედიოდა, შემდეგ იყო საზღვარზე და ამიტომ მას არავინ არ იკვლევდა. ჯერ ერთი, წარმოუდგენლად ლამაზი ხედია და ადგილს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს და მეორეც, აქ შეიძლება იყოს უდიდესი ისტორიული საგანძური. ეს ადგილები უნდა გაითხაროს - შესაძლოა, აქ სასწაულები აღმოვაჩინოთ. ასე რომ, გაზაფხულზე ექსპედიცია გამოუშვით", - დაავალა ხელისუფლების წარმომადგენლებს პრეზიდენტმა ციხე-სიმაგრის დათვალიერების შემდეგ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)