სიახლეები
16.09.2010
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. მიხეილ სააკაშვულმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქმიანი შეხვედრები გამართა, რომელზეც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები დეტალურად განიხილეს.
მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესაც შეხვდა. საუბარი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.