სიახლეები
13.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსის პრეზიდენტს შეხვდა
ყირიმში საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის დროს როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ისე ალექსანდრ ლუკაშენკომ კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი ღრმავდება და ეს პროცესი არა მარტო პირველი პირების დონეზე შეიმჩნევა, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მხრივ გაფართოვდა.
პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ წელს საქართველოში ბევრი ბელორუსი ტურისტი ჩამოვა.