სიახლეები
01.06.2010
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბჭოს წევრებთან რუმინეთსა და საფრანგეთში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებული დეტალები განიხილა. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ამ სახელმწიფოთა მთავრობებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებზე.