სიახლეები
10.04.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო
დღეს სასტუმრო "ივერიის" და რესპუბლის მოედნის სიმბოლური დემონტაჟი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. როგორც ცნობილია, ქალაქის მთავრობაში შექმნილია სპეციალური ფონდი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, ამჟამად კი, მიმდინარეობს ინვესტორების ძიება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ტერიტორიაზე თანამედროვე შენობა უნდა აშენდეს, რაც საქართველოში დაწყებული აღმშენებლობის სიმბოლო იქნება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ათვისებული უნდა იყოს რესუპუბლიკის მოედანი და გამოუყენებელი მიწისქვეშა ტერიტორიაც. მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევსაც ესაუბრა, მან კი საქართველოში ის ბანკი გამოაგზავნა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობის დიდ ნაწილს აფინანსებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური