Google+

სიახლეები

06.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა და იქ გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. პრეზიდენტმა ჩოლოქის ახლადაშენებული ხიდი დაათველიერა და იქ შეკრებილ მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული და რევოლუციის წლისთავი მიულოცა.

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ვარდების ბაღიც მოინახულა და შემდეგ მოსახლეობას იმავე აივნიდან მიმართა, რომლიდანაც აჭარლებს ერთი წლის წინათ ესაუბრებოდა. პრეზიდენტმა შარშანდელი მოვლენები გაიხსენა და განაცხადა: "ბევრი თქვენგანი, მუქარისა და რეპრესიების მიუხედავად, ჩემთან ერთად ყოველგვარი შუამავლის გარეშე მოვიდა ამ მოედანზე, რათა გვეთქვა - აჭარა საქართველოა! აჭარა სწორედ აჭარლებმა დაიბრუნეს, აჭარა აჭარლების და მთელი საქართველოსია".

ქვეყნის პირველმა პირმა კომენტარი რუსეთის ბაზებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ძალზე პრინციპულია და ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან ვაჭრობას არ აპირებს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერი ცივილიზებული გზით უნდა მოხდეს და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა დამყარდეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)