Google+

სიახლეები

07.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 მაისს მოსკოვში არ გაემგზავრება

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგი გამართა და საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამ ბაზების ყოფნა არც საქართველოს და არც რუსეთის იტერესს არ წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ფაქტი მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას არათუ ხელს უწყობს, არამედ უშლის კიდეც. პრეზიდენტს სურს, რომ ეს საკითხი ცივილიზებული გზით, ეტაპობრივად გადაწყდეს და რაიმე არალეგიტიმურ ზემოქმედებას დაუშვებლად მიიჩნევს. "ეს საკითხი მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკების გზით, ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ანტიტერორისტული საქმიანობის გაღრმავების, კოორდინაციისა და ამ სფეროში რუსეთთან უფრო მჭირო თანამშრომლობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად, შეთანხმებას ჯერ-ჯერობით ვერ მიაღწიეს. "დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი განვიხილეთ. ამ ეტაპზე, საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში, რუსეთის სამხედრო კონტიგენტის ყოფნა ყოფილი საბჭოთა მემკვიდრეობის ბოლო გადმონაშთია", - მიიჩნევს ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ საკითხის ცივილიზებული, დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძებნა უახლოეს მომავალში მოხერხდება.

ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრება მიუღებლად მიაჩნია. ამავე დროს, მან ყველას, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავი მიულოცა და დასძინა, რომ ყოველივე ამის შესახებ იგი დღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი რუსი კოლეგა ქართული მხარის პოზიციას გაგებით მოეკიდა.


საპრეზიდენტო შტაბის მედია-ცენტრი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)