სიახლეები
01.06.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის გახსნის პრეზენტაციას დაესწრო
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის გახსნის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტმა თავშესაფარი და სპორტული მოედანი დაათვალიერა. ცენტრში 72 უდედმამო და მზრუნველობამოკლებული ბავშვი 6 თვის განმავლობაში იცხოვრებს და სხვადასხვა ხელობას შეისწავლის, რის შემდეგაც შესაძლოა მათი დასაქმებაც მოხერხდეს, ამის სურვილი რამდენიმე ქართულმა კომპანიამ უკვე გამოთქვა. ვადის ამოწურვის შემდეგ, პატარებს სახლში დააბრუნებენ. „მთავარია შევძლოთ ქუჩაში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვების ოჯახებში დაბრუნება და მათი რეაბილიტაცია, სწორედ ამ მიზნით, გაიხსნა აღნიშნული ცენტრი, რომელიც ბავშვთა მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას შეისწავლის და მათ სათანადო დახმაროებას აღმოუჩენს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური