Google+

სიახლეები

14.09.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტმა კოლუმბიის უნივერიტეტში გამართულ სიმპოზიუმზე ყოფილ საბჭოთა სივრცეში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუციების მაგალითზე ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილა - ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც შესაძლოა მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა აღმოჩნდეს, როგორ ხდება იდეებისა და ბრძოლოს მშვიდობიანი მეთოდების გავრცელება ერთი ქვეყნიდან მეორეში, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ ეს დემოკრატიული რევოლუციები მომავალში არადემოკრატიულად შეფასდეს და შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს მაგალითი მსოფლიოში დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული ახალი, ფართომასშტაბიანი და მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობის მოდელი გახდეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)