Google+

სიახლეები

05.10.2005
საქართველოს პარლამენტში საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს პარლამენტში ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტების ვაირა ვიკე-ფრეიბერგასა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა შედგა. შეხვედრის დაწყებამდე, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ლატვიის პრეზიდენტის დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა სამ შეთანხმებას "საჰაერო მიმოსვლის", "ინვესტიციების წახალისებისა და ხელშეწყობის", "ეკონომიკური სამრეწველო და ტექნიკური თანამშრომლობის" შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა, ლატვიის პრეზიდენტის გააცხადებით, იგი არ გამორიცხავს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონებში, ლატვიის სამშვიდობო ძალების მონაწილეობას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)