Google+

სიახლეები

06.10.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის საოლქო პროკურატურის შენობის გახსნას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის საოლქო პროკურატურის ახალი შენობის გახსნას დაესწრო. ახალ შენობაში, რომელიც თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, საოლქო პროკურატურის გარდა, თელავის რაიონული პროკურატურაც განთავსდება.

მიხეილ სააკაშვილი, როგორც შენობით, ისევე პროკურატურაში მიმდინარე რეფორმით კმაყოფილია. მისი თქმით, საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ართმევს თავს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ პროკურორს სათანადო სამუშაო პირობები არ ექნება, იგი ვერც საკუთარ თავს სცემს პატივს და, მით უმეტეს, ვერც მასთან მისულ მოქალაქეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)