Google+

სიახლეები

10.10.2005
მიხეილ სააკაშვილის წინაშე მოსამართლეებმა ფიცი დადეს

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინაშე კონკურსით შერჩეულმა ოცდათოთხმეტმა მოსამართლემ ფიცი დადო. შეხვედრაზე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ესწრებოდა, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეებს სახელმწიფოს მხრიდან სრული ჩაურევლობის გარანტია მისცა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებისაკენ მოუწოდა.

„ჩვენ სასამართლო სისტემაში სერიოზული კრიზისი გვაქვს, დღესდღეისობით პოლიციასა და პროკურატურას უფრო მეტი ნდობა აქვს, ვიდრე სასამართლოს, ამიტომ სასამართლოში შექმნილ მძიმე ვითარებას წერტილი უნდა დაესვას" - განაცხადა პრეზიდენტმა მოსამართლეებთან შეხვედრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)