სიახლეები
05.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომეხ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთის საელჩოში მივიდა. მან სოჭთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, სომეხ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და თანაგრძნობის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მისი თქმით, ტრაგედიის მიზეზების გამოძიებასა და მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებით, საქართველო მაზადაა მეზობელ სომხეთს ყველანაირი დახმარება გაუწიოს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური