Google+

სიახლეები

09.02.2007
საქართველოს პრეზენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის გახსნას დაესწრო.

„საქართველოში მსოფლიო კლასის საწარმო გაიხსნა, რაც კიდევ რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს. მარტო ამ საწარმოში ათ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.

იგივე ჯგუფი ხე-ტყის საწარმოს აკეთებს, სადაც თერთმეტ მილიონამდე ინვესტიციაა ჩადებული.

უახლოეს წლებში მარტო სამეგრელოს რეგიონში პორტებთან და სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, ჩვენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ვიწყებთ. უახლოეს წელიწადს ჩვენ ასი მილიონი დოლარის ჩადებას ველით. ეს ნიშნავს ათასობით დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეს.

ეს არი წარმატება და ის, რაზეც ვოცნებობდით.

დღეს ჩვენ ევროპული სტანდარტებით აშენებული ქარხანა გავხსენით, გუშინ ევროპული სტანდარტებით აშენებული ეაროპორტი, შემდეგში ხე-ტყის ქარხანას და კიდევ ბევრ საწარმოს გავხსნით.

ეს ახალი საქართველო და ჩვენი ერთიანი წარმატებაა.

ეს ყველაფერი არაკორუმპირებულმა რეჟიმმა და დემოკრატიამ მოიტანა.

ეს ყველაფერი იზომება იმით, ვინ რამდენი საწარმო ააშენა, ვის გაუჩნდა სურვილი აქ - საქართველოს ყველაზე უფრო მეტად დაჩაგრულ რეგიონში შემოსვლის.

ვარდების რევოლუცია ამ რეგიონიდან დაიწყო და ვარდების რევოლუციის შემდეგ აღმავლობაც აქედან დაიწყო. ნამდვილი რევოლუცია დღეს ამ ქარხნებთან ერთად ხდება.

ეს არის ის, რისთვისაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ეს არის ის, რაც საქართველოს საბოლოო გაერთიანებამდე მიგვიყვანს. სიძლიერე და იმ ხალხის რწმენა, ვისაც უნდა თავისი პატრიოტული მოსაზრებიდან გამომდინარე დაიბრუნოს ის, რაც ჩვენია.

მინდა მოგილოცოთ ყველას - ეს ქარხანა დიდი პატრიოტების გაკეთებულია.

ჩვენი ოპონენტები დღედაღამ საუბრობენ იმაზე, რომ იხსნება შადრევნები და კეთდება ფასადები. ზოგი ამჩნევს შადრევნებს და ატრაქციონებს და ზოგი კი - ქარხნებს, ავტობანებს, აეროპორტებს, რკინიგზას, სკოლებს და საავადმყოფოებს.

მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)