სიახლეები
08.05.2007
საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს, რომელთა რაოდენობა 10 ათას 500 ადამიანია, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საჩუქრად გადაეცემა 100-100 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ 7500 პირს - 50-50 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური