Google+

სიახლეები

10.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშლიჯვარში სამხედრო ბაზა გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, ვაშლიჯვარში სპეციალური დანიშნულების რაზმისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა, რომელც 500 მოსამსახურეზეა გათვლილი. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში ამ ადგილას პრეზიდენტის პირადი დაცვა ვარჯიშობდა, თუმცა მიიჩნევს, რომ "დღეს ქვეყნის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკე აღებული ადამიანის, თუნდაც ქვეყნის პრეზიდენტის დაცვა".

ამ ადგილზე თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური დანიშნულების სწრაფი რეაგირების რაზმისათვის ახალი, კარგად აღჭურვილი, მაღალი დონის სავარჯიშო ცენტრი ააშენა.

"ეს ძალზე საიმედო ჩამკეტია არა მარტო ჩვენი დედაქალაქისთვის, არამედ ნებისმიერი დონის დავალების შესასრულებლად. ასევე მინდა ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში ვამთავრებთ ყველაზე დიდი დონის სამხედრო ნაწილის მშენებლობას გორში, ცხინვალის გადასახვევთან და ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი. ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს ვაზიანის სამხედრო ბაზის მოდერნიზაცია, ამას გარდა ჩვენ გადავწყვიტეთ ქუთაისის სამხედრო ბაზის მოდერნიზაცია და მისი გაფართოება ხონის მიმართულებით. თელავსა და სხვა ადგილებში გაკეთდა რეზერვისტთა დიდი ბაზები. თავდაცვის სამინისტროს მატერიალური ბაზა რამდენჯერმე იზრდება. უდავოა, რომ სკოლების, გზების, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ფულის ჩადება ძალზე მახარებს, მაგრამ ესეც ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ჩადებული ფულია. ამიტომ ჩვენ ვზრდით დაფინანსებას და რაც მთავარია ვაუმჯობესებთ ხარისხს. ყოველივე ეს ამ შენობის მაგალითზე ჩანს, რომელიც რამდენიმე თვეში, ძალიან სწრაფად და ხარისხიანად აშენდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი გეგმური წვრთნების შედეგებითაც დაინტერესდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)