საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქართველ ბიზნესმენებს სასტუმროში „თბილისი მარიოტი" შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარება, პენსიებისა და ხელფასების ზრდა, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა საქართველოს ბიზნესისაგან მოდის. მისი თქმით, თუ ვინმეს საქართველოს სტაბილურობასა და შემდგომ კეთილდღეობაში პირადი ინტერესი გააჩნია, ბევრ პოლიტიკოსზე მეტად, ეს ქართული ბიზნესის დამსახურებაა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესმენების ჯგუფთან ოთხი წლის წინათ გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრას უმეტესად სხვა ხალხი ესწრება - ისინი, ვინც საუკეთესონი აღმოჩნდნენ და მარტივად აუღო ალღო ცვლილებებსა და კონკურენტუნარიან გარემოს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ადამიანების დაფასება დამსახურების მიხედვით ხდება, მიუხედავად მისი წარსულისა და ურთიერთობებისა.
„თქვენ მართლა შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, თქვენ მართლა შეგიძლიათ რაღაცის კეთება. ჩემთვის სწორედ ესაა მთავარი და არა ის, თუ ვინ რომელი პარტიის დროშას აფრიალებდა, ვინ ვის აფინანსებდა და ვინ ვის ლანძღავდა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, ყოველივე ამას მნიშვნელობა არა აქვს - მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, ვინ რა გააკეთა საკუთარი ქვეყნისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებსაც შეეხო. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც მიტინგების გამართვის მოწოდებებს კი არ აკეთებს, არამედ თავად ამყარებს წესრიგს; რომელსაც საზოგადოებისგან საკმარისი უფელბამოსილება გააჩნია იმისთვის, რომ ქვეყნა არავის აარევინოს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წესრიგის დამყარება სასიამოვნო პროცესი არ არის და არც ლამაზად გამოიყურება. მისი თქმით, საქართველომ ჩააბარა მთავარი ტესტი სახელმწიფოებრიობაზე.
„ვართ თუ არა ჩვენ ნამდვილი სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს. ვართ შეუმდგარი ქვეყანა, თუ გვყავს ნამდვილი სახელმწფიო აპარატი, გვყავს საზოგადოება, თუ ერთი და იგივე რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც თავს ასაღებს საზოგადოებად. რასაკვირველია საქართველოს ჰყავს საზოგადოება... მე ბევრი რამ ტელევიზიითაც ვნახე. რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ და ჩვენს პოლიციელებს წინასწარ ვუთხარი , რომ იმოქმედათ კანონის ფარგლებში, იმოქმედათ უკომპრომისოდ, ყოფილიყვნენ ძალიან ფრთხილად, რასაკვირველია, ცუდი შედეგების შემთხვევაში, მეც მათთან ერთად გავიზიარებდი პასუხისმგებლობას. თუმცა ახლა თქვენ ხართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ ცუდი არაფერი მოხდეს. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ამდენად მაშტაბური შეტაკების შედეგად, უმეტესი მსხვერპლი პოლიციის რიგებშია. ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს და სახელმწიფოში კანონის ფარგლებში ძალის გამოყენების მონოპოლია აქვს მხოლოდ სახელმწიფოს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, არავის არა აქვს უფლება, პოლიციელებს დაესხას თავს და მით უმეტეს - ჩაქოლოს ისინი. ასევე, არავის არა აქვს უფლება, დაამტვრიოს მაღაზიების ფანჯრები და მანქანები.
როგორც პრეზიდეტმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გაიარა ის პერიოდი, როცა ყველაფერი მოიშალა და ქვეყნას უკონტროლობა ეუფლებოდა. ამიტომაც, ამის აღსაკვეთად სახელმწიფო იყენებდა, იყენებს და გამოიყენებს ყოველთვის იმ აუცილებელ საშუალებებს, რომლებიც მას გააჩნია.
მისივე განცხადებით, ქვეყნა ღმერთმა გადაარჩინა, რომ ამ მასშტაბური შეტაკების შედეგად, უმეტესი მსხვერპლი ისევ პოლიციის რიგებშია.
მიხეილ სააკაშვილის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს ხორციელდება არა მთავრობის, არამედ საზოგადოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ბიზნესისა და მთლიანად ქართველი ხალხის დასაცავად.
საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებთან შეხვედრისას ქვეყნის პრეზიდენტმა დასაქმების ახალი პროგრამის შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, ეს პროგრამა უახლოეს დღეებში ამოქმედდება და მასში 100 ათასამდე ადამიანი იქნება ჩართული.
მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებსა და მეწარმეებს მოუწოდა, დღესვე გამოაცხადონ ვაკანსიები იმ ადგილებზე, რომლებსაც უახლესი ორი წლის განამვლობაში შექმნიან.
პრეზიდენტის განცხადებით, ხალხის სტაჟირების ფულს სახელმწიფო იმ დრომდე გადაიხდის, ვიდრე ისინი წინასწარ განსაზღვრულ ობიექტზე მუშაობას არ დაიწყებენ. „ჩვენი მთავარი ამოცანაა - დასაქმება, დასაქმება, დასაქმება. არ მოგასვენებთ, შემოგიჩდებით, მაგრამ ეს სასიამოვნო პროცესი იქნება", - განუცხადა სააკაშვილმა მეწარმეებს.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ამოქმედებული სიცრუის ფაბრიკა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საქართველოში ეკონომიკური ოპტიმიზმი არ გაჩენილიყო - რომ ქვეყნას არაფერი ეშველებოდა, არაფერი არ განვითარდებოდა და არანაირი მომავლის იმედი არ იარსებებდა.
"მათ სურდათ რომ ქვეყანა დეპრესიის მორევში ჩაეთრიათ და ისეთი ატმოსფერო შეექმნათ, რომ საერთოდ, ყოველგვარ წარმატებაზე საუბარი უხურხულიც კი ყოფილიყო" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი არ უარყოფს, რომ საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს და ქვეყნაში არსებულ პროგრესს სიღარიბეში მყოფ მოსახელობაზე მინიმალური ეფექტი აქვს.
"რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს. როცა მე პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლი 55 პროცენტი იყო , ახლა 28 პროცენტზე ნაკლებია და ვვარაუდობ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ყველაფრის გამოსწორება არც ერთ წელიწადშია შესაძლებებლი და და არც სამ წელიწადში, ამისათვის საკმაო დროა საჭირო.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გაჩნდა ქვეყნის წინსვლის განცდა და შეგრძნება იმისა, თუ რა არის ეკონომიკური წარმატება.
სიღნაღი მილიონრების ქალაქია. მისი განმარტებით, მილიონრებში არ იგულისხმებიან არც ბიზნესმენები და არც ის ადამიანები, რომლებიც სიღნაღში შენობებს ყიდულობენ, მილიონრებში სწორედ სიღნაღში მცხოვრები მოსახლეობა იგულისხმება, რომელთა სახლები თუ ერთი წლის წინ 2 ათასი დოლარი ღირდა, ახლა, ზოგ შემთხვევაში, 200 ათასი, 600 ათასი, ნახევარი მილიონი ან მეტი ღირს.
"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიღნაღელებმა ეს ყველაფერი უნდა აიღონ და გაყიდონ. ზოგმა, შეიძლება, გაყიდოს და ბიზნესიც წამოიწყოს. ზოგმა კი, რადგან ქონება აქვს, კრედიტი აიღოს და საქმიანობა ასე დაიწყოს ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ში ქვეყანამ ბევრი გამოცდა ჩააბარა და თანაც ყველა ფრიადზე.
"ჩვენ ბოროტი ძალა გვიპირისპირდება. ბოროტებას კი ყოველთვის ჰგონია, რომ სიკეთეზე ძლიერია. ეს ასე არ არის", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ფაქტები მეტყველებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის, დაშლისა და ქაოსის შექმნის მცდელობა იყო.
„იყო თითოეული მოქალაქის გაღარიბების მცდელობა და ვისაც უნდა ქვეყანა იაფად ჩაიგდოს ხელში, ის შეეცდება, არეულობის იმიტაცია შექმნას. ვერ მოგვაწვებით ვერანაირი რქებითა და ვერანაირი ბერკეტებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გარკვეული ჯგუფი რუსთაველის გამზირზე ცნობილი ლოზუნგებით შეიკრიბა და ქვეყანაში, როგორც ყოველთვის, არეულობა, სამოქალაქო ომი და უკუსვლა არ დაიწყო. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ აქციას აქცია არ დაუპირისპირა.
ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო აპარატს ბოლო დღეების მოვლენებისას მოქმედება მოუწონა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატმა საოცარი კონსოლიდაცია გამოიჩინა. მაგალითად მან პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაასახელა, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, ისეთი დარწმუნებული, მოწოდებული და მშვიდი იყო, როგორც არასდროს.
"ოთხი დღის განმვალობაში ის საკუთარო ოთახის ფანჯრებთან ხედავდა იმ ვაკჰანალიას და ისმენდა არა მხოლოდ ჩემს, არამედ მისი ოჯახის ლანძღვასაც. როდესაც შეტაკება დაიწყო, მას წარბიც არ შეუხრია. მის კაბინეტში 40-50 გავეშებული მამაკაცი ცდილობდა შეჭრას, მაგრამ იგი გაბედულად გავიდა მათთან სალაპარაკოდ და ყველა უკანა თათებზე დადგა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი კმაყოფილებას გამოთქვანდა იმის თაობაზეც, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტის დამტკიცებისას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიკრიბა.
პრეზიდენტის თქმით, ყველა სხვა ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარე ცალკე დადგებოდა, ხოლო პარლამენტში ყოყმანი დაიწყებოდა. მისივე განცხადებით, ამის იმედი ერთ-ერთ სუბიექტს ჰქონდა.
რაც შეეხება პოლიციას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიცია ყოველთვის ხალხის მხარეს, ამრევებისა და ხულიგნების წინააღმდეგ იდგა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მაშინ გაუქმდება, როდესაც ქვეყნის ხელისუფალი აბსოლუტურად დარწმუნებული იქნება, რომ ყველა რისკის მოხსნილია.
"საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება მაშინ, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და არა როცა ვინმე გვეტყვის, როცა მე, როგორც თქვენი ხელისუფალი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიქნები, რომ ყველა რისკი მოხსნილია. დარწმუნებული ვარ, ეს უახლოეს დღეებში მოხდება", - აღნიშნა საქართველო პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არ გაკეთდება ვიღაცის მითითებით, რადგან პასუხისმგებლობა არსებობს, არა რომელიმე ქვეყნის საგარეო მინისტრის, არამედ შემდეგი წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიის წინაშე.
"ჩვენ პასუხსმებლობა ვიკისრეთ ყველა თქვენგანის, ყველა მოქალაქისა და ჩვენი მომავლის წინაშე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური