Google+

სიახლეები

01.02.2008
მიხეილ სააკაშვილმა დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გელა ბეჟუაშვილი წარადგინა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გელა ბეჟუაშვილი წარადგინა. მიხეილ სააკაშვილმა გელა ბეჟუაშვილს მორიგი უწყების აწყობა და გაძლიერება დაავალა. „ეს ორგანო არ არის მთავრობის ნაწილი. ეს არის პრეზიდენტთან უშუალოდ დაქვემდებარებული სამსახური. ეს არ არის კლასიკური დაზვერვა, რომელიც ფილმებში გვინახავს. ეს არის უწყება, რომლის მთავარი ამოცანაა - ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, მოგვაწოდოს ზუსტი, მიუკერძოებელი და სწორად პროგნოზირებადი ინფორმაცია, იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. ამ სამსახურს სერიოზული გაძლიერება სჭირდება. მას სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ შექმნა ისეთი პროდუქტი, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით. მე ამ თანამდებობაზე ვნიშნავ იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია ნულიდან და რთული სიტუაციებიდან სამსახურების აწყობა. გელა არის ჩემი პირადი მეგობარი ბოლო ოცი წლის განმვლობაში. მე მას ვენდობი და რაც მთავარია ვენდობი როგორც პროფესიონალს. ვენდობი ადამიანს, ვისაც შეუძლია თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფებთან. ვენდობი ადამიანს, რომელსაც შეუძლია ობიეტქური ანალიზი და მიუკერძოებელი პროგნოზების გაკეთება. საქართველოს მთავრობას ჭირდება სერიოზული ინფორმაცია სწორი გადაწყვეტილების მსაღებად. ეს არის დიდი ქსელის მქონე სამსახური, იმედი მაქვს, რომ ეს სამსახური ამუშავდება ისე, როგორც ეს საჭიროა დღევანდელი რთული ვითარებისათვის. ამ სამსახურის ამუშავებას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ. ეს იქნება მაღალ დონეზე შესრულებული" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)