სიახლეები
10.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამების ტაძარში შენდობის წესის შესრულებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამების ტაძარში შენდობის წესის შესრულებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა შენდობა მის მხარდამჭერებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებს სთხოვა. "მინდა შენდობა ვთხოვო, როგორც მთავრობას, ასევე - ოპოზიციას. იმ ხალხს, ვინც მხარს გვიჭერს; მინდა, შენდობა ვთხოვო იმ ხალხსაც, ვინც არ გვეთანხმება და გვეკამათება, რადგან ქრისტიანის ყველაზე დიდი ვალი და მოვალეობაა, იყოს მიმტევებელი თვითონ და იყოს მუდმივად მიტევების, მიუდმივად შენდობის ძიებაში. მხოლოდ ამ პირობებში არის შესაძლებელი ნამდვილი ერთიანობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის ერთიანობაზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო ქვეყნის ერთიანობის აუცილებლობას. მისი თქმით, საქართველოს ნახევარი ნაბიჯი აშორებს იმისგან, რომ გახდეს ნატო-ს წევრობის კანდიდატი, ახლოა ქვეყნის მთლიანობის აღდგენაც და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა. ეს არის ერთიანობა ერის და ბერის, ოპოზიციისა და მთავრობის, ჩვენი ქვეყნის ყველა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
''სამი კვირის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ნატოს კანდიდატობის პროგრამის მინიჭების თაობაზე. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ სტატუსის მიღებასთან, რაც იქნება დასაწყისი ჩვენი შესვლისა ამ კაცობრიობის ისტორიაში უძლიერეს სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში,''- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ასევე ახლოა ის დღე, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სამშვიდობო გზით იქნება აღდგენილი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური