Google+

სიახლეები

12.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს, გოგი თოფაძესა და გია მაისაშვილს შეხვდა. რთული ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა აფხაზეთის საკითხი ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად განიხილოს. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ქვეყანაში ერთი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს.

"ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებების განსხვავებისა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დავის მიუხედავად, არის საკითხები, რომლებზეც ჩვენს შორის დავა არ შეიძლება იყოს - ეს არის საქართველოს მთლიანობა, მისი ერთიანობა და ერთიანი ქართული მომავალი. ხვალ და ზეგ საქართველოში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ქვეყანა კიდევ ბევრ მთავრობას გამოიცვლის, მაგრამ მთავარი რაც დავკარგეთ და რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, უნდა დავიბრუნოთ. თორემ ყველაფერი დანარჩენი უკან დაგვრჩება. ის, ვისაც ეს ესმის, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პატრიოტია და სწორედ მას აქვს ყველაზე დიდი მომავალი ამ ქვეყანაში. ეს ასეა. ასე, რომ მზად ვარ მოვისმინო თქვენი მოსაზრება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)