Google+

სიახლეები

14.03.2008
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სემინარი გაიმართება

15 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარს გახსნის, რომელიც ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსში გაიმართება. კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების ეფექტიან ურთიერთქმედებას, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზე მდგარი სახელმწიფოსათვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

ამ თემაზე მოხსენებებს წარმოადგენენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია, საქართველოს გენერალური პროკურორი ეკა ტყეშელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. სემინარს ასევე დაესწრებიან ამ სფეროს ექსპერტები, ადგილობრივი და საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სემინარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართება, ხოლო მის ორგანიზაციულ მხარეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)