Google+

სიახლეები

14.05.2008
მიხეილ სააკაშვილმა აბაშიძეების შვიდსულიან ოჯახს ბათუმში ბინის გასაღები გადასცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ჩავიდა და აბაშიძეების შვიდსულიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა. ოჯახი თორმეტი წლის განმავლობაში ბარაკებში ცხოვრობდა. ძველი საცხოვრებლიდან ახალ სახლში ოჯახის წევრების პირადი ნივთები თავად საქართველოს პრეზიდენტმა გადაიტანა. „ ჩვენ გვაქვს პროგრამა - "ბათუმი ბარაკების გარეშე". სამწუხაროდ, ბარაკებში თქვენსავით კიდევ ცხოვრობენ ოჯახები. ჩემი პირადი ამბიცია და სურვილია, რომ უახლოეს წლებში ბათუმში აღარ იყოს არცერთი უსახლკარო. ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს ყველაფერი რაც ბათუმში შენდება, იმისათვის შენდება , რომ თქვენ გქონდეთ ადამიანური ცხოვრების საშუალება. თქვენ ბარაკებში ცხვორობდეთ და ვიღაცა ხუთ ვარსკვლავინ „შერატონში" - ეს არ არის ჩემი სურვილი"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)