სიახლეები
06.12.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”ანა ჯგუფის” საწარმოები დაათვალიერა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ნაძალადევის რაიონში მდებარე "ანა ჯგუფის" საწარმოები დაათვალიერა.
"ამ საწარმოში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს არის 1000 ოჯახი, რომელსაც აქვს შემოსავალი, რომელიც გამოვიდა გაჭირვებიდან და აქვს მომავლის პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, წარმოება არა მხოლოდ არ ჩერდება, არამედ აგრძელებს კიდეც განვითარებას.
ომის პერიოდში ჩვენ ყველას ვთხოვეთ, რომ არ გაგვეჩერებინა მუშაობა, რათა საზოგადოებაში პანიკა არ გაჩენილიყო. საკმარისი იყო ამ პროდუქციაზე დეფიციტის შექმნა და მთელი ეკონომიკა დაიშლებოდა, რაც ძალიან დიდ პანიკას გამოიწვევდა საზოგადოებაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ანა ჯგუფი ორ საწარმოს აერთიანებს - "ტკბილ ქვეყანას", რომელიც საკონდიტრო ნაწარმს უშვებს და ხორცკომბინატ "მითანას". ამ საწარმოს ინვესტიცია 14 მილიონი დოლარია და ის თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური