სიახლეები
01.03.2009
საქართველოს პრეზიდენტმა შენდობის დღე სამების საკათედრო ტაძარში აღნიშნა
მართლმადიდებელმა ეკლესია მიტევების კვირა აღნიშნა. შენდობის წესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმენდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში აღასრულა, რომლის დროსაც ილია მეორემ თავადაც ითხოვა შენდობას. შენდობის წესის შესრულებას საქართველოს ყველა ეპისკოპოსთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.
"მინდა მადლობა შევწირო უფალს რომ დღეს აქ შევიკრიბეთ ერი და ბერი, პრეზიდენტი და პატრიარქი, მთავრობა და რიგითი ადამიანები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ძმები და ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ერთმანეთის ცოდვა, ერთმანეთის სიმძიმე", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.
"თქვენო უწმინდესობავ, მინდა შემოგიერთდეთ და ამ საყოველთაო შემდობისა და პატიების დღეს შენდობა და პატიება ვთხოვო უფალს, მაღალ ღმერთს და ჩვენს ხალხს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური