Google+

სიახლეები

02.12.2009
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პრეზიდენტ ობამას გეგმას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობას, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ამერიკისა და მხოლოდ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრობლემა, ეს მსოფლიო პრობლემაა და საქართველო თავს ვალდებულად თვლის ამ პროცესების მონაწილე იყოს.

"საქართველოს შეირაღებული ძალების ასეული - 173 სამხედროს შემადგენლობით უკვე იმყოფება ქაბულში ფრანგების სარდლობის ქვეშ და გაზაფხულზე მათ უკვე ქართული ბატალიონი შეუერთდებათ. ეს შემადგენლობა კი, უშუალოდ ამერიკულ სარდლობას დაემორჩილება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველი ჯარისკაცები ცხელ წერტილებსა და ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციებში ღებულობენ მონაწილეობას. ასეთი არის პრეზიდენეტის პოზიცია ამერიკის პირველი პირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით."-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტი თავის ყურადღებას ამახვილებს, ეს არის გუშინ მომხდარი ფაქტი, რომელსაც გაგრძელება და გამოხმაურება დღესაც მოყვა. როცა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცა -აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი ამასთან დაკავიშირებით თავის პოზიციას გამოთქვამს და განმარტავს, რომ რუსეთისგან განსხავავებით საქართველოში შემოსასვლელად რუსეთის მოქალაქეებს გაცილებით ნაკლები შეზღუდვა აქვთ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად უამრავი შეზღუდვა და დაბრკოლება ხვდებათ.

პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი ხაზგასმით განმარტავს, რომ მისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიუღებელია - საოკუპაციო ჯარებისა და რუსეთის უშიშროების სამსახურების მიერ შემოგზავნილი ჯაშუშებისათვის. ჩვენი ინფორმაციით, ეს პირები მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის სპეც-სამსახურებთან და აქტიურად უჭრენ მხარს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მხედველობაში მაქვს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები. საქართველო ღიაა რუსი ტურისტების, რუსი ბიზნესმენების, ხელოვანების, სპორტსმენებისა თუ რიგითი მოქალაქეებისათვის.

როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მიესალმება უკანონო პატიმრობაში მყოფი ორი მცირეწლოვანის გათავისუფლებას, თუმცა შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უკანონო პატიმრობაში კიდევ ორი მოზარდი რჩება. მას მიაჩნია, რომ ეს საოკუპაციო რეჟიმის არაადამიანური გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი განაგძობენ მუშაობას დაკავებული ბავშვების გასათავისუფლებლად, პროცესში ჩართული იქნება საერთაშორისო საზოგადოება. პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უშუალოდ საერთაშორისო საზოგადოების დიდი ზეწოლით მოხდა ორი მოზარდის გათავისუფლება, რისთვისაც ქვყენის პირველი პირი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს - ჰაბერს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს ჰამერბერგს, რომელიც ამ დრომდე ცხინვალში რჩებიან. განსაკუთრებული მადლობას უხდის პრეზიდენტი გატაცებული ბავშვების მშობლებს, რომლებმაც ეს მძიმე დღეები მედგრად და უდიდესი მოთმინებით გადაიტანეს, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრებსა და დეპუტატ გია თორთლაძეს, რომლებიც ამ პროცესებში ჩართულები იყვნენ და არიან.

მისი თქმით, პრეზიდენტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ მოზარდების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ და ვერ შეცვლის იმას, რომ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი გახდა საოკუპაციო რეჟიმისგან ეთნიკური წმენდის მსხვერპლი. ამ ბავშვების გათავისუფლება თავისთავად სასიხარულო ფაქტია, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა ვერ გახდება ამ მიმართულებით კმაყოფილების საფუძველი. მით უფრო მაშინ, როცა პატიმრობაში ჯერ კიდევ რჩება ორი მოზარდი.

პრეზიდენტის პრესსპიკერი კიდევ ერთი საკითხს - ეუთოს მინისტერიალის თემასაც შეეხო, საუბარია მედვედევის უსაფრთხოების კონცეფციაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის აზრით, იმას, რასაც პრაქტიკულად რუსეთი წარმოადგნეს, ეს არის ახალი იალტის ხელშეკრულება და გავლენის სფეროების გადანაწილების ახალი გეგმა.

არსებობს მეორე პარალელიც სუდეტერ ლენდის - ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ანექსია და მიუნხენის ხელშეკრულება. მაშინ როცა, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და ცდილობს მის ანექსიას, ამ რეჟიმით უსაფრხოების ახალ სისტემაზე საუბარი ცინიკურია, - თვლის პრეზიდენტი, რადგან ეს ხელშეკრულება გულისხმომობს ახალი პრეცედენტების დაკანონებას და ახალი ხელშეკრულებების მიღება უადგილოა, როცა რუსეთის მხრიდან არსებობს შეუსრულებელი დოკუმენტები და შეუსრულებელი შეთანხმებები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)