Google+

სიახლეები

13.01.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში ახალი საბაგირო გზა გახსნა

მოგესალმებით ყველას!

ერთი წლის წინათ, ჩვენ ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, ბაკურიანში ახალი ტრასების განვითარების გეგმა დავსახეთ.

ეს საქართველოსთვის ტურიზმის ქვეყნის სტატუსის დაბრუნებას ნიშნავს. ტურიზმის ბაზაზე დიდი კონკურენციაა, თუმცა, ქართულ სათხილამურო კურორტებს კონკურენტი არ ჰყავს.

შარშან თითქმის ყველა უკრაინული კურორტი მოვიარე, ვიყავი ევროპაშიც, სადაც ხალხმა ბაკურიანისა და გუდაურის შესახებ იცის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ასობით ათასი ტურისტი, ასობით ათასი ადამიანი ფულს აქ დახარჯავს, ასობით ათასი ადამიანი გამდიდრდება და ფეხზე დადგება, საქართველო კი მდიდარი ქვეყანა გახდება.

როდესაც საუბრობენ იმაზე, თუ რა მოიტანა ვარდების რევოლუციამ, თამამად შეიძლებ იმის თქმა, რომ ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის, სამთო-სათხილამურო სპორტშიც.

პირველი, რაც რევოლუციის შემდეგ გაკეთდა, გუდაურის გზა იყო, იქ რამდენიმე ახალი სასტუმროც აშენდა.

დღეს ბაკურიანში პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი თანამედროვე საბაგირო გზა იხსნება.

მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ეს გააკეთა.

ეს დასაწყისია.

რაც შეეხება სწრაფ პროგრესს, ჩემზე მოუთმენელი ადამიანი საქართველოში არ მეგულება და არც არსებობს.

ჩემი სურვილია მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, რომლის საშუალებითაც ამ მთებზე ასობით სასტუმრო აშენდება, მილიონობით ტურისტი ჩამოვა, საქართველო აშენდება და გაბრწყინდება.

ამას დრო, მოთმინება და მუხლჩაუხრელი შრომა უნდა.

თუ ბრმა არ ხარ, ნახავ, რომ საქართველო გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები.

ახალი კურორტები შენდება აჭარაში, ბორჯომში, ბაკურიანში.

მინდა გამოვაცხადო ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ - ყველა კერძო, დიდ ბიზნესმენს, რომელიც აქ სასტუმროს ააშენებს, ამ საბაგირო გზას უფასოდ გადავცემთ.

ბაკურიანსა და გუდაურში ორნახევარჯერ გაიზარდა დამსვენებელთა რიცხვი, ამ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის პრობლემა აღარ არსებობს და იმ შემთხვევაშიც, თუ ამ კურორტებზე თოვლი არ მოვა, თოვლის მანქანებით ხელოვნურ თოვლს მოიტანენ.

მინდა გამოვაცხადო შემდეგი - ერთი თვის განმავლობაში, ეს საბაგირო გზა ყველა მოთხილამურესთვის უფასო იქნება, რათა ხალხს ეს სპორტი შეუყვარდეს.

დღემდე ეს სპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო.

დღეს კი, საქართველოში ამის შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე ორი წლის წინათ.

ორი წლით ადრე საქართველოში ფულს საზოგადოების მცირე ნაწილი თუ შოულობდა, ესენი ჩინოვნიკები იყვნენ.

დღეს ფულის შოვნის საშუალება ბევრად მეტ ადამიანს აქვს, მაგრამ ისინი ჩინოვნიკები არ არიან, მათ უბრალოდ მაღალი ხელფასები აქვთ.

დღეს ბევრად მეტ ადამიანს გაუჩნდა ბიზნესის კეთების საშუალება.

აქ ჩამოსვლის საშუალება საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)