Google+

სიახლეები

07.02.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში ციტრუსის მოსავლის შედეგები და თითქმის დასრულებული სეზონი წარმატებულად შეაფასა. მისი განცხადებით, მოსავლის წარმატებით დაბინავება-ჩაბარების შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, წელს აჭარაში შემოსავლის ყველაზე მაღალი შედეგი გამოვლინდა. წარმატებული მუშაობითვის მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და კერძო მეწარმეები დააჯილდოვა. ექვს მათგანს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები გადასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ სეზონზე აჭარიდან საზღვარგარეთ 80 ათასი ტონა ციტრუსი გავიდა.

"ჩვენ ახლა ვაჯამებთ ციტრუსების მოსავლის დაბინავების შედეგებს აჭარაში, თუმცა ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მთავარი შედეგი სახეზეა - ბოლო 16 წლის განმავლობაში, ციტრუსების მოსავლის დაბინავების თვალსაზრისით, წელს ყველაზე წარმატებული წელი იყო. მოსავლის უმეტესი ნაწილი - 80 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი გატანილია საზღვარგარეთ და ამის შედეგად, ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო აჭარის მოსახლეობამ, აჭარელმა მეურნეებმა. ნაღდი ფული სახით, აჭარულ ოჯახებში წელს, თითქმის, 100 მილიონი ლარია შესული. ზოგიერთი ოჯახის ბიუჯეტი შეივსო 500 ლარით, ხოლო ზოგიერთის - 20-25 ათასი ლარით. თუ კომუნისტების დროს, მოსავლის აღების შემდეგ შეეძლოთ ახალი ვოლგის გამოყვანა, ამ ფულით კარგი მერსედესის ყიდვა და სხვა აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაც შეიძლება. ჩვენ ვისწავლეთ რთველის ჩატარება - საქართველოში არასდროს ჩატარებულა ისეთი კარგი რთველი, როგორც წელს და არასდროს დაგვიბინავებია ციტრუსის მოსავალი ისე კარგად, როგორც წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა შესაძლებელი ყოფილა იმის მიუხედავად, რამდენად დიდია კრიზისი მსოფლიოს მასშტაბით. მთავრობამ ეს ორგანიზებული ქმედებების შედეგად მოახერხა - ამისთვის საგანგებო შტაბიც შევქმენით. ამ ხალხმა რთველიც და ციტრუსის მოსავლის აღება ჩაატარა როგორც კარგი სამხედრო ოპერაცია. ამ დიდი სამეურნეო წარმატებისათვის, მინდა ღირსების ორდენებით დავაჯილდოვო, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელები, ისე კერძო მეწარმეები," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)