Google+

სიახლეები

06.05.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული შტაბის წევრებს შეხვდა

"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა თქვენგანს გუშინდელი ძალიან ოპერატიული და ეფექტური მოქმედებების გამო.

გუშინ მოგვიხდა ბატონ დევი ჭანკვეტაძის სასწრაფოდ დაბრუნება ბრიუსელიდან.

მივესალმები პარტნიორობა მშვიდობისათვის სწავლებების დაწყებას ისე, როგორც ეს დაგეგმილია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ცვლილებები შტაბში არ ხდება.

გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან შემაშფოთებელი, მაგრამ განსხვავება გუშინდელ მუხროვანის ,ატალიონსა და რამდენიმე წლისწინანდელ მუხროვანის ბატალიონს შორის თვალშისაცემია.

თუ მაშინ მოაწყეს ამბოხება ოფიცრებმა, ისინი იყვნენ ინიციატორები.

ამ შემთხვევაში იგივე ოფიცრებმა, ოღონდ გაგდებულებმა ამ ამბოხის გარედან ინიცირება სცადეს.

ამ ორ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

მეორე განსხვავებაა ის, რომ თუ მაშინ მთავრობამ დაიწყო ენის მოჩლექვა, მრავალსაათიანი მოლაპარაკებები და თვითონ პრეზიდენტი ეახლა და მისცა ხელშეუხებლობის გარანტიები, ხოლო შემდეგ საპატიო თანამდებობებზეც მოაწყო, მათ შორის დიპლომატიურ სამსახურში, მე მათ გუშინ მივეცი მხოლოდ ერთი გარანტია, რომ თუ ისინი გამოვიდოდნენ ერთი საათის ფარგლებში, ეს იქნებოდა მიღებული, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება.

თუ ისინი არ გამოვიდოდნენ, რაც მოხდებოდა თქვენც კარგად იცით.

ჩვენ განვალაგეთ ჩვენი ძალები გარშემო. ყველაფერი ეს იქნებოდა ძირშივე აღკვეთილი.

მესამე განსხვავება არის ის, რომ ამბოხის მონაწილეებმა მაშინ პრაქტიკულად არ აგეს პასუხი და ლამის გმირებად დარჩენენ.

დღეს თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით ბოლომდე დაისჯება.

მაშინ საქართველო სახელმწიფო არ იყო, დღეს ჩვენ ვართ სახელმწიფო. როგორც გუშინ დავამტკიცეთ ვართ სტაბილური სახელმწიფო.

აქ ძველი ხრიკები არავის არ გაუვა, არანაირი მოტივაციით ვერავინ ვერ იტყოდა, რომ სოციალური პირობების გამო იყო ეს ყველაფერი.

ყველა ოფიცერს აქვს მაღალი ხელფასი. შეიძლებოდა უფრო სწრაფადაც ემოქმედათ, მაგრამ როგორც კი მათ ტელევიზიით გაიგეს,რომ უკანონობას ჩადიოდნენ, თვითონ ჯარისკაცებმა დაიწყეს წინააღმდეგობის გაწევა.

მე მათ გუშინ გავესაუბრე. ეს იყო სწორი რეაქცია და ოფიცრების უმეტესი ნაწილი არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.

საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს დიდი გამოწვევები, მაგრამ საქართველო არის სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა გატარდება ცხოვრებაში.

ჩვენ ყოველგვარ დესტაბილიზაციას ძირშივე აღვკვეთავთ, სადაც ყველანი თანასწორნი არიან კანონის წინაშე.

დღეს ჩვენს ეკონომიკას სჭირდება სტაბილურობა, რომელსაც უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო.

შეიარაღებული ძალები, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი სახელმწიფოსი.

ჯარში სამსახურის პრესტიჟი ძალიან გაზრდილია.

თქვენ დღეს წარმოადგენთ დაფასებულ ნაწილს. ყველა მიმართულებით ვამძაფრებთ მუშაობას.

ძალიან შემაშფოთებელი გარემოებაა, რომ გუშინ დააკავეს დიპლომატიური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი,ნატოს სამმართველოს უფროსი ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ჩვენი მისიის მაღალი რანგის თანამშრომელი. როგორც ჩანს ეს კაცი რამდენიმე წლის წინ იყო რეკრუტირებული და ჩადგა მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის საქმიანობაში.

მან ამ წლების განმავლობაში დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს უსაფრთხოებას. მარტო ის რად ღირს, რომ შარშან, აგვისტოს ომის დროს

ყოველ ორ საათში, თუ საათნახევარში ერთხელ მოწინააღმდეგეს გადასცემდა საქართველოს ჯარის პოზიციებს, რომ მოწინააღმდეგეს

ჩვენი ნაწილები ეპოვა და უკეთესად დაებომბა. ამ ადამიანს,რომ შეხედო აქვს სოლიდური, მეცნიერის გამოხედვა. არ ვიცი, როგორი ზნედაცემული უნდა იყოს, როგორი ზნეობის და მორალის მატარებელი უნდა იყოს, რომელიც არა მხოლოდ ღიად მუშაობს ზოგადად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ამ მოწინააღმდეგესთან ღია სამხედრო დაპირისპირების დროს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ჯარი განადგურდეს, ჩვენი დედაქალაქი დაიბომბოს, რადგან თბილისიდან აწვდიდა ინფორმაციას, რაც შემდეგ გამოყენებული იქნა სამიზნეების შესარჩევად.

ყველაფერ ამას აკეთებდა და ამას თვითონაც აღიარებს ფულის გულისთვის. ისევე როგორც გუშინ ის ბანდიტები,რომლებიც შევიდნენ სამხედრო ნაწილში.ფულის შეთავაზებით ითანხმებდნენ ვიღაცეებს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებისთვის.

ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა სახელმწიფო მენტალიტეტი ყველა უწყებაში დამკვიდრდეს.

საბოლოოდ მივხვდეთ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა და არა სხვისი. ამ ქვეყანას ჩვენგან სჭირდება მინიმუმ ის,რომ ზიანი არ მივაყენოთ.

ჩვენგან სჭირდება პროფესიონალიზმი, თავდადება და სიცოცხლის გაწირვაც კი. ამის გარეშე სახელმწიფო არ იქნება, საქართველო ვერ გადარჩებოდა საუკუნეების მანძილზე.

საქართველოს ისტორია სავსეა აჯანყებებით, ამბოხებით, მტერთან შეკვრის მაგალითებით, მაგრამ საქართველო გადარჩა იმის გამო,

რომ ყოველ ასეთ გამცემზე და მოღალატეზე, მოდიოდა ძალიან ბევრი სხვა ადამიანი,რომელიც სიცოცხლეს სწირავდა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო ხალხი.

ბევრად მეტი უნდა ვიყოთ ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და მზად ვართ მისთვის ვიცოცხლოთ და მოვკვდეთ.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ასეთ ფაქტებზე ძალიან ოპერატიული რეაგირება.

არტილერისტებმა მათ შეახსენეს, რა მოელოდათ, თუ არ შეასრულებდნენ ჩემს მიერ გაცემულ ბრძანებას.

ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჯარისკაცები გამოვიდნენ, შემდეგ ეს გარედან შესული კრიმინალები გაიძურწნენ უკანა კარებიდან. პრაქტიკულად ეს პირადი შემადგენლობა შეატოვეს ძალისმიერი აქციისთვის.

ცუდია, როცა ასეთი რამ ხდება, მაგრამ როცა ასეთი რამ ხდება ძალიან ცოტა ქვეყანას არ შეუძლია ამის ასე ჩქრა დასრულება. გახსოვთ ალბათ ელიავას და გახოკიძის მრავალსაათიანი მოლაპარაკებები, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, წავიდა უშიშროების მინისტრი ჩაბარდა პირდაირ ამბოხებულს მძევლად.

გუშინაც ალბათ დაახლოებით ამასვე მოელოდნენ, რომ ჩავბარდებოდით, მძევლებს დავუტოვებდით. ისინი კი, თავის მიზნებს აისრულებდნენ.

ნურას უკაცრავად, ჩვენ ვართ სხვა ქვეყანა, ახლა არიან სხვა ოფიცრები, ბევარდ უფრო გაიზარდა სახელმწიფო და ასევე პრეზიდენტი ამ ქვეყნის.

გუშინ ეს ყველამ ძალიან კარგად დავამტკიცეთ.

ჩვენ ასევე დავანახეთ,რომ შეიარაღებული ძალები არის ერთიანი, მათ არ გამოუჩნდათ არც ერთი მხარდამჭერი არც ერთ შენართში.

ისინი ფიქრობდნენ, რომ საკმარისია აეფრიალებინათ ამბოხების დროშა და ვიღაცა მაინც საიდანღაც შეუერთდებოდა.

ერთი მეთაური არ გატოკებულა და ყველა გაერთიანდა ამ ყველაფრის ძალიან ჩქარა დასასრულებლად. ეს ნიშნავს, რომ ვართ კარგ ფორმაში.

მინდა მუშაობა გავაგრძელოთ როგორც ვმუშაობდით,ძალიან დიდი ამოცანები და გამოწვევები გვაქვს და ჩვენ მათ სათანადო პასუხს გავცემთ." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)