Google+

სიახლეები

05.12.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის მაია კოპალეიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო, რომელმაც ბესარიონ ზოიძე შეცვალა. პრეზიდენტის განცხადებით, ბესარიონ ზოიძე აღნიშნული სასამართლოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

"დღეს ჩვენ ერთდროულად საზეიმო, თუმცა ცოტათი ნაღვლიანი ღონისძიება გვაქვს, რადგან გამოჩენილი სამართალმცოდნე ზოიძე თავის საკონსტიტუციო მოღვაწეობას ასრულებს.დღეს ქალბატონი მაიას ფიცის დადებაის დღეა. მიხარია, რომ კიდევ ერთი ქალბატონი შეემატა ამ სასამართლოს. ეს არის იმის ნიშანი, თუ რა განწყობის არის მთლიანად საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე შტო. სასამართლოში უკვე არის მესამე ქალბატონი. თქვენ ხართ ყველაზე უფრო პროგრესული შტო.

ამ სასამართლომ შექმნა უნიკალური პრეცენდენტი იმისა, რომ ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო გადავიდა იქ, რაც საქართველოს პროვინციულ ცენტრად ითვლებოდა.

ეს პრეცენდენტი ძალიან წარმატებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის დაყოფილი რეგიონებად და ქუჩებად.

რუსთაველზე რაც ხდება ის არის მთავარი და რაც ხდება რუსთაველის იქით, ის უკვე არის მეორე და მეათე ხარისხოვანი.

ქვეყანა არ იყოფა იმად, რომ ვიღაცა ცხოვრობს სოლოლაკში და ვიღაცა ცხოვრობს გლდანში, ვიღაცა ცხოვრობს ბათუმის ცენტრში და ვიღაცა ცხოვრობს ბათუმის ჭაობში. ყველა ადამიანს აქვს თითო ხმა,

ყველა პოლიტიკოსს აქვს ზუსტად იმხელა გავლენა,რამდენ ადამიანსაც ის მოიმხრობს თავის მხარეს,საქართველოს ყველა რეგიონი არის თანასწორი,საქართველოს ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი თანასწორია.

ეს არის ფუნდამენტური პრინციპი იმისა, რაზეც დგას საქართველო სახელმწიფოებრიობის იდეა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ახლა მიდის დიდი დებატები პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით.

სკეპტიკოსები არიან საპარლამენტო ოპოზიციის სახით. გუშინ მქონდა საშუალება,მენახა, როგორ მედგრად იგერიებდა პარლამენტის თავმჯდომარე ამ სკეპტიკოსების საკმაოდ გამძვინვარებულ შემოტევებს.

მინდა ვუთხრა ჩვენს საპარლამენტო კოლეგებს ოპოზიციიდან, თუ თქვენ გეპარებათ ეჭვი, იფუნქციონირებს თუ არა სასამართლო წარმატებით, ჩამოდით ბათუმში. თუ თქვენ გგონიათ,

რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ჩამოდით ბათუმში,თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს საქართველოს რამეს ვნებს, ჩამოდით ბათუმში და დარწმუნდით,რომ ყველაფერი პირიქით არის.

ახლა სასამართლოში უნდა მოხვიდე იმისათვის, თუ მართლა გინდა სამართალმა გზა გაიკვლიოს, ყველა სკეპტიკოსის მიუხედავად სასამართლოში შემოსულმა საქმეთა რაოდენობამ მოიმატა.

სასამართლომ შეძლო ისეთი გადაწვეტილების მიღება, რომელიც იყო სახელმწიფოს მთავრობის წინააღმდეგ, მაგალითად საკუთრების უფლებებზე.

ქუთაისში პარლამენტის გადატანა ნიშნავს რეგიონში ინვესტიციის ჩადებას, რაც დაგვიჯდება, ათ იმდენს ამოვიღებთ ზუსტად ორ წელიწადში, ნახეთ როგორ ვითარდება ბათუმი.

ქუთაისი ორი წლის წინ იყო სრულიად უპერსპექტიოდ მიჩნეული ქალაქი, მათ შორის ბევრი ქუთაისელის მიერ.

თბილისი დღეს ფაქტობრივად არის მილიონნახევარიანი ქალაქი, თბილისში ცხოვრება ძალიან მძიმეა, თბილისი რომ უფრო ნორმალური ადგილი გახდეს ცხოვრებისთვის, საჭიროა ცვლილებები.

ქუთაისში პარლამენტის გადატანა ეს არის საქართველოს ცენტრში უმთავრესი ორგანოს გადატანა, ფუნქციები საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდება.

ვინ თქვა, რომ პარლამენტი არის თბილისის პარლამენტი, ვინ თქვა,რომ მის გარშემო უნდა ცხოვრობდე ათი კილომეტრის პერიმეტრში,

პარლამენტის წევრების ნახევარს მაჟორიტარი დეპუტატები შეადგენს. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში კიდევ ბევრი რაღაც გვაქვს დასახვეწი და განსავითარებელი.

უნდა შევძლოთ სრულფასოვნად ავამოქმედოთ კონკორდანტი, ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, თუმცა,ყველა სხვა ჯგუფის უფლებები დაცული უნდა იყოს.

კონსტიტუცია კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ბევრს ვმუშაობთ საკონსტიტუციო კომისიასთან,რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის აღდგეს ბალანსი.

თქვენ იცით, რომ ახლა გვაქვს ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ თბილისის მერი აირჩიონ პირდაპირი წესით,ამ გადაწყვეტილებაზე მე პირადად დიდი ეჭვი მქონდა,

თუმცა ეს იყო ჩემი ინიციატივა. ამ სისტემას ბევრ პლუსთან ერთად აქვს ძალიან ბევრი მინუსი, ვისაც ჰგონია, რომ მერი ეს არის ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის,

ნიშნავს იმას, რომ ის ამით შეებრძოლება თბილისს. ის,რომ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა საარჩევნო პრინციპებზე, ეს არის ქართული დემოკრატიის დიდი მიღწევა.

საარჩევნო სისტემა არის დემოკრატიული და გამჭვირვალე, რატომღაც პარიზსა და ამსტერდამში პირდაპირი არჩევნების ეს სისტემა ჯერ არ შემოუტანიათ, დასავლეთ ევროპის უმეტეს ქალაქში ეს სისტემა არ შემოუტანიათ. თვალ-ყურს ვადევნებდი ბარიერის თემას, არ მინდოდა ამაში ჩარევა, რადგან ეს არ არის ჩემი საქმე. საუბარია იმაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა მერის არჩევის დროს ბარიერი. მიმაჩნდა,რომ ბარიერი არ უნდა ყოფილიყო, მარტივად აგიხსნით, თუ ადამიანი აგროვებს ყველაზე მეტ მომხრეს, ის ავტომატურად უნდა იგებდეს არჩევნებს. რეფორმები მოითხოვს კრიტიკულ მასას მოტივირებული მხარდამჭერების კონსტრუქციულ ჯგუფს პოლიტიკური სპექტრის.

ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, დემოკრატია საბოლოო ჯამში უნდა ემსახურებოდეს არა ვიღაცის თარგზე მორგებას,

არამედ უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებსა და საზოგადოების წინსვლას,ეს არის ფუნდამენტური პრინციპი ნებისმიერი დემოკრატიის.

ძირითად საკითხებზე არის კონსენსუსი,ზოგი ამას აღიარებს, რადგან ზოგი არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ჩვენ ამას მივესალმებით.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციონერების იმ ჯგუფს, რომლებიც ამ კონსენსუსში გაცხადებულად თუ ირიბად მაინც მონაწილეობენ.

მინდა ვუსურვო წარმატება საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად შეძენილ ვარსკვლავს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ სასამართლოს თითოეულ წევრს,რა თქმა უნდა მის თავმჯდომარეს და მის ყოფილ თავმჯდომარეს -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)