Google+

სიახლეები

02.05.2005
2005 წლის 4 მაის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ვეტერანები პატივს მიაგებენ ნიდერლანდების სამეფოში, ტექსელის კუნძულზე II მსოფლიო ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას

ოთხშაბათს, 2005 წლის 4 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 1945 წელს ტექსელის კუნძულზე, გერმანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა ქართველ მეომართა ხსოვნისათვის მიძღვნილ ოფიციალური ცერემონიას უხელმძღვანელებს და ასევე პატივს მიაგებს II მსოფლიო ომში ყველა დაღუპული ქართველი მეომრის ხსოვნას.

ოფიციალური ცერემონია ტექსელის კუნძულის იმ სასაფლაოზე გაიმართება, სადაც ქართული ბატალიონის ამბოხის დროს დაღუპული ასობით ქართველი და ჰოლანდიელი მეომრები არიან დაკრძალულნი.

"ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, როგორც შეუპოვარ და მამაც გმირებს, რომლებსაც მოუწიათ ომის დროს, ერთდროულად ორი მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა - გერმანელი ნაცისტების და სტალინის ტირანიის", განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ტექსელის დელეგაციეს წევრები ასევე არიან საქართველოს პატრიარქი ილია II და პარლამენტარები.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დელეგაციის საპატიო წევრები არიან ტექსელის კუნძულზე მებრძოლი ქართველი ვეტერანები - ფოქრო გაჩარია ზუგდიდიდან და გრიშა ბაინდურაშვილი კასპიდან. ტექსელზე მებრძოლი 800 ქართველი ჯარისკაციდან, დღეს მხოლოდ ოთხია ცოცხალი. ჰოლანდიაში ფოქრო გაჩარია და გრიშა ბაინდურაშვილი სხვა ქართველებთან და ჰოლანდიელებთან ერთად, ფაშიზმზე ერთობლივი გამარჯვების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.

კუნძულ ტექსელზე გამგზავრებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ "60 წლის წინ საქართველომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას ბევრი ქართველი ჯარისკაცი დაკარგა. მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ტექსელზე 4 მაისს გაიმართება და შემდეგ უკრაინაში გაგრძელდება. ამ ადამიანებმა თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომლის დამარცხება ქართველებს კიდევ ერთხელ მოგვიწია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, 9 მაისს, მოსკოვში, საზეიმო ცერემონიალს დავესწრო".

პრეზიდენტ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრება და მეორე მსოფლიო ომის დასრულბის 60 წისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრება.


საპრეზიდენტო შტაბის მედია-ცენტრი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)