Google+

სიახლეები

09.05.2005
ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

დღეს, 9 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა.

თბილისის აეროპორტში ამერიკის პრეზიდენტსა და პირველ ლედის, ლორა ბუშს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პირველი ლედი სანდრა რულოვსი დახვდნენ. დახვედრის ცერემონიალში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელმა და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

აეროპორტიდან საპატიო სტუმრები თბილისის ისტორიულ ნაწილში, აბანოთუბანში გაემგზავრნენ, სადაც მათთვის ქართული კულტურის წარმომადგენლები საზეიმო კონცერტს გამართავენ. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მეუღლესთან ერთად ქართული კულტურის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობა.


საპრეზიდენტო შტაბის მედია-ცენტრი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)