Google+

სიახლეები

30.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

 

მოგესალმებით ყველას, 

ძალიან დიდი პატივია ქუთაისის საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიღება.

დღეს, ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო საკითხები წყდება... მე მინდა გაჩვენოთ, სურათი... ეს არის თქვენი მაჟორიტარი... მინდა გითხრათ, რომ სანამ ქუთაისის არჩეულ პარლამენტში, არჩეულ წარმომადგენელს სძინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი. ..რათა საქართველოს არ წაართვან ქუთაისში პარლამენტი, რათა ჩვენ ყველას არ წაგვართვან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა საქართველოს რეგიონალიზმის, საქართველოს გაძლიერების, საქართველოს მყარად ფეხზე დაყენების იდეა,  რომელსაც განასახიერებს ქუთაისის პარლამენტი. ..

მაგრამ, სანამ გადავიდოდეთ ქუთაისის საკითხზე მე მინდა ჩემი გულისწყრომა გამოვთქვა. თქვენ იცით ,რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს რამდენიმე კანონიერი ქურდი. კიდევ 20 გამოდის უახლოეს დღეებში . ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის თუ რა რეაქცია მოჰყვა ამათ განთავისუფლებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. რეაქცია არის ასეთი - ამნისტიამ გამოუშვა, ჩვენ რა შუაში ვართ..

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას.

ჩვენ თითქოს უკან ვახვევთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როდესაც  ჩვენთვის დამახასიათებელი თვისება უპასუხისმგებლობა იყო.

ამნისტიის სია შემოიტანა ზუსტად იმ ხალხმა ვინც 92 წლის დასაწყისში, მხედრიონის მითითებით, კონკრეტული გვარ-სახელებით გამოუშვეს ბანდიტები საქართველოში. მე მახსოვს ეს სურათები: გაუბედურებული თბილისი, გაუბედურებული ქუთაისი. გაუბედურებული და გადამწვარი საქართველოს ქალაქები, სამოქალაქო ომი.

ნამდვილად არ მინდა არავის შეშინება მაგრამ ეს ყველაფერი  მე ძალიან მაწუხებს.  ერთი რამ ცხადია, რომ ეს ხალხი, კანონიერი ქურდები, ორგანიზებული დანაშაული არღვევს ჩვენი საზოგადოების ფასეულობებს. ეს ხალხი შევა ისევ ჩვენს ეზოებში ხო? ჩვენს ეზოებში იზრდებიან ჩვენი შვილები. ესენი კი ამბობენ , რომ არაუშავს გამოვუშვებთ, უცხოეთში წავლენ. თქვენ გგონიათ  უცხოური ქვეყნები ფულს გადაგვიხდიან იმაში, რომ ესენი ჩავიდნენ?  თავს ნუ ვისულელებთ!

 ამავე დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის, რომ პაწაწინა გრეჩიხუნას პასუხი არ უნდა ვაგებინოთ. დიდი ამბავი თუ ტელეკამერების წინ ყელი გამოჭრა ვიღაცას, მაგრამ უნდა ვაგებინოთ პასუხი, რა თქმა უნდა, გუბერნატორის იმ მოადგილეს , რომელმაც 6 კვირაში აღადგინა კახეთი სტიქიური უბედურების შემდეგ, გაუსაძლის პირობებში და ის აუცილებლად უნდა ჩავსვათ ციხეში, იმიტომ, რომ არ უღალატა თავის იდეალებს.

ქუთაისიდან პარლამენტი არის გადასატანი და ხმები არ ყოფნის უმრავლესობას. ამიტომ  ღვინიაშვილის, ყოფილი გუბერნატორის დაშინება  მისი ყოფილი მოადგილის  დაჭერით გადაწყვიტეს.

მიუხედავად ამ ტენდენციებისა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას და სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებს მაინც არ აძლევენ ხმას . . ამ ყველაფერს კი პრემიერ მინისტრს ვერ ეუბნებიან, რა უნდა ქნან? უნდა გააგრძელონ დაჭერა და ხელების გადაგრეხვა, მაგრამ პაწაწინა გრეჩიხუნა უნდა იყოს გარეთ და სწორად ამ პაწაწინა გრეჩიხუნებმა გაუმწარეს მრავალ თაობას სიცოცხლე მრავალი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში. ეს აღარ უნდა განმეორდეს:  უპასუხისმგებლობის , განუკითხავობის, უსამართლობის სინდრომის დამკვიდრება!

დავუბრუნდები პარლამენტის თემას ... ეს არის ბევრად დიდი იდეა ვიდრე უბრალოდ ქუთაისის პარლამენტი, ეს არის იდეა, იმისა რომ საქართველოში პოლიტიკა ეკუთნის ხალხს და არა  ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ერთმუჭა ადამიანებს.

გამსახურდიას, როდესაც ამხობდნენ გარშემო მთელი საქართველო თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა.  არავის არ აინტერესებდა რა ხდებოდა თბილისის ერთ-ერთ აღებულ ქუჩაზე, მაგრამ მერე როცა მიხვდნენ, იმ ჭრილობებს  დღემდე ვერ ვიშუშებთ. ჩვენ სწორედ  ამიტომ  მოვტაცეთ ეს პოლიტიკა ამ ერთ ქუჩას .

სად არის საქართველოს  გეოგრაფიული ცენტრი? რა თქმა უნდა ქუთაისში, იქ, სადაც დავით აღმაშენებლმა ჩაუყარა საფუძველი და გააგრძელა ის, რაც  ბაგრატმა და სხვა დიდმა ქართველმა მეფეებმა გააკეთეს.

იქ, სადაც ჩვენ ავაღორძინეთ ჩვენი ბაგრატის ტაძარი და იქ სადაც იყო გელათი. ქუთაისი არის შემკვრელი ქართული ტრადიციების და თუ რამე არის ქართული და განსაკუთრებული, ეს არის ქუთაისთან დაკავშირებული...

ავაღორძინეთ ახალციხე და ბათუმი, ლაზიკაში ძალიან დიდ პორტს ვაშენებდით, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთავარი პორტი უნდა ყოფილიყო. დავიწყეთ ქუთაისის აეროპორტის განვითარება, სვანეთის , თბილისის იმფრასტრუქტურული პროექტები. სწორედ ქუთაისი არის ამ ყველაფრის შემკვრელი. გამოაცლი  ამ ყველაფერს ქუთაისს, თავის წყალტუბოთი, თავისი გარშემო ტურისტული ინფრასტრუქტურით და პრაკტიკულად მთელი კონსტრუქცია გვეშლება. ქუთაისში პარლამენტი - ეს არის საქართველოს პოლიტიკური განვითარებისა და  ეკონომიკურად დიდი ნახტომის დასაწყისი. აი საქართველო ამ დიდ ნახტომში უნდათ, რომ ჩამოხსნან ჰაერიდან და დაამიწონ და ისევ მოგვტეხონ ორივე ფეხი.

პუტინი შემთხვევით არ ხმარობდა ტერმინს „ტიფლისკაია გუბერნია“. საქართველო ადვილად არის სამართავი, თუ თბილისის ერთი ქუჩიდან მართავ.

გუშინ ვუსმენდი ერთ-ერთ დიპლომატს, ახალი მთვრობის მინისტრის მოადგილეს, რომელიც   შევარდნაძის დიპლომატი იყო. ის ერთი-ერთზე ახმოვანებდა იმას, რასაც მთელი ეს წლები გვეუბნებოდნენ რუსები. გეგონებოდა უსმენდი, ვიღაც ეფ ეს ბე-ს გენერალს.  რასაც რუსები გვეუბნებოდნენ მთელი ერთი წელი, რომ  მოგვიწერეთ ხელიო იგივეს ქადაგებდა ისიც... ხომ, მოუწერა ერთხელ ხელი შევარდნაძემ! 19 94 წელს ხო მოვაწერეთ ხელი აფხაზეთის შეთანხმებას, სოჭის შეთანხმებას, მოვაწერეთ ხელი და შევედით „დსთ“-ში. ხომ ჩამოვიყვანეთ იგორ გიორგაძე, შოთა კვირაია, ვარდიკო ნადიბაიძე, ხაბურძანია, თარგამაძე. რამდენჯერ უდნა ვიაროთ ისევ ერთი და იგივე წრეზე. ხომ ჩამოგვიყვანეს ისევ „ეფესბეშნიკები“ და მთავრობაში დაგვისვეს.

თუ ყველაფერი ეს ასე გაგრძელდა, მართლა ვიმოძრავებთ თბილისის გუბერნიისთვის, ოღონდ ერთი ფაქტორი მაინც ვერ  გაითვალისწინეს - ქართული საზოგადოება! თქვენ ვერ გაგითვალისწინეს ჩემო მეგობრებო!. ხშირად ამბობენ, რომ ქუთაისში წაიღეს პარლამენტი, იმიტომ, რომ თბილისში  მიტინგების ეშინიათო... მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციას მიტინგების არ ეშინია. თბილისი არის ჩემი პოლიტიკური კარიერის დასაწყისი და საფუძველი. აქ ვიყავი მე საკრებულოს თავმჯდომარე, აქედან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობა“ და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინების ერთ-ერთი წერტილი იქნება სწორედ თბილისი! მაგრამ დღეს  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა არის სწორი საქართველოს განვითარებისთვის. რა არის სწორი თბილისისთვის...

თბილისი  მაშინ იქნება ძლიერი როდესაც თავკომბალა კი არა, არამედ , საქართველოს ძლიერი დედაქალაქი იქნება... და არა ჩამოშლილი, ჩამკვდარი, გაუბედურებული და  უიმედო...

 აი ამბობენ, რომ განათლების ცენტრად უნდა ვაქციოთ ქუთაისი... განათლების ცენტრი არის სტრასბურგი, იმიტომ რომ იქ არის ევროპარლამენტი. სადაც ფუნქციაა,იქ არის განათლებაც.

ძალიან განათლებული ხალხია ქუთაისში, მაგრამ  ეს ბუნებრივი ბაზაა  რის განვითარებასაც  ეკონომიკურ-სოციალური პროექტების განხორციელება სჭირდება .

ამ ვითარებაში კი სწორედ ამ ტენდენციების გაქრობის საშიშროება

გაჩნდა.  ახლა ავტობანი აუქცევს გვერდს ქუთაისს და სხვა პროექტებიც შეჩერდება, რეალურად ქალაქის ხელახალი სიკვდილი დაიწყება  პარლემენტის გარეშე.

დღევანდელ პირობებში, პარლამენტი რომც შენარჩუნდეს , სანამ იარსებებს კითხვა იმის შესახებ,“ მაინც ხომ არ გადაიტანენ? განვითარების ტემპი მაინც შეჩერდება.

მაგრამ თუ გადაიტანეს , ყველაფერი მოკვდება. მათ შორის იმედიც“. ეს კითხვის ნიშანი, რომ არ იყოს ,  დღეს ყველაზე სწრაფი განვითარების ტემპი იქნებოდა რაც კი ოდესმე საქართველოს რომელიმე ქალაქში ყოფილა. მაგრამ ასე არ მოხდა! მინდა გთხოვოთ თქვენი ერთადგომა , ქუთაისელები ძალიან მაგარი ხალხი ხართ, მაგრამ მხოლოდ ამაში არ არის საქმე. ყველა დანარჩენებმა, ბაღდათელებმა, წყალტუბოელებმა, ხონელებმა, სამტრედიელებმა, უნდა დაინახონ მნიშვნელობა, თუ რატომ არის აუცილებელი ამ პარლამენტის იქ ყოფნა და პოლიტიკური ცენტრის ქუთაისში დარჩენა.  

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)