Google+

სიახლეები

12.02.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი  ვლადიმერ მაკეი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის შეხვდა, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში ესტუმრა. შეხვედრისას, ვლადიმერ მაკეიმ მიხეილ სააკაშვილს ბელარუსის პრეზიდენტის სახელით, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველომ ბელორუსისთვის გაწია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, კერძოდ, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. საუბრის მთავარი თემა ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)