Google+

სიახლეები

02.11.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

მოგესალმებით!

მე მინდა ყველა სამინისტრომ და ადგილობრივმა მმართველობამ ბიუროკრატიული პროცედურების კუთხით თავის საქმიანობას გადახედოს იმ სფეროებში, რომელიც მოქალაქეებთან თქვენს ურთიერთქმედებას ეხება.

ჩვენ მთავრობასა და ძირითად სტრუქტურებში შეთანხმებული მუშაობა მოვახერხეთ,მაგრამ ვფიქრობ, რომ მოქალაქეებთან შეხების კუთხით პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს.

არცერთი მინისტრი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. არ ვსაუბრობ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც მოქალაქეების ზარებს გამუდმებით პასუხობს, მან იცის კის თქმაც და არას თქმაც. თქვენ იმის შიშით, რომ არ იცით რა თქვათ, სატელეფონო ზარებს არ პასუხობთ.

ეს არ არის ჭორი, საკმარისია მე უცხო ნომრიდან დავრეკო თქვენთან, არცერთი თქვენგანი, კახა ბენდუქიძის გარდა, სატელეფონო ზარს არ პასუხობს, ჭიპაშვილი არასოდეს არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. თქვენ არ ხართ იმპერატორები, თვენ პატარა ქვეყნის, პატარა სამინისტროების მინისტრები ხართ,თქვენ უნდა იყოთ ხალხში და მოქალაქების პასუხი გასცეთ.

გიგი უგულავამ სამსახურში მეტროთი დაიწყო სიარული, რასაც მე მივესალმები.

ჩვენ გვინახავს ქალაქის მერები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დაცვისა და მანქანების გარეშე საზოგადოებაში არ ჩნდებოდნენ.

მოვუწოდებ ყველა სამინისტროს ხელმძღვანელს საზოგადოებასთან მუდმივად იყოს ურთიერთქმედებაში. შეგეძლოთ დასტურისა მიცემა, უარის თქმა, მაგრამ საზოგადოებასთან იყოს სრული ურთიერქმედება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხალხი ადგილობრივ ბიუროკრატიასთან ურთიერთქმედებით გაწამებულია.

ყოველი ნებართთვის აღება ეს არის დიდი და რთული პროცედურის გავლა.

ცოტა ხნის წინ ლუდსახარში ნატახტარში ჩვენმა პარლამენტის წევრმა გახსხა, სანამ პრემიერ-მინისტრმა არ დარეკა სამჯერ, წყალი და დენი არ ჩაურთეს. წარმოიდგინეთ მეწარმე, რომელიც არ არის პარლამენტის წევრი, არ იცნობს ზურაბ ნოღაიდელს, ის არის დაუცველი და გაუბედურებული.

უკვე აღარ არიან ჩინოკნიკები, რომლებიც ფულს იღებენ, მაგრამ აღარ არიან მოხელეებიც, რომლებიც გადაწვეტილებას იღებენ.

ზის შეშინებული ბიუროკრატი, რომელიც აღარ იღებს ფულს, მგრამ სასარგებლოსაც არაფერს აკეთებს, ეს რეალობაა.

ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ დაშინებულ, უმოქმედო ბიუროკრატიას. ქრთამი ისჯება, ინიციატივა - არა. ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს.

მეორე საკითხი ბიუროკრატიული პროცედურებს ეხება. საგარეო საქმეთა სამინისტროში საბუთის გაცემას. საკონსულოში ისეთივე რიგია, როგორიც ეს 90-იან წლებში იყო, ხალხი უამინდობაში დგას, არავის ეს არ აინტერესებს.

იუსტიციის სამინისტროში კარგი რეფორმები ტარდება , მაგრამ თელავში პასპორტის აღების დროს ძალიან გაწვალდები. არის თუ არა რევოლუცია მომხდარი ამ სფეროში, რისთვის მოხდა რევოლუცია, თუ რომელიღაცა სოფლის მოსახლე გაწვალდება პასპორტის აღებისას.

ჩვენ ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეს ხალხი ჩვენი ამომრჩეველია, მათ მოგვიყვანეს ჩვენ, მანამ ვინმე ზის თბილ კაბინეტებში, ეს ხალხი ელემენტარული დახმარების მისაღებად არ უნდა წვალობდეს.

ეს ეხება ყველა სფეროს, აღარ ვსაუბრობ ობიქტების გაყიდვაზე. პატარა ოქიექტის გაყიდვისათვისაც დიდი ბიუროკრატიული პროცესებია გასავლელი. ადამიანს ურჩევნია ორმოცდაათჯერ მივიდეს ბაზარში და იქ იყიდოს, ვიდრე სახელმწიფოსაგან, იმიტომ რომ სახელმწიფო უმოქმედო ორგანიზაციაა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ თავზე არ შეუძლია.

პატარა მაღაზიის გაყიდვაც კი დიდი სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს უსაშველო პროცედურაა.

ჩვენ ჩვენი ხალხის მომსახურება უნდა ვისწავლოთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ხალხისათვის შექმნილი მთავრობა და არა მხოლოდ ტელევიზიიდან მოსაუბრე მთავრობა.

თქვენი საქმიანობა იზომება ადამიანით,რომელიც მივა სახელმწიფო სამსახურში და მიიღებს ნებართვას, გახსნის ბიზნესს, იყიდის ობიექტს, გაივლის საბაჟო პროცედურებს, აიღებს პასპორტს მაშინ ვიტყვით, რომ მთავრობა კარგია. თუ ხალხს ამას ტელევიზორიდან მოუყვებით და შეუქმნით პრობლემებს, ამას არავინ არ დაიჯერებს.

ამიტომ მე გთხოვთ, რომ ნურავის ნუ დაემალებით კაბინეტებში, დამალული მინისტრი გაძევებული იქნება კაბინეტიდან.

ჩვენ მუდმივადა უნდა ვუსმინოთ ხალხს, ეს ჩვენი მმართველობის და რევოლუციის ლოზუნგია.

გთხოვთ ამ მიმართულებით გამოვფხიზლდეთ და გამოიტანოთ დასკვნები.

ჩვენ სიტუაცია მონიტორინგზე გვაქვს, წერილებს მუდმივად ვიღებთ და ვიცით რა ხდება.

ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მერიაში მშენებლობებზე ნებართვები დროულად და კარგად გაიცეს. ბევრი სხვა სფეროა, სადაც პრობლემები არსებობს.

მე ვავაველბ პრემიერ-მინისტრს ამ სფეროში სიტუაცია აიყვანოს კონტროლზე და წლის ბოლომდე პროცედურების გამარტივება დასრულდეს.

მოხელეების საქმიანობა ხალხის კმაყოფილებით თუ უკმაყოფილებით უნდა შეფასდეს. ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ როცა ყველა უკმაყოფილოა, ეს კონკრეტული მოხელის საქმიანობაზე მიგვითითებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)