Google+

სიახლეები

08.03.2013
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ დღეს განცხადება გააკეთა და ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებს გამოეხმაურა, რომლებიც ორგანიზაციამ კანონმდებლებს „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მისცა.

„მივესალმებით, რომ ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის საქმიანობაში ჩაურევლობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ამ პოზიციას და არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას  დააშორებს ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)