Google+

სიახლეები

31.08.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სარაგეჯოში ბიზნესმენებს შეხვდა

მოგესალმებით!

მადლობა იმისათვის, რომ დრო გამონახეთ.

ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს იმას, რომ ვიფიქროთ, თუ რა უნდა გააკეთოს თქვენთვის სახელმწიფომ და რა უნდა გააკეთოთ თქვენ თქვენი ხალხისათვის, თქვენი ბიზნესისათვის, თქვენი წარმატებისათვის, საქართველოს მომავალისათვის, თითოეული ქართველის კეთილდღეობისათვის.

მინდა დავიწყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემით.

პირველი სექტემბრიდან ახალი საბაჟო კოდექსი ძალაში შედის, რომლის თანახმად, საბაჟო გადასახადები შემოტანილი პროდუქციის აბსოლუტურ უმეტესობაზე უქმდება, გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმეტესობისა და გარდა იმ პროდუქციისა, რომლის წარმოებაც საქართველოში შეიძლება.

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ საბაჟო გადასახადების გარეშე ახალი მანქანა-დაგანდგარების შემოტანა შეგეძლებათ.

ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული თქვენგანი დამამცირებელ პროცედურებს აიცილებს - დუკუმენტების შევსებას, გარკვეულ შეფერხებებს.

ეს მართლაც ჩვენი პარლამენტისა და მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწვეტილებაა.

ვფიქრობ, საქართველოში თქვენი ბიზნესის განვითარებას ეს ხელს შეუწყობს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ახალი, კარგი მაჩვენებელი გვაქვს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, მსოფლიოს ფინანსურმა კორპორაციამ ბიზნესის კეთების სიადვილის კუთხით, მსოფლიოს ორას ქვეყანას შორის, საქართველო 137-ე ადგილზე დაასახელა.

ჩვენზე უკან იყვნენ კორუმპირებული ქვეყნები.

შარშან ჩვენ გადმოვედით მეასე პოზიციაზე, რაც სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

წელს, საქართველო 37-ე ადგილზე გადმოვიდა, მსოფლიოში ორი წლის განმავლობაში ასეთი ნახტომი არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია.

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, კორუფციასთან ყველაზე ეფექტური ბრძოლის კუთხით, საქართველო ევროპისა და აზიის ქვეყნებში პირველ ადგილზეა.

ეს არ არის ჩვეულებრივი ციფრი.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, ეს რეფორმატორთა ჯგუფის მუშაობის შედეგია, რომელსაც გაფართოება და ინსტიტუციონალიზება ჭირდება.

რამდენიმე დღეში სინგაპურში მსოფლიო დონის კონფერენცია გაიმართება, სადაც საქართველო მსოფლიოს მაშტაბით, ნომერ პირველ რეფორმატორულ ქვეყნად დასახელდება. ეს ყველაფერი სააკაშვილის ტრაბახი არ არის. საქართველო ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანაა, მე კარგად ვიცი რა გაჭირვებაა და როგორ ახერხებს ხალხი ყოველივე ამის გადატანას, რამდენი მშიერი ადამიანია საქართველოში, ამიტომ არანაირი ტრაბახის საფუძველი არ არის. ეს იმედის, პერსპექტივის და მომავლის საფუძველია.

ჩვენ უიმედობიდან, გაჭირვებიდან მოვდივართ, თუმცა მოძრაობის წესებით პირველ ადგილზე ვართ.

ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმას, რაც სხვა ქვეყნებმა ათწლეულები მოანდომეს, ჩვენ გაცილებით ცოტა ადრე უნდა მოვაგვაროთ.

ამ ყველაფრის ფონზე მინდა შევეხო მთავარ თემას - საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან ძნელი და საშიში იყო, პატიოსანი ბიზნესმენი შეშინებული იყო. ფულს შოულობდა ის, ვინც მას აშინებდა. დღეს ყველაზე კარგი სახლები წავკისსა და კოჯორში ყოფილ საბაჟოს ხელმძღვანელს, ყოფილ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საგადასახადოს ინფპექტორებს და ყოფილ მინისტრებს აქვთ. შემშინებლის როლში იყო მთელი სახელმწიფო და კრიმინალური სამყარო.

კრიმინალები საქართველოს ბიზნესს ატერორებდნენ და ამაში მათ ხელს უწყობდნენ პროკურორები, მილიციის უფროსები, პრეზიდენტი და მისი ოჯახი.

ჩვენ ამ კრიმინალს გადამწყვეტი ბრძოლა გამოვუცხადეთ. დღეს მე დავაჯილდოვე ფოთის მილიციის უფროსი. ეს ახალგაზრდა ფოთში თვითონ წავიდა ოპერაციაზე, კანონიერმა ქურდმა მას ცეცხლი გაუხსნა, ორი ტყვია ესროლა, თუმცა მან კანონიერი ქურდის ლიკვიდაცია მოახერხა. ის მართლა გმირია, რადგან პოლიციის უფროსები ოპერაციაზე როგორც წესი არ დადიან. გაჩნდა ისეთი ხალხი, ვისაც აქვს ეს იდეალიზმი - შეებრძოლოს კრიმინალურ სამყაროს. ეს სამყარო ყველას აშინებდა.

დღეს ჩვენ ყველამ ერთად საქართველო მივიყვანეთ იმ ეტაპამდე, რომ თქვენ კორუმპირებული ჩინოვნიკების აღარ გეშინოდეთ, პირიქით მათ უნდა ეშინოდეთ თქვენი, იმიტომ, რომ ბინესმენების მხრიდან ინფორმაციის საფუძველზე უამრავი მათგანი დავაკავეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოძალვის ფაქტებს წინააღმდეგობა შეხვდება. თქვენ აღარ გეშინაით მაკონტროლებლების და ქურდების. რა თქმა უნდა, ამ კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ გვჭირდება უკეთესი სასამართლოს სისტემის შექმნა. ვაპირებთ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანოთ მოსამართლეები, მათ სახელმწიფომ გადაუხადოს ფული და ქართველ მოსამართლეებთან ერთად დავა საწარმოსა და თქვენს შორის გაარკვიონ.

ჩვენ გვინდა საგადასახადო ორგანოებთან თქვენი დეკრიმინალრიზაცია მოვახდინოთ. ბიზნესთან ურთიერთობა არ უნდა მოხდეს შავნიღბიანების მეშვეობით, უნდა იყოს ცივილიზებული გარემო. საგადასახადო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკეთებთ ბაზრებზე გასასვლელად.

დღეს, როცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სახელმწიფო არ იყოს თვენი შემშინებელი, თუმცა ეს სამწუხაროდ ჩვენ მეზობლის, რუსეთის პოლიტიკური სურვილია.

რუსეთს აქვს საქართველოში მტკიცედ გამოხატული პოლიტიკა.

მინდა დავიჯერო, რომ ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობის, მხოლოდ რაღაც ნაწილის პოლიტიკა. ნათელია, რომ მათი სურვილია, არ მისცენ საქართველოს წელში გამართვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისსაშუალება, მათი სურვილია აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს არასოდეს დაუბრუნდეს. თუ საქართველო წარმატებული იქნება, ეს ნიშნავს იმ ხალხის მსოფმხედველობის რყევას, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს.

რუსეთის პოლიტიკა ნათელია - საქართველოში მთავრობის შეცვლა რაც შეიძლება ჩქარა მოახდინოს. ამას სწრაფად ანხორციელებს. მათი სურვილია საქართველო მოახჩონ, რათა ქართველმა ხალხმა ირწმუნოს, რომ თავისუფლებისათვის ბძოლას აზრი არ აქვს, ისევ დააჩოქონ ქართველი ხალხი, გადააგდონ მთავრობა, თან სანაცვლოდ არაფერი დაგვპირდნენ. ჩვენი ქვეყანა აფხაზეთს და ცხინვალს ვერასოდეს ვერ მიღებს, ყველა სხვა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გვეხმარება, მხოლოდ რუსეთი გვეუბნება, რომ დავივიწყოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთმა ლარსისი საბაჟო გადაკეტა, მათ არა მართტო ჩვენ გადაგკიკეტეს საბაჟო, არამედ მეზობელ სომხეთსაც მოთხოვეს თავიანთი გეგმების განხორციელება საქართველოს მიმართ. რუსეთმა ჩვენ გადაგვიკეტა ღვინის და პროდუქტების ბაზარი, აქ სიტუაცია არის კონკრეტული, რუსეთის სატელიტური პარტიები, რომლებიც გამოდიან და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კახელ გლეხებს ბაზარი ჩაუკეტა, საქართველოს ხელისუფლება ყაზბეგის საბაჟოს გახსნის საკითხს ვერ აგვარებს, ისინი რუსეთის წარმომადგენლები არიან. მე ჩემი წინამორბედივით არ ვსაუბრობ კრემლისა და სუკის აგენტებზე. ამ პარტიების სურვილია, ქართველებმა იწუწუნონ იმის თაობაზე, რომ ამ მთავრობის გამო ბაზარი ჩაიკეტა, ამ მთავრობის გამო საზღვარი ჩაიკეტა. ეს ხალხი რუსეთის მთავარი მოკავშირეები არიან, ასევე ის საინფორმაციო საშუალებები , რომლებიც ამას ავრცელებენ. გარწმუნებთ, მონობით წარმატებისათვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის და ეკონომიკური წინსვლისათვის არავის მიუღწევია. მხოლოდ თავმოყვარე ქვეყნები, რომლებმაც ეს ყველაფერი რამოდენიმე წლის უკან გადალახეს, წარმატებული ქვეყნები გახდნენ. მე არ მინდა დავასახელო ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის დაკრულზე ცეკვავენ, ისინი კვლავ სიდუხჭირეში რჩებიან.

გამოსავალი მარტივია: როდის გაიხსნება ღვინის ბაზარი რუსეთის მხრიდან? ღიად შემიძლია გითხრათ: ეხლა ჩემს გამოსვლას როგორც წესი რუსეთში თორმეტი ინსტიტუტი იწერს, როგორც კი დარწმუნდებიან იმაში, რომ საქართველო არ დაინგრა, ღვინის ბაზარი გაიხსნება.

რუსეთის პოლიტიკური ელიტა ქართულ ღვინოს სვამდა. პუტინთან ჩემი ვიზიტის დროს, ქართველი ჟურნალისტები რუსმა ჟურნალსიტებმა ქართულ ღვინოზე დაპატიჟეს. რუსებს უყვართ ქართული ღვინო, მაგრამ უფრო მეტადწ უნდათ რომ ჩვენ ცუდად ვიყოთ.

ქართული ღვინო ენატრებათ, მაგრამ ფიქრობენ, მთავარი ეხლა მოვაშოროთ, შემდეგ საქართველოში ჩავიყვანთ იგორს, ან პეტრეს და მერე დავლევთ ქართულ ღვინოს. როცა რუსეთი მიხვდება, რომ ქართულ ღვინოს ალტერნატიული ბაზრები გააჩნია, შემდეგ ღვინის ბაზარს გახსნიან.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთვის ღვინო დიდი პრობლემაა, თქვენ რა გგონიათ, რუსეთს რომ ჩვენ ღვინოზე ველაპარაკოთ, ამის მერე ბაზარს გაგვიხსნიან? არა იფიქრებენ, რომ სწორ გზაზე ვდგევართ. ჩვენი საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მათ მტაცებლის ინსტიქტი აქვთ, სისხლი თუ იყნოსეს, ბოლომდე შეგჭამენ. თუ იყნოსეს, რომ მაგარი ხარ, ყველა მტაცებელი უკან იხევს. ეს მტაცებლის ინსტიქტია, მას სინდისი არ აქვს. ჩვენ ამოცანაა, ყოველგვარი ექსესების, კრიტიკის და ლანძღვა-გინების გარეშე ჩვენ ჩვენს საქმე მაინც გავაკეთოთ.

ჩვენ წელს ყველა ქვეყანაში, რუსეთის გარდა ექსპორტის 50 პროცენტით მექანიკური ზრდა გვაქვს. მომავალ წელს თუ ჩვენ მივაღწევთ ამის გაორმაგებას, ისევ 2005 წლის მონაცემებზე გავალთ, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ აბსოლუტური რეკორდი იყო.

თუ ჩვენ წელს ამ პრობლემებს გადავიტანთ, თუ ჩვენ მათ ჩვენს პრობლემებს არ დავანახებთ, მათზე გავიმარჯვებთ. მინდა გლეხებს ვუთხრა, მათ გათვლილი ჰქონდათ საქართველოს სრული კატასტროფა. პირველ რიგში მათ თავის მწარმოებლებს დაარტყეს, ისინი აწარმოებდნენ გაყალბებულ ღვინოს და საქართველოს სახელით ფულს შოულობდნენ.

ჩვენ რეალურად მომავალ წელს კარგი მუშაობით შევძლებთ ევროპაში, შუა აზიის ბაზრებზე და ამერიკის ბაზრებზე იმდენის გაყიდვას, რამდენსაც შარშან რუსეთში ვყიდდით.

წელს ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ყურძენი ჩაბარდეს, ვენახები არ გაიჩეხოს და ახალი ვენახებიც ჩაიყაროს.

მიხარია, რომ ახალი საწარმოები იქმნება, ქინძმარაულში 8 მილიონიანი ინვესტიციით ახალი საწარმო შეიქმნა, ახმეტაში 12 მილიონიანი ინვესტიციით შენდება საწარმო.

ორივე ქარხნის ბიზნეს-გეგმები ევროპაზე ორიენტირებულია და არა რუსეთზე.

მიხარია, რომ „თელიანმა ველმა" და „თელავის ღვინის მარანმა" ძალიან აქტიურად იმუშავა. მართალია, პატარა საწარმოებია, მაგრამ ძალიან კარგ ღვინოს აწარმოებენ. რუსეთის ემბარგოს შემდეგ ღვინის ხარისხი ძალიან გაუმჯობესდა. მთავარია, რომ მათ ჩვენი წუწუნი არ გაიგონ.

ჩვენს ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ სინდისი, ისე გააშუქონ რთველი, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება იმისა, რომ მათ მიზანს მიაღწიეს. თუ დაინახავენ, რომ ჩვენ არ გვეშინია, როგორც ესტონეთი და ლიტვა გავიდნენ ისევ ბაზარზე, ჩვენც ასევე გავალთ. თუ დაინახეს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპაშიც იყიდება, ჩვენ ევროკავშირთან ბოლო ეტაპზე ვართ, რათა ჩვენი პროდუქციის სრული შეშვება იყოს. თუ დაინახეს, რომ ვამუშავებთ ჩვენს პროდუქციას ისე, როგორც გურჯაანში ღვინის გადამამუშავებელ ქარხანაში, ქობულეთში ციტრუსების გადამამუშავებელ ქარხანაში. სამეგრელოში იხსნება თხილის გადამამუშავებელი ქარხანა. ადრე მანდარინა იაფად მივყიდდით რუსეთს, დღეს ეს მანდარინი ლამაზად ფასოვდება, პარაფინს გადის და გაგვაქვს პოლონეთში, უკრაინაში რუმინეთში. ჩვენ რასაც ვაწარმოებთ მსოფლიოში მისი გაყიდვა ყველგან შეილება თუ ამას დაინახავენ, ჩვენთვის რუსეთის ბაზარიც გაიხსნება, მაგრამ მაშინ ჩვენ უფრო გამობრძმედილები და უფრო მოქნილები ვიქნებით. მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა 10 პროცენტზე მეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ნავთობი, მათი მაჩვენებელი 6 პროცენტია. მათივე ეკონომისტების დათვლით, რუსეთს რომ ნავთობი არ ჰქონდეს მათი ეკონომიკის ზრდა 6 პროცენტი იქნება. ეს არის განსხვავება თავისუფალ, არაკორუმპირებულ, დემოკრატიულ ქვეყანას შორის და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც შიდა სტრუქტურული პრობლემები აქვს. ჩვენ გვინდა პოლიტიკური დიალოგი იმ თემებზე, რომელიც სამართლიანია და არა ღარიბი ნათესავის პოზიცია. ქართველებს ეს პოზა არ უხდებათ. ჩვენ ვართ თავმოყვარე, ძლიერი, წელში გამართული ერი.

ჩვენ თვენი პარტნიორობის და გაგების დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. მე მინდა გთხოვოთ თქვენ - ეს არის პატრიოტული მოვალეობა, აიყვანეთ სტაჟირებაზე ხალხი. ჩვენ ამ ხალხს სამი თვის სტიპენდიას 450 ლარს მივცემთ. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი საქართველოში, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. ჩვენ ვახდენთ ამ ხალხის გადამზადებას ამერიკულ სკოლებში, მათ სტაჟირება თქვენთან უნდა გაიარონ სხვადასხვა სფეროებში. ჩვენთან არის ხალხი, რომელიც არა მხოლოდ უმუშევარია, არამედ არც ეძებს სამსახურს. იქნება მათაც სცადონ თავის თავი. ჩვენ უფრო მაღალკვალიფიცირებულ ხალხსაც მოვამზადებთ. მთავარია, რომ ხალხს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდეს. თქვენ გჭირდებათ შრომითი რესურსები. თავისუფლების პირობებში თქვენ აუცილებლად გაფართოვდებით. ქართველი ინინრები გავლენ სხვა მეზობელ ქვეყნებში და იქ შევიტანთ ჩვენს ტექნოლოგიებს და ცოდნას. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, ჩვენ ამ მდგომარეობიდან დავიწყეთ, ბათუმის გვირაბის მშენებლობა რომ დავიწეთ, ერთ ადამიანი არ იყო ამ საქმის მცოდნე. დღეს მეტროს მშენებლობაც განახლდა. ჩვენი მეტრომშენის ხალხი მეტროს რუსეთში აშენებს, მეგზევეები რუსეთიდან ჩამოგვყავს, ჩვენი ტექნიკით გზებს სხვაგან აშენებდნენ. დღეს ბევრი ახალი კომპანია ცდილობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ჩემი მოწოდებაა, თქვენ არაფერს არ კარგავთ იმით, რომ აიყვანოთ ადამიანები და სამი თვე დააკვირდეთ თქვენ მაათ და ისინი თავიანთ თავს. სახელმწიფოს გაზრდილი შტატები თქვენი გადასახდელია. ჩვენ დავამატეთ ხალხი არმიას, პოლიციას, საგადასახადოს, საბაჟოს, ყოველი დამატებული ადამიანი არის თქვენი ჯიბიდან გადახდილი ფული. შრომის კოდექსი ძალიან ლიბელარულია.

მინდა გთხოვოთ, დღეს ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. სახელმწიფო რეკეტი დამთავრდა, თუმცა მე დღეს მინდა პირველად და უკანასკნელად განვახორციელო მსუბუქი რეკენტი. თითოეულმა თქვენმა კომპანიამ კახეთში ათი ტონა ყურძენი იყიდოს, გნებავთ ეს ყურძენი თქვენს თანამშრომლებს აჭამეთ, გნებავთ დაწურეთ და დალიეთ, გნებავთ თქვენი კომპანიის სახელის ღვინოები გამოუშვით.

ჩვენს წინააღმდეგ გამოცხადდა ეკონომიკური ომი, იმისათვის, რომ ძირშივე დაგვასუსტონ. ამიტომ ჩვენ ვქმნით სამხედრო შტაბებს, რთველის კოორდინაციას კახეთში ვავალებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნოღაიდელს, სოფლის მეურნეობის მინისტრს სიმონიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს მერაბიშვილს, თავდაცვის მინისტრს ოქრუაშვილს. სახელმწიფო არაფერს არ იბარებს. ჩვენ სამხედრო კომუნიზმს ვერ შემოვიღებთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ კერძო ბანკებს, წლევანდელი რთველი უნდ გადავაგოროთ მინიმალური დანაკარგებით. მტერს მიზნისათვის არ უნდა მივაღწევინოთ. მათ უნდა იგრძნონ, რომ ორგანიზებულ ერთან აქვთ საქმე, როგორც ეს ენერგეტიკის პრობლემის დროს მოხდა. სექტემბერში კრემლის პროპაგანდისტები ელოდებიან ნახონ სიუჟეტები იმის თაობაზე, როგორ კეტავენ გლეხები გზებს, როგორ წუწუნებენ, მათი გულის გასახარებლად, როგორ ლანძღავენ მთავრობას. ამის ნაცვლად მათ უნდა ნახონ, რომ მთელი საქართველო ფოლკლორული ანსამლებთან ახალ ფორმებში, ახალი ინსტრუმენტებით, კახეთიდან ჩამოსულ გლეხებთან ერთად თქვენს და ჩვენს მიერ შეძენილ ყურძენს როგორ დავწურავთ ერთად, ვიმღერებთ და ვიმხიარულებთ ჩვენი მომავლის და ჩვენი შვილების გასახარად. ჩვენი სიამაყის, თავმოყვარეობის და ღირსების უტყუარ დასტურად.

მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)