Google+

სიახლეები

03.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლებული სტუდენტები ღირსების მედლებით დააჯილდოვა

მინდა მოგესალმოთ ყველას!

მივესალმო ივერის, ლევანს და კობას!

ეს ახალგაზრდები დღეს სეპარატისთა ტყვეობიდან დავიხსენით.

მინდა მივესალმო სამ ქართველ პატრიოტს - გუშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭებს და დღეს უკვე კაცებს.

მინდა მივესალმო ამ ახალგაზრდების გამბედაობას, თავდადებას და იმ სიმტკიცეს, რომელიც მათ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უდავოდ გამოიჩინეს.

მათ ბედი ყველას გვაღელვებდა.

გუშინ მე შევხვდი მათ მშობლებს, რადგან ჩვენი გადაწყვეტილება მათი გამოხსნის თაობაზე იყო მტკიცე.

თვითმარქვია სეპარატისტთა ხელისუფლებას ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ავუხსენით, რომ მათ გამოსახსნელად არაფერზე უკან არ დავიხევდით.

მათ ეს ტვინში კარგად ჩავუდეთ.

ყველანაირ უკანონობას და თავხედობას საზღვარი აქვს.

მათ ძალიან შეგვაჩვიეს და დაიგრძელეს ხელები, მოვუწოდებ, რომ ეს წაგრძელებული ხელები დაიმოკლონ.

არანაირი ადმინისტრაციული და მით უმეტეს სხვა სახის საზღვარი, სახელმწიფო საზღვარზე არ გადის.

სახელმწიფო საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის.

ყველანაირი სხვა საზღვრების დადგენა და მით უმეტეს ამ საზღვრების დარღვევისათვის რაიმე სახის პასუხისგება, მშვიდობიანად აზრის გამოთქმისათვის ადამიანების დატერორება, არის გაგრძელება იმ მრავალი დანაშაულის გრძელი ჯაჭვისა, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთში.

მინდა მივესალმო ჩემს ბიჭებს და მსურს კობა რიგვავა, ლევან ღაჭავა და ივერი ყორშია ღირსების მედლებით მათი თავდადებისათვის დავაჯილდოვო.

მსურს მივესალმო ამ ახალგაზრდებს, ასევე მათ ოჯახებს და ათასობით სტუდენტს, რომლებიც გულანთებული უჭერდნენ მხარს და საბოლოოდ მათ გათავისუფლებასაც მიაღწიეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)