Google+

სიახლეები

02.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში შეხვედრებს მართავს

საბერძნეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კოსტას კარამალისს შეხვდა და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საქართველოში ბერძნული ინვესტიციების დაბანდების საკითხები განიხილა. საქართველოს პრეზიდენტს კოსტას კარამალისმა პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ათენის მერს ნიკიტას კაკლამანისს შეხვდა. მათ ყურადღება გაამახვილეს თბილისსა და ათენს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ნიკიტას კაკლამანისმა მიხეილ სააკაშვილი ათენის ღირსების ოქროს მედლით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა ათენის მერი თბილისში დაპატიჟა.

"ათენის ღირსების მედლით დაჯილდოება ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენს ორ ქვეყანას უდიდესი ისტორიული კავშირი აქვს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საბერძნეთის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საქმეში. ბერძენი ხალხი ქართველებს აფხაზეთში ომის დროსაც დაეხმარა. ალმოკიდებული სოხუმიდან სწორედ ბერძნებმა გამოიყვანეს ქართველები. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში მოგიწვიოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოფიციალურ შეხვედრებზე სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებსა და ქართველი სტუდენტებისთვის საბერძნეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის თაობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ბერძენ კოლეგასთან კაროლოს პოპულიასთან, რის შემდეგაც იგი თესალონიკში გაემგზავრა და საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტის დასასრულს მიხეილ სააკაშვილმა ათონის ივერთა მონასტერი მოილოცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)