Google+

სიახლეები

30.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება

1 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. უწინარეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს კაროლოს პოპულიასს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება. ამ შეხვედრების დასრულებისთანავე საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტები ჟურნალისტებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას მოაწყობენ, ხოლო შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტს დიმიტრის სიუფასს და ოპოზიციის ლიდერს ჯორჯ პაპანდრეუს შეხვდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია აკროპოლისისა და ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერება.

2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კოსტას კარამანლისსთან და ათენის მერთან ნიკიტას კაკლამანისსთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის დაჯილდოება ათენის ღირსების ოქროს მედლით.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი და მისი ბერძენი კოლეგა შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ პირისპირ. მიხეილ სააკაშვილი ათონის ივერთა მონასტერსაც მოინახულებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)