Google+

სიახლეები

06.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი 6-8 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვევა. მიხეილ სააკაშვილი მადრიდის კლუბის ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმის მთავარი თემა დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები, ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იქნება.

ფორუმის მუშაობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტარია ჰალონენი, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, მადრიდის კლუბისა და ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის წევრები და 300 ზე მეტი ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)