Google+

სიახლეები

21.07.2008
საქართველოს პრეზიდენტი პეკინის ოლიმპიადის მონაწილეებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო მეოთხედ მონაწილეობს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.

წელს სპორტის ათ სახეობაში 33 ჩვენი სპორტცმენი იასპარეზებს.

ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ყველა გუნდზე, სპორტის რთულ სახეობებზე - ჭიდაობაზე, ძიუდოზე, მაგრამ ასევე ძალოსნობაზე, ტყვიის სროლაზე, საქართველოსთვის ახალ სახეობებზე - წყლის ფრენბურთზე.

თქვენ უნდა გესმოდეთ რამხელა მისია აქვს საქართველოს თითოეულ წარმატებულ წარმომადგენელ ოლიმპიელს.

თითოეული თქვენგანის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში თქვენ გეყოლებათ ათასობით თქვენი საქმის გამგრძელებელი.

როდესაც წინა ოლიმპიადაში გაიმარჯვა ზვიადაურმა, აშენდა ათობით ახალი ძიუდოს დარბაზი, ბევრი ხალხი წავიდა ძალოსნობაში და სხვა სპორტის სახეობებში, სადაც პერსპექტივა გამოჩნდა.

ზუსტად ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების შემთხვევაში თქვენ გამოგიჩნდებათ უმრავი მიმდევარი.

საქართველოს ჭირდება გამარჯვება და წარმატება. საქართველო დიდი მოლოდინით შეჰყურებს თითოეულ თქვენგანს.

ჩვენ ვაპირებთ მკვეთრად გავზარდოთ სპორტის დაფინანსება.

ბევრად მეტი ფული ჩავდოთ სხვადასხვა სპორტის სახეობებში ორივე დონეზე - სპორტის მასობრიობა - მთელ საქართველოში უამრავი სპორტული მოედნის მშენებლობაში.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ათამდე სპორტის სასახლე ავაშენეთ.

როცა მე გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში იყო ორი მოქმედი აუზი, ეხლა არის რამოდენიმე ათეული აშენებული ან დასრულებული. სულ მოქმედებდა რამოდენიმე საჭიდაო დარბაზი, ახლა არის რამდენიმე ასეული, მათ შორის რამოდენიმე საუკეთესო დონის.

იყო კარგი კალათბურთის ცენტრები თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. დღეს კი, საქართველოს 12- 13 ქალაქში.

ეს არის დასაწყისი.

ჩვენ ბევრად მეტს გავაკეთებთ და შეგიწყობთ ხელს.

მე იმედი მაქვს, რომ აქ, თქვენს შორის არის პეკინის ოლიმპიური თამაშების მომავალი ოქროს მედალოსნები.

მე თქვენს ადგილას დავფიქრდებოდი, რადგან საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თოთოეულ ოქროს მედალოსანს საქართველოს სახელმწიფო სახელით გადაეცეს მილიონლარიანი პრემია.

ამიტომ ვინც მიდიხართ კიდევ ერთელ განიხილეთ ეს საეკითხი - მილიონი ზედმეტი არავითვის არ იქნება.

მინდა თქვენ დაბრუნდეთ ოქროს მედლით და მილიონით, რითაც საქართველო გამდიდრდება და გაძლიერდება.

გისურვებთ წარმატებას.

ჩვენ აუცილებლად გიგულშემატკივრებთ.

მომავალ შეხვედრამდე და მომავალ გამარჯვებამდე!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)