Google+

სიახლეები

20.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროკომისარმა ბენიტო ფერერო ვალდნერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

მიხეილ სააკაშვილმა და ბენიტო ფერერო ვალდნერმა ევროკომისარის ერთდღიანი ვიზიტი შეაჯამეს და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის შემოთავაზებები საკმაოდ რეალურია.

მიხეილ სააკაშვილი:

"მოგესალმებით!

დღეს მთელი მსოფლიო მიმართულია ვაშინგტონისკენ, სადაც ბარა კობამას ინაუგურაციის ცერემონია უნდა გაიმართოს. მე იქ მივავლინე სანდრა და ედუარდი. მე კი, ვალდნერთან ერთად პირადად ვმუშაობ ევროპულ მიმართულებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ყველა ის დაპირება, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, შესრულება თანმიმდევრულად დაიწყო.

ეს არის კონკრეტული დახმარება იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ თავიდან აიცილოს ფართომაშტაბიანი კრიზისი.

წელს შესაძლებელი იქნება ვიზების გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის და პრინციპული შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე უახლოეს პერიოდში. ჩვენ თანამშრომლობას აქვს არა უბრალოდ პოლიტიკური და კეთილი განზრახვების მნიშვნელობა, არამედ ეს არის თანამშრომლობა დაფუძნებული საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ოჯახების უკეთესი ეკონომიკური მომავლის შექმნაზე და დაფუძნებული იმაზე, რომ ქართველებმა და საქართველოს მრავალეთნიკურმა მოსახლეობამ იცხოვროს ბევრად უკეთესად. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირების კუთხით იმისათვის, რომ საქართველო აღმოჩნდეს ბევრად უკეთეს პირობებში, მათ შორის ევროპულ ინსტიტუტებთან თავსებადობის მიმართულებით. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ ევროპის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისათვის. ქალბატონი ვალდნერი საქართველოში ხელცარიელი არ ჩამოსულა. ჩვენთვის მთავარია ორი პრიორიტეტი -თავისუფალი ვაჭრობა და ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი შესვლა ევროპაში. აგვისტოს ომმა დაიწყო გეოპოლიტიკის შეცვლა ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისსა და აპრილის თვეში მზად ვიქნებით იმისათვის, რომ შეიქმნას აღმოსავლური პარტნიორობა ევროპისათვის, იმისათვის რომ საქართველო ბევრად უფრო ახლოს მიებას ევროპას, ვიდრე ოდესმე ამაზე შეგვეძლო ოცნებაც კი. ეს ორივე მხარისათვის იქნება სერიოზული დიპლომატიური გამარჯვება. ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მყარი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ წლევანდელი წელი, როგორც არასდროს იქნება საქართველოსთვის ევროპისა და ევროკავშირის წელი. ისევე როგორც, ამიერიდან ყველა წელი საქართველოსთვის უნდა იყოს ევროპული არჩევანის წელი.

ბენიტა ფერერო ვალდნერი: "ჩვენ დავიწყეთ საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხი და ის შესაძლებლობები, რომელიც მომავალში გვინდა, რომ იყოს."


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)