Google+

სიახლეები

23.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა

2008 წელი უკვე ისტორიის კუთვნილებაა-საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განვლილი 12 თვის მიმართ, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს -საზოგადოებაში უამრავი კითხვა დაგროვდა, რომელსაც, ვფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა გასცეს პასუხი.

მოქალაქე: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი გულისტკივილია უმუშევრობა, რომელიც სენივითაა მოდებული მთელ საქართველოში. მართალია, ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაწუხებს, მაგრამ ყველა ოჯახის უმთავრესი საზრუნავი შემოსავალია, რომლის გარეშე თავს ვერ გადავირჩენთ...

მოქალაქე: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რითი დაეხმარებით მცირე მეწარმეებს?

მოქალაქე: სოფლის მეურნეობის მუშაკებს, ფერმერებს ძალიან გვიჭირს. მაინტერესებს, არის თუ არა შეღავათიანი კრედიტები? ჩვენ უნდა შეგვეძლოს მიწის სამუშაოების შესრულება, რათა ჩვენს საქმიანობას აზრი ჰქონდეს.

მოქალქე: მე მარნეულის მკვიდრი ვარ. მსურს მივიღო მცირე კრედიტი ობიექტის ასაშენებლად, რომელიც შემდგომ რამდენიმე ადამიანს დაასაქმებს. ჩემთან ერთად, ამჟამად, ჩემი მოსწავლე მუშაობს, რომელსაც შეშის ღუმელის გაკეთება ვასწავლე. მინდა, რომ ამ საქმეში სხვებიც ჩავრთო. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ.

მოქალაქე: ბორჯომის რაიონში არის დასაქმების პრობლემა, ბევრი ახალგაზრდა უმუშევარია. მათი მუშაობა, ვინც 35 წელს გადასცილდა აღარ შეიძლება. რამდენად მისაღებია ეს? არადა 35 წელს გადაცილებულებს უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვთ. ვფიქრობ, მათი დათხოვნა სამსახურიდან მიზანშეუწონავია. როგორ იქნება ჩვენი საქმე მომავალში, დაგვასაქმებენ თუ არა?

მოქალაქე: მაინტერესებს, რა ელოდება იმ ხალხს აჭარაში, ვინც ბანკიდან სესხი გამოიტანა, მაგრამ იმის გამო, რომ სეზონი ჩავარდა და ბინები ვერ გაქირავდა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. რით დაეხმარება მთავრობა ამ ადამიანებს?

მოქალაქე: მე ვარ სოფელ პირველი სვირის მკვიდრი, ვმუშაობ შპს "ჯორჯია მარგანეცში". ასე თუ ისე, ჩემი სამსახურით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მაინტერესებს, ხომ არ გვემუქრება მე და ჩემს წარმოებას გაჩერება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე? თუ გვექნება საშუალება ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები ჩვენი გამომუშავებული ხელფასით?

მოქალაქე: მაინტერსებს რამდენად შეეხება ეკონომიკური კრიზისი საქრთველოს და აისახება თუ არა ეს მოსახლეობის დასაქმებაზე?

მიხეილ სააკაშვილი: უწინარესად, მოგესალმებით ყველას. ამ ფორმატით, პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის გაცემა, ჩვენთან პირველად ხდება. ჩემი მუშაობა და საქმიანობა არის მუდმივი დიალოგი ჩვენს ხალხთან. მე მუდმივად ვუსმენ ჩვენს მოქალაქეებს. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი უნდა უსმენდეს ხალხს. ეს შეეხება პრეზიდენტს, გამგებლებს, გუბერნატორებს, მინისტრებს, პარლამენტს წევრებს.

ჩვენ უნდა ვუსმენდეთ და ოპერატიულად ვრეაგირებდეთ იმაზე, რაც ხალხს ყველაზე მეტად, უპირველესად სჭირდება. იმედი მაქვს რომ ასეთი შეხვედრები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს. მე მეტ ინფორმაციას მივიღებ ასეთი კონტაქტის შედეგად. თუმცა ჩემთვის ყოველი დღე იწყება ხალხთან ურთიერთობით. ასეთივე დავალება აქვს მთავრობის ყველა წევრს და სახელმწიფო აპარატის ყველა წარმომადგენელს. საქართველო ალყაშია არა მხოლოდ შეიარაღებული ძალის და მტრის, არამედ რეალურად ჩვენი მტერი არის ასევე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ამან რამდენიმე საკითხს, მათ შორის, უპირველესად, საკრედიტო სისტემას მიაყენა დარტყმა. ბევრ ქვეყანაში, საბანკო სისტემა მთლიანად ჩამოიშალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს აღარ შეაქვს აღარ გამოქვს ფული ბანკებში. საბანკო სისტემა გაჭედილია. უკრაინაში, რუსეთში, რამდენიმე სხვა ქვეყანაში საკუთარი ანაბრიდან ფულის გამოსატანად, ზოგჯერ, მისი 20, 30, 60 პროცენტი ქრთამის გადახდა უწევთ. ბანკები აღარ გასცემენ კრედიტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ კრედიტდება მცირე ბიზნესი; ძალიან გაიზარდა პროცენტი; მშენებლობა შეჩერებულია, პრაქტიკულად, ყველგან - მათ შორის, ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარ ქვეყნებში. მაგალითად, ყაზახეთში, სადაც ნავთობის ბუმი იყო და საოცარი მშენებლობები მიმდინარეობდა, მთლიანად გაჩერდა მშენებლობა; ბაქოში, სადაც საკმაოდ დაბალანსებული ბიუჯეტი აქვთ, მშენებლობა გაჩერდა; რუსეთში, სადაც არაჩვეულებრივი პროექტების განხორციელებას გეგმავდნენ (ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენების აშენებას აპირებდნენ), აღარაფერი გამოსდით; მძიმე მდგომარეობაა უკრაინაშიც - კიევის უმეტესი ნაწილი ჩაბნელებულია და ეს ძალზე მძიმე სანახავი იყო ჩემთვის, ადამიანისთვის, რომლისთვისაც კიევი ნამდვილად არ არის უცხო ქალაქი. ეს ერთი სისტემაა.

მეორე - საწარმოების მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე, მთელ მსოფლიოში შემცირდა მოთხოვნა. მაგალითად, რუსთავის აზოტის პროდუქციაზე რამდენჯერმე დაეცა ფასი, ფასი დაეცა ზესტაფონის ფეროს პროდუქციაზე, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქციაზე, მაგრამ უკრაინაში მეტალურგიის 80-85 პროცენტი მთლიანად გაჩერდა. რუსეთში მთლიანად გაჩერდა მაგნიტოგორსკი და როგორც მსოფლიო პრესიდან ვიცი, იქ თვითმკვლელობების კატასტროფული რაოდენობაა. ეს არის მსოფლიო კრიზისის მეორე ასპექტი. ამას მოყვება სამუშაო ადგილების დაკარგვა და საზოგადოებების სტურქტურული ჩამოშლა, რადგან ეს მხოლოდ ეკონომიკა არ არის. ეს არის ეკონომიკური საფუძველი იმისა, რაზეც საზოგადოება დგას. ეს გავლენას ახდენს საზოგადოების სოციალურ მდგომარეობასა და სოციალურ სტრუქტურაზე. ჩვენ ეს უკვე რამდენჯერმე გავიარეთ 90-იან წლებში. მართალია, 90-იან წლებში არ იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ საქართველოს 1992-93 წელს მთლიანად ჩამოეშალა სავალუტო სისტემა, გაუფასურდა ყველა ანაბარი, პრაქტიკულად, გაჩერდა მთელი წარმოება და ყველაფერი დაიშალა და გაიტანეს. 1995-94 წლებში თავს დაგვატყდა საშინელი ენერგეტიკული კრიზისი და საქართველოს ტერიტორიის 80-90 პროცენტი ზამთრის უმეტესი დროს საერთოდ არ მარაგდებოდა ელექტროენერგიით. ალბათ, გახსოვთ პურის რიგები, მასშტაბური უმუშევრობა, კრიმინალური ვითარების გაუარესება. 1998 წელს, როდესაც რუსეთის ფინანსურ კრიზისს, საქართველოში მოჰყვა კატასტროფული კრიზისი, ლარის კურსი თითქმის ორჯერ დაეცა, ძალზე მძიმე პროცესები განვითარდა ეკონომიკის სფეროში და სიღარიბის დონე საზოგადოებაში 58 პროცენტამდე გაიზარდა.

დასახელებულ წლებში არ იყო მსოფლიო კრიზისი, მაგრამ ჩვენ რამდენჯერმე აღმოვჩნდით უმძიმეს კრიზისულ პირობებში. დღეს მსოფლიო კრიზისის პირობებში, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ნეგატიური გავლენა, ჯერჯერობით, მინიმალურია. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, შედარებითია. ჩვენთან იკარგება სამუშაო ადგილები, ჩერდება ბევრი საწარმო, პრობლემები იქმნება ექსპორტთან დაკავშირებით და საშინელი პრობლემებია შექმნილი საწარმოების დაკრედიტებასთან დაკავშირებით. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ხალხი კითხვებს სწორედ კრედიტებთან დაკავშირებით სვამს. ადამიანებს უნდათ შრომა, აქვთ ამის ბუნებრივი მოთხოვნილება, მით უმეტეს, რომ წინა წლებში შეიქმნა ამის საშუალება. ხალხმა აიღო კრედიტები არა მხოლოდ ბიზნესის საწარმოებლად, არამედ მანქანებისთვის, ბინებისთვის და ეს სისტემა ჩამოიშალა - ახლადშექმნილი საკრედიტო სისტემა პრაქტიკულად გაჩერდა. თუმცა საქართველოში ერთი რამ მაინც დადებითია - საბანკო სისტემა შენარჩუნდა, ის არის სტაბილური, ფუნქციონირებს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს განვითარებულ ეკონომიკებში და ძალზე დიდი განსხვავებაა უკრაინისა და რუსეთის ბანკებს შორის. ეს არის ჩვენი პირველი მონაპოვარი და რეგულირების შედეგი. ალბათ გახსოვთ 1993 წელს დვალიშვილის მიერ გაცემული საბანკო კრედიტები... ამ ადამიანმა შემდეგ თავი მოიკლა ან მოკლეს შსს-ს დერეფანში. მაშინ ცენტრალურმა ბანკმა ჩვენ მოქალაქეებს ჯიბიდან ამოაცალა დანაზოგები, რადგან ქრთამს იღებდნენ და ლიბერალურ კრედიტებს გასცემდნენ. ახლა მსგავსი არაფერი არ ხდება. საქართველოში ფინანსური სისტემა სტაბილურია. რუსეთში ბოლო კვირის განმავლობაში რუბლის გამყარებაზე 33 მილიარდი დაიხარჯა, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში - 150 მილიარდ დოლარზე მეტი. უკრაინაში ვალუტა გაუფასურდა ორჯერ. რუსეთში ვალუტა გაუფასურდა 30 პროცენტით. მართალია, საქართველოში კურსის გარკვეული ცვლა მოხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს გარშემო მყოფი ყველა ქვეყანა შევიდა სავალუტო ჩიხში, საქართველოში ვალუტა ბოლო თვის, თვენახევრის განმავლობაში არის ძალიან მყარი, რაც რუსეთისა და უკრაინისგან განსხვავებით, სავალუტო ბირჟაზე ყოველდღე დასტურდება. ყველა პირობაა შექმნილი, რომ გაზაფხულიდან ისევ დაიწყოს ფულის გასესხება. ამას გარდა, რუსეთში საბიუჯეტო დავალიანებები მთელ რიგ რეგიონებში 30 პროცენტს აღწევს, უკრაინაში - 20-25 პროცენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ვეღარ იღებს პენსიას, მუშები და პედაგოგები ვერ იღებენ ხელფასს, სოციალური ვალდებულებები ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით და საავადმყოფოების მიმართ მთლიანად გაუქმდა. საქართველოში ომის დროსაც კი, პენსიები და ხელფასები გაიცემოდა წუთობრივად და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი საბიუჯეტო დავალიანება ჩვენ არ გვქონია და მწამს, რომ არც წარმოიქმნება. ეს იმას ნიშნავს, რომ საბიუჯეტო სისტემა მყარია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

ზაალ უდუმაშვილი: ბატონო პრეზიდენტო, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ძალიან ბევრი კითხვა იყო კრედიტებთან დაკავშირებით. როდიდან შეძლება ქართული საბანკო სისტემა მეწარმეებს კრედიტებით დაეხმაროს? ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი ბანკების დასახმარებლად. როდის მიიღებენ ბანკები ამ დახმარებას, რათა შემდეგ ეს მოსახლეობაზე აისახოს?

მიხეილ სააკაშვილი: სავალუტო ფონდმა გამოყო ფული ჩვენი ბანკების დასახმარებლად. ასევე თანხა გამოყო ევროპული განვითარების ბანკმა, ოპიკმა, (ამერიკული სადაზღვევო სისტემა). საქართველოს ბანკებს, დაახლოებით, 200-300 მილიონი რესურსი გაუჩდა. ეს არ ნიშნავს, რომ გასესხება ეგრევე დაიწყება. გასესხებას რამდენიმე ფაქტორი სჭირდება. ერთი არის ის, რომ გარკვეულ სექტორებში უნდა გაჩნდეს სტაბილურობა. მაგალითaდ, თუ ბანკი ფულს ჩადებს სამშენებლო სექტორში, მან უნდა იცოდეს, რომ ხვალ ამ სექტორს არ შეექმნება გადაულახავი პრობლემა; მან უნდა იცოდეს, რომ ერთი ბანკი მეორე ბანკს ასესხებს ფულს, მეორე ბანკი იქნება სტაბილური. ამიტომ, ამ შემთხვევაში როგორც არასდროს და ეს არის პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც მოქალაქეებს უჩნდებათ იმასთან დაკავშირებით თუ რას ვაკეთებთ ადამიანთა დასაქმების მხრივ, საჭიროა სახელმწიფოს აქტიურობა. ის, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, კარგია ლიბერალური ეკონომიკისთვის. კრიზისის პირობებში როგორი ღარიბიც არ უნდა იყოს სახელმწიფო, საქართველო კი ყველაზე მდიდარი ქვეყანა არ არის მსოფლიოში, მისი რესურსები უნდა ჩაიდოს კონკრეტული სამეწარმეო პროგრამების შექმნისთვის.

ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელიც შეადგენს 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს. უწინარესად, ჩვენ შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 250 მილიონი ლარი, ბიზნესს საქმეში დავუტოვეთ. ეს თანხა ბიზნესმენმა შეიძლება გამოიყენოს ხელფასების ზრდისთვის და სახელმწიფო სექტორში კი მთელ რიგ მოქალაქეებს, ხელფასები 5 პროცენტით გაეზარდათ. ახლა მილიარდ ლარს ვდებთ სახელმწიფო ტენდერებში, რათა საქართველოში აშენდეს გზები, არხები, სკოლები, საავადმყოფოები და ფული ჩაიდოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რატომ იდება ფული ამ სექტორში? ჯერ ერთი, ეს ფული არის უცხოური დახმარების დიდი ნაწილი. იყო ორი გამოსავალი, ან დღესვე შეგვეჭამა ეს თანხა და არაფერი დაგვრჩებოდა, ან ჩაგვედო ისეთ რამეში, რაც გრძელვადიანად აცოცხლებდა ჩვენს ეკონომიკას. როდეასც ვამბობთ, რომ კონფლიქტების შედეგად დაზარალებული დევნილებისთვის შენდება სახლები ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული სამშენებლო ფირმა იღებს კონკრეტულ შემოსავალს, ე.ი. ის ხდება გადახდისუნარიანი. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ის ერთ ობიექტს აშენებს სახელმწიფოს დაკვეთით და აშენებს მას სახელმწიფოს ფულით, მას შეუძლია მეორე ობიექტის მშენებლობა კერძო სექტორისთვის დაიწყოს. ამ შემთხვევაში მეორე ობიექტის ასაშენებლად ბანკს ფულის მიცემის აღარ შეეშინდება.

ამის გამოცდილება ჩვენ ბათუმის მაგალითზე გვაქვს. ჩვენ წელს ბათუმში ვდებთ 40-50 მილიონ ლარს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე წყალსადენის და კანალიზაციის რეაბილიტაციისთვის, ხოლო კერძო სექტორი, რომელსაც ბიზნესის განვითარების იმედი აქვს, 60-70 მილიონ ლარს დებს.

ლევან ჯავახიშვილი: რამდენად მოხერხდება ადამიანების სამსახურებით უზრუნველყოფა?

მიხეილ სააკაშვილი: ეს ყველაფერი, რათქმა უნდა, შეეხება სამუშაო ადგილებს, რადგან როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გზების მშენებლობაზე, რომელსაც დავიწყებთ დათბობისთანავე, გზების მშენებლობამ შეიძლება შექმნას 30-35 ათასი სამუშაო ადგილი. როდესაც ვლაპარაკობთ სამუშაო ადგილების შექმნაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, მაგალითად, არხების მშენებლობაზე, ისევ სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. არის ბევრი სახელმწიფო პროგრამა, მაგალითად, ძეგლების აღდგენის სახელმწიფო პროგრამა, რომლის წყალობით, წელიწადში 3000 ადამიანი მიიღებს შემოსავალს. ე.ი. როდესაც სახელმწიფო ხარჯავს ფულს, ამას კონკრეტული ადამიანების დასაქმება მოყვება.

სხვათა შორის, თუ დააკვირდით, ბარაკ ობამამ თქვა, რომ უნდა ააშენოს გზები, არხები, ენერგეტიკული ობიექტები, ანუ ფულს დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. საქართველოში ეს უპირველესად არის გასაკეთებელი, რადგან ამერიკას უკვე აქვს ინფრასტრუქტურა. ჩვენ ინფრასტრუქტურა არა გვაქვს და ამაში ჩადებული ფული, იმას გარდა, რომ ასაქმებს ადამიანს, მეგაეფექტს გვაძლევს ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით.

მაგალითისათვის ავიღოთ უზარმაზარი სოფელი რუისი. ამ სოფლამდე 1,2-კილომეტრიანი გზა არის ასაშენებელი, მაგრამ გზის ამ მონაკვეთის აშენების შემდეგ, რუისის სოფლის მეურნეობის პროდუქცია 40-60 პროცენტით გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს.

ხალხი საქმდება გზების დაპროექტებაზე, შემდეგ მშენებლობაზე, ასევე საკრედიტო მომსახურებისას. თბილისში საბანკო სექტორში მოხდა შემცირება და რამდენიმე ათასი კვალიფიციური და მცოდნე ადამიანი უმუშევარი იმის გამო დარჩა, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი შეჩერდა. ეს მართლაც ტრაგედიაა, რადგან მხოლოდ თბილისის ცენტრში, რამდენიმე ათასი კვალიფიციური, უცხო ენებისა და თანამედროვე ბიზნესის მცოდნე ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან. უმუშევარი დარჩა ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით. მართალია, ერთბაშად არ მოხერხდება, მაგრამ ჩვენი პროგრამების შედეგად, იმისათვის, რომ შემოსავალი ხალხს გაუჩნდეს, სხვადასხვა სექტორში გადანაწილდება. ამას ეტაპობრივად განვახორციელებთ.

ვიმეორებ საქმდება როგორც დამპროექტებელი, ისე მშენებელი, სამუშაო გაუჩნდება საკრედიტო სექტორს და დასაქმების მხრივ მივიღებთ კონკრეტულ ეფექტს.

მაგალითად, წყალტუბოს რაიონში არის ბევრი სათბური. კომუნისტების დროს ელექტროენერგია იყო ძალიან იაფი და სათბურებით სარგებლობა ყველას შეეძლო. ძალიან იაფი იყო თვითმფრინავის ბილეთი, რის გამოც წყალტუბოს მწვანილი კოპიტნარის აეროპორტიდან პირდაპირ ხვდებოდა მოსკოვის ბაზრებზე. ეს ასე იყო 90-იან წლებამდე, ახლა კი, ასე აღარ არის - თვითმფრინავის ბილეთი გაძვირდა, შემდეგ გაუქმდა რეისები და აწყობილი სისტემა მხოლოდ ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა. ახლა ჩვენ შეგვყავს გაზი, ენერგეტიკაში იდება ფული და ხდება მთელი საქართველოს (საქართველოს 80 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული), მათ შორის წყალტუბოს გაზიფიკაცია, გაზის ღირებულება პროგნოზირებადია და პრაქტიკულად, არ იცვლება; აქ შევიდა გზა, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათბური იყოს მომგებიანი; აქ ჩნდება დამატებით რამდენიმე ათეული და ზოგ სოფელში რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, დღეს ეკონომიკის სტიმულირების მთავარი გზა სახელმწიფოს მიერ მთელი რესურსების ეკონომიკაში ჩადებაა.

იყო კითხვები სოფლის მეურნეობის დაკრედიტებასთან დაკაშირებით. ჯერჯერობით, 20 მილიონი ლარი გვაქვს საწყისი დაკრედიტებისთვის. ეს არ არის ბევრი, ეს მინიმუმია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პრივატიზაციიდან შემოვა დამატებითი თანხა, მისი უმეტესი ნაწილი წავიდეს მცირე კრედიტების გაცემაზე. ამ 20 მილიონიდან 75 პროცენტი მიდის სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაში. ჩვენ გვქონდა 100 საწარმოს პროექტი, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა ამ პროექტსაც. ამის მიუხედავად, საქართველოში დღეს რამდენიმე ათეული საწარმოა შექმნილი და ფუნქციონირებს. მართლია, მათგან ყველა არ მუშაობს, რამდენიმე გაჩერდა, მაგრამ უმეტესი ნაწილი მაინც მუშაობს.

ბათუმთან დაკავშირებით იყო კითხვა. რუსებმა სწორედ მაშინ დაგვარტყეს, როდესაც აჭარაში პირველი, ნამდვილი ბუმის სეზონი იწყებოდა. ამ სეზონის გახსნას პირადად მე, ჩემს თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად, რამდენიმე წლის განმავლობაში ვამზადებდი.

ქობულეთში საუკეთესო სასტუმრო გახსნა "კოკა-კოლამ", ბათუმშიც იყო, რამდენიმე ახალი სასტუმრო აშენებული. უამრავი ტურისტული ობიექტი გაკეთდა და ტურისტული სეზონი უნდა დაწყებულიყო, რადგან შეკვეთები მთელი მსოფლიოდან იყო. ბათუმის აეროპორტიდან ახალი საერთაშორისო ხაზები გაიხსნა და სწორედ ამ დროს ჩაიშალა ყველაფერი. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში, ხალხს აღებული კრედიტის ნახევარი დავუფარეთ.

ჩვენ გავაგრძელებთ იაფი სესხის გამოყენებას აჭარაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2010-1011 წლისთვის კარგად მოვემზადოთ. წელს ორჯერ დაგრძელდება ბათუმის ბულვარი. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი ახალი საშუალება გაჩნდება კაფეებისთვის, რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, იმ ხალხისთვის ვინც იქ ცხოვრობს. ადრე იქ ჭაობში ჩაფლული გარეუბანი იყო, სადაც არავინ არ მიდიოდა საცხოვრებლად. წელს მთლიანად იცვლება ბათუმის წყალსადენი, ეს შესაძლოა ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად გაგვეკეთებინა, მაგრამ ფული გერმანელების იყო და მათზე ვიყავით დამოკიდებული. ამ სამუშაოების გამო ახლა მთელი ბათუმი გადაითხრება, მაგრამ ზაფხულისთვის ყველაფერი მწყობრში ჩადგება. რამდენიმე ათეულ ობიექტზე მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.

ვახო სანაია: შეკითხვა იყო 35 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანთა დასაქმებაზე.

მიხეილ სააკაშვილი: კარგად მესმის ამ ადამიანის შეკითხვის არსი და მინდა ვთქვა, რომ მსგავსი უკანონობა არავის არ ჩაუდენია. თუკი რომელიმე სახელმწიფო აპარატში ვინმემ მსგავსი რამ დაუშვა, დასასჯელია და თავად არის სამსახურიდან გასაშვები. დღეს საქართველოს როგორც არასდროს, სჭირდება ყველა გამოცდილი, კვალიფიციური, სამუშაო სტაჟის, ინტელექტისა და განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მაგალითად, შარშან კაჭრეთში გაიხსნა ტექნიკური მომზადების სკოლა სოფლის მეურნეობის დარგში. ამ სკოლის დირექტორი არის 60 წელს გადაცილებული ქალბატონი. უნდა ნახოთ როგორ ახალგაზრდული ცეცხლი და ენთუზიაზმი აქვს მას თვალებში. იქვე მუშაობს 70 წელს მიტანებული პროფესორი, ფერმერი მეზობელი სოფლიდან - მაღაროდან, რომელსაც სტაჟორები ჩამოჰყავს სამხრეთ აფრიკიდან, საფრანგეთიდან, რათა მისგან ისწავლონ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოყვანა.

მე ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროებში მინახავს 60-70 წლის სპეციალისტები. მე ვნახე 73 წელს გადაცილებული ინჟინერი, რომელსაც 14 წელია არ უმუშავია ტყიბულში.

ჩვენ ვლაპარაკობთ საწარმოების გადარჩენაზე. ჩვენთან არის ქარხანა "ჰაიდელბერგ ცემენტი", ეს იყო კასპი ცემენტის საწარმო, რომელიც გერმანელება იყიდეს. ამ ქარხნის ყიდვის დროს ჩვენი პირობა იყო არა მარტო ის, რომ ფული გადაეხადათ და თანხა საქართველოს ეკონომიკაში ჩაედოთ, არამედ ისიც, რომ წარმოება ბუნებრივი გაზიდან ტყიბულის ქვანახშირზე გადასულიყო. რომ არა პრივატიზაციის დროს დადებული ეს პირობა, ტყიბული დღეს გაჩერებული იქნებოდა ისევე, როგორც გაჩერდა მაღაროების უმეტესობა უკრაინაში. მარტო ტყიბულში კი არ შეჩერდა წარმოება, არამედ ორი ათასამდე ადამიანი დასაქმდა მაღაროებში. ტყიბული ადრე იყო ქალაქი, რომელშიც ახალგაზრდას ვერ გააჩერებდი. ისინი ან ელიავას ბაზრობის ბირჟაზე მიდიოდნენ, ან ქურდობას მიჰყოფდნენ ხელს თბილისში, კიევში, მოსკოვსა და სხვადასხვა ქალაქებში. იგივე შეეხებოდა საჩხერეს და ჭიათურას. ტყიბული ბოლო წლების განმავლობაში ამუშავდა. მანამდე ტყიბულელებს კანონიერი ქურდი შალიკიანი სისხლს წოვდა და იმდენად უბედურ მდგომარეობაში იყო ხალხი, რომ მათ ის კინაღამ აირჩიეს დეპუტატად. ხალხი მიატოვებული იყო სახელმწიფოსგან, ის კი მამა-მარჩენალივით და არქიფო სეთურივით იყო მათთვის. შალიკიანი და მისნაირი "კანონიერი" ქურდები ჩვენ აქაურობას ჩამოვაშორეთ.

თემურ შაშიაშვილი ამბობდა ქურდები არ მიყვარსო და მათთან ჩახუტებული იყო. ჩვენ კი მათ წყნარად ვუთხარით "აბა ეხლა დაუბერეთ აქედან!"

დღეს ტყიბულში არა მხოლოდ ამუშავდა (თანაც უფრო მეტი დატვირთვით ვიდრე კომუნისტების დროს მუშაობდა) მაღარო, არამედ შენდება სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, რომელიც წელს შევა მწყობრში. ეს კომბინატი იმ ადგილას დგას, სადაც შალიკიანმა ბუტაფორია - რკინის კონსტრუქცია ააშენა. ამის გამო მას ხმა მისცეს. სოფელ მუხურთან გრეიდერით მოასწორა გზა, რის გამოც მას ლექსებს უწერდნენ ბავშვები, გზა, რომელიც წვიმების გამო ზუსტად სამ კვირაში გაფუჭდა. იქ რომ ჩავედი თვალებს არ დავუჯერე. მაშინ ნაციონალური მოძრაობის, ოპოზიციური პარტიის, კანდიდატი ვიყავი. ჩავედი და რას ვხედავ? სკოლის მასწავლებლები ბავშვებს აწერინებენ ლექსებს შალიკიანის ხოტბის შესასხმელად. აი, როგორ იყო წარმოდგენილი იქ სახელმწიფო. დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილია.

ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ ასევე ჭიათურის აღორძინებისთვის.

ზაალ უდუმაშვილი: თუმცა არის საწარმოები, რომლებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. მაგალითად, რუსთავის აზოტის ქარხანა...

ნიკა ავალიანი: ჩვენ ვიმყოფებით აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე. მიმდინარე კრიზისმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ქარხანას, სადაც ათობით ათასი ადამიანია დასაქმებული. მათგან ნაწილი აქ სწორედ იმისთვის შეიკრიბა, რომ საქართველოს პრეზიდენტს დაუსვას კითხვა. სხვათა შორის, აზოტის გარდა, საქართველოს სხვა საექსპორტო სფეროებშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანია დასაქმებული და ვფიქრობ, აქ დასმული კითხვები და მათზე გაცემული პასუხები მნიშვნელოვანი და აქტუალური იქნება მათთვისაც.

მოქალაქე: მსოფლიო კრიზისი აისახა საწარმო აზოტზეც. ჩვენი გამოშვებული 50 ათსი ტონა პროდუქცია საწარმოს ტერიტორიაზე დევს. გაუყიდავი პროდუქციიდან, რა თქმა უნდა, არ შემოდის შემოსავალი. ამის გამო ხელფასების გაცემის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 3 ათასკაციანი კოლექტივი აგრძელებს მუშაობას, მაგრამ 50 ათსი ტონა პროდქუცია, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე დევს, ფაქტობრივად, უპრეცედენტოა, რადგან სხვა წლებში 10 ათასის შემთხვევაც არ გვქონია. ჩვენი პროდუქცია, ძირითადად, საღდებოდა საზღვარგარეთ. დღეს მოთხოვნილება ნულამდეა დასული. მოგახსენებთ, რომ ამ 3 ათასის უკან 15 ათასი კაცი დგას. ხომ არ იგეგმება მთავრობაში, მსგავსი სიდიდისა და მნიშვნელობის საწარმოების დახმარება და ჩვენი კოლექტივის გადასარჩენად რაიმე ღონისძიების განხორციელება?

მოქალაქე: რუსთავი იყო და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა რუსთავის იერსახის მოსაწესრიგებლად და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, მაინც ბევრი საკითხია გადასაჭრელი. რუსთავსა და თბილისს შორის არსებული ტრასა გადატვირთულია. ამის გამო ხდება უამრავი ავტოავარია, რომლებიც უბედური შემთხვევებით მთავრდება. ამას გარდა, დასამთარებელია ქალაქის შიდა გზების მოწესრიგება. ხომ არ გეგმავს მთავრობა რაიმე ღონისძიების განხორციელებას ამ პრობლემების გადასაჭრელად?

მიხეილ სააკაშვილი: უწინარესად, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის პირადი ტკივილია ასეთი დიდი საწარმოების ბედი. რუსთავის აზოტი სრული დატვირთვით დიდი მცდელობის შედეგად ორწელიწადნახევრის წინათ ავამუშავეთ. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი მიღწევა ეკონომიკაში. ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ აზოტის მოდერნიზაციაში ფული ჩადებულიყო, ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ბუნებრივი გაზი დაუბრკოლებლად მიეღოთ რუსეთის სხვადასხვა ხრიკებისა და ემბარგოს მიუხედავად. თავადაც არა ერთხელ ვყოფილვარ აზოტში და გულით გამხარებია ამ საწარმოს წარმატება, თუმცა ისიც ვიცი, რომ თქვენ უმძიმესი შრომა გიწევთ მცირე ანაზღაურების ფასად. ახლა კი ეს მცირე ანაზღაურებაც საფრთხის წინაშე დგას. რაც შეეხება 50 ათას ტონას, დაახლოებით ამდენს უახლოეს კვირებში ვიყიდით, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობას მივაწოდოთ. ამ საქმეში ბიუჯეტიდან ჩავდებთ ფულს და ეს იქნება ჩვენი დახმარება, ერთი მხრივ, აზოტის საწარმოსათვის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის, რადგან თქვენს პროდუქციას შეუძლია უზარმაზარი ეფექტი მოუტანოს ამ დარგს. სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ერთ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე მიიღებს 50 კილოგრამამდე გვარჯილას გაზაფხულის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბევრად მეტი სასოფლო სამეურნეო ფართობი დამუშავდება. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, რომლებიც აწარმოებენ ერთიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, არადა სწორედ სწორედ ესაა ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თავის დაძვრენის რესურსი. თუ ჩვენ გავზრდით სოფლის მეურნეობის წარმადობას, ეს უზარმაზარ შვებას მოგვცემს. როგორ შეიძლება წარმადობა გაიზარდოს? ერთი არის გვარჯილით დახმარება, მეორე - ტრაქტორებით დახმარება. შარშან რამდენიმე ასეული ტრაქტორი და დანადგარი შემოვიტანეთ, ხოლო წელს საამისოდ რამდენიმე ათეული მილიონი იხარჯება და რამდენიმე თვეში ახალი ტრაქტორები შემოვა, მათ შორის, ჩვენი და ასევე იაპონიის მთავრობის ფულით, რომელიც სპეციალურად ამ საქმისათვის გამოიყო. მესამე დახმარება საირიგაციო სისტემებს შეეხება. კომუნისტების დროს საქართველოში თვითდინებითა და ელექტროენერგიით დაახლოებით 340 ათასი ჰექტარი მიწა ირწყვებოდა. ჩვენ სავარგულები გვაქვს დაახლოებით 900 ათას ჰექტარზე. იმ დროს ელექტროენერგიის ფასის სიმცირის გამო ამ მეთოდით მორწყვა შესაძლებელი იყო, დღეს ამას მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაწვდება, რადგან ეს წარმოუდგენელი ფუფუნებაა. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ თვითდინებით სარწყავ სისტემებს, რომელიც საბჭოთადროინდელ მაჩვენებელს მიუახლოვდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ფული იდება ირიგაციაში, გვარჯილაში, ტრაქტორებში, გლეხების კვალიფიციურ დახმარებაში და მსოფლიო ბაზრებში ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციასა და ამ პროდუქციის შესაბამის ბაზრებზე გატანაში. ამას გარდა, ვითარდება ინფრასტრუქტურა - შენდება გზები, სოფლის გზები და ა.შ.

რაც შეეხება რუსთავის გზებს, ქალაქის შიდა გზები წელს მთლიანობაში მოწესრიგდება. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ რუსთავში, მადლობას გიხდით, რომ ეს აღნიშნეთ. რუსთავი უნიკალური ქალაქია, ეს არის ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად განადგურდა და დაზარალდა 90-იანი წლების დროს. რუსთავი არის ქალაქი, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი თითქმის 100 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით, აქ ყველაზე დაბალი იყო კრიმინალის მაჩვენებელი. რუსთავში სხვა ადგილებთან შედარებით, თითქმის არ არის ნარკომანია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს უზარმაზარი ტრადიციების მქონე და სოციალურად შეკრული ქალაქია. ასევე იყო წლის პრობლემა, მართალია, ამ მხრივ, ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. ამ საკითხებზე ალბათ იქნება შეკითხვები და შემდეგ უფრო ვრცლად ვილაპარაკებ.

ლევან ჯაფარიძე: უწინარესად, მსურს დიდი მადლობა მოგახსენოთ, რადგან თქვენი საქმიანობით გვაძლევთ დიდ იმედს, რწმენას და მიგყავართ კარგი მომავლისაკენ. თქვენ წარმოადგენთ ჩემს თაობას, რომელსაც ძალიან რთულ ისტორიულ პერიოდში უხდება ცხოვრება...

რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ გამოცხადებული ტენდერები ჩატარდეს გამჭვირვალედ, გამოირიცხოს კორუფცია და ყველამ შეძლოს მასში მონაწილეობის მიღება?

მიხეილ სააკაშვილი: რაც შეეხება კორუფციას. ვფიქრობ ჩვენი საზოგადოება ხვდება და აღიარებს იმას, რომ საქართველოში კორუფცია თითქმის მინიმუმამდე დავიყვანეთ. იდეალური სისტემა არ არსებობს და ეს არის მუდმივი ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სოსო თოფურიძე, რომელიც ცელიანი სიკვდილივით დაადგება ხოლმე თავზე რომელიმე გამგებელს ან მინისტრის მოადგილეს. ეს სახელმწიფოს ყოველდღიური საზრუნავია. სხვათა შორის, ბოლო გამოკითხვა ოთხი დღის წინათ ვნახე და ჩვენი საზოგადოების მხოლოდ 0,5 პროცენტი ამბობს, რომ პირადად ჰქონდა კორუფციასთან შეხება. მაშინ, როდესაც 4 წლის წინათ ეს მაჩვენებელი 80 პროცენტს შეადგენდა. მოსახლეობის 10-12 პროცენტი ამბობს, რომ კორუფციასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ არის. ამაში სიმართლის გარკვეული მარცვალი ჯერ კიდევ არის. მაგალითად, პოლიციაში რეფორმების განხორციელება და კორუფციის აღმოფხვრა გაგვიადვილდა, სასამართლოში გაგვიჭირდა, საბაჟოზე ძალიან გაგვიჭირდა. გახსოვთ ალბათ, რომ ზურაბ ნოღაიდელის თვალწინ დავითხოვე სამსახურიდან საბაჟოს უფროსი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მივაყოლე, მაგრამ თანდათან საბაჟოზეც დაიძრა ყინული. აუღებელი ციხე-სიმაგრეები იყვნენ მესაზღვრეები. თვდაპირველად გამოვცვალეთ უფროსი, მაგრამ შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მესაზღვრეები პატრულის პოლიციელებით ჩავანაცვლეთ. მესაზღვრეებს შემოღებული ჰქონდათ და პრაქტიკაშიც იყო დანერგილი ასეთი რამ - ყოველდღე სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც კვეთდა ჩვენს საზღვარს, პასპორტში დებდა 20-დან 50 დოლარამდე თანხას. პატრულის თანამშრომლებმა თარჯიმანიც კი მოიწვიეს, რათა მათთვის აეხსნათ, რომ ამის გაკეთება საჭირო არ იყო. ვანო მერაბიშვილი პანიკაში ჩავარდა - თუ ასე გაგრძელდება, ერთი თვეში ყველა გაფუჭდებაო. მისი ინიციატივით, იმ ხალხის დაკავება დაიწყეს, რომელიც მესაზღვრეებს ქრთამს აძლევდა. მათ შემდეგ უშვებდნენ, თუმცა ამ დანაშაულისთვის ჯარიმის გადახდა უწევდათ.

ახლა რაც შეეხება ტენდერებს. მე ვერ ვიტყვი, რომ ტენდერების ჩატარებისას აქამდე ყველაფერი იდეალურად იყო. შესყიდვები ზოგჯერ სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით არასწორად იყო გაკეთებული, განსაკუთრებით, ადგილობრივი მმართველობის დონეზე. ამის აღრიცხვა მიმდინარეობს და ახლაც ვმუშაობთ. ბევრი უკვე დაისაჯა და კიდევ არის ხალხი, რომელიც ამის გამო აუცილებლად დაისჯება. თუმცა დღეს ჩვენს პოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ტენდერები, რომელთა განხორციელებაზეც უახლოეს თვეებში მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, ისე გაიმართოს, რომ საქართველოში მაქსიმალური რაოდენობის ხალხი დასაქმდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტენდერები უნდა გაიმართოს გამჭვირვალედ და პატიოსნად.

მაგალითად, რუსთავში არის მეტალო-კონსტრუქციების ქარხანა, რომელსაც მივეცით შეკვეთა დაემზადებინა მოაჯირები, რომლებსაც ამ ქალაქის შესასვლელიდან ყველგან აყენებენ. ამ შემთხვევაში ამის შეკვეთა ამ ქარხანას მივეცით, მაგრამ თბილისსა და ბათუმში, ხშირ შემთხვევაში მსგავსი შეკვეთა სამკაციან შპს-ს მივეცით, რომელსაც შესაძლოა იგივე ფასად ჩინეთიდან მოაქვს პროდუქცია. პირველ შემთხვევაში დავასაქმეთ ქართულ წარმოება, რომელშიც 200-300 კაცი მუშაობს, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე რაოდენობის ჩინელები. შესაძლოა, ეს კორუფცია არ არის, მაგრამ ეს სახელმწიფო თანხის, უდავოდ, არასწორი განაწილებაა.

ერთ-ერთი მინისტრი მიყვებოდა, სამინისტროში მისვლისას გავიგე, რომ წელიწადში 80 ათსი ლარი იყო გამოყოფილი საკანცელარიო ნივთებისათვის. ბევრი იორჭოფეს და 30 ათასზე დათანხმდნენ. რეალურად კი ის იყო, რომ რომელიღაც საკანცელარიო მაღაზიასთან იყვნენ შეკრული. აღმოჩნდა, რომ წვრილმან დონეზე კორუფცია მაინც იყო. აქედან გამომდინარე, საჭიროა საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ყველამ იცოდეს რაზეა ლაპარაკი. ედუარდ შევარდნაძის დროს სატენდერო გაზეთი ერთ ეგზემპლიარად იბეჭდებოდა, რადგან მთავარი იყო მისი გამოქვეყნება. ამ ერთ ეგზემპლიარს მიუტანდნენ ვიღაცას, რომელიც შემდეგ "იმარჯვებდა" ტენდერში. ახლა ვხარჯავთ ფულს და ყველაფერი გადის ტელევიზიით. სატელევიზო რეკლამა ძალიან გაძვირებულია. იყოს ძვირი, მაგრამ ხალხმა იცოდეს ტელევიზიის საშუალებით თუ რა ხდება. ეს არ უნდა იყოს არავის პრივილეგია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად, საჯაროდ და ყოველივე ეს უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას. როდესაც ვლაპარაკობთ მილიარდი ლარის სამუშაოებზე, თუ ყველაფერს კარგად გავანაწილებთ, ჩვენი გათვლებით, წელს ეს მილიარდი, საქართველოში, დაახლოებით, 50-70 ათას ადამიანს დაასაქმებს. მსოფლიო ბანკმა გამოგვიცხადა: თუ ჩვენი ფულით გინდათ გზების დაგება, თქვენს კომპანიას 100 მილიონი უნდა ჰქონდეს წლიური ბრუნვაო. არადა, არც ერთ ქართულ კომპანიას მსგავსი მიმოქცევა არა აქვს. ამ შემთხვევაში ქართული კომპანია იძულებული ხდება შეიამხანაგოს უცხოური ფირმა და მასაც გაუყოს ფული. ჩვენ ამ მიდგომასაც შევცვლით თანდათან, მაგრამ ჩვენს გამგებლობაში რაც არის, ჩვენი ფული, ჩვენი სახსრები, ჩვენი საიუჯეტო შემოსავალი და გადასახადები დაიხარჯება ისე, რომ არც ერთი ზედმეტი თეთრი არც უცხოეთში არ წავიდეს და არც რომელიმე მოხელის ჯიბეში არ მოხვდეს.

ვახო სანაია: ბატონო მიხეილ, როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, ძალიან ბევრი შეკითხვაა, ჩვენმა კორესპონდენტებმა 300-მდე შეკითხვა ჩაწერეს. უკვე ვილაპარაკეთ ინფრასტრუქტურაზეც, გზებზეც, მაგრამ სოფლად მყოფ ადამიანებს აინტერესებთ როგორ მივა ეს გზა თავის სოფლამდე? ასევე ბევრი კითხვაა წყლის პრობლემასთან დაკავშირებით.

მოქალაქე: ზესტაფონის რაიონთან დამაკავშირებელი ოთხი სოფელია - სადგურსვირი, როდინაული, აჯამეთი და ცხენთარო. ოთხივე შემთხვევაში საშინელი გზაა, ისევე როგორც პირველ სვირში... მაინტერესებს თუ გაკეთდება გზები ამ გაზაფხულზე და როდის შემოვა ჩვენს რაიონში გაზი?

მოქალაქე: ბატონო პრეზიდენტო, ვცხოვრობ ზესტაფონში და მაინტერესებს როდის მოგვარდება წყლის პრობლემა? წყალს აქ ოთხ დღეში ერთხელ გვაძლევენ, ისიც, ერთი საათით...

მოქალაქე: ვიცით,რომ არსებობს თქვენი პროგრამა საქართველოს სრული გაზიფიკაციის შესახებ, გვაინტერესებს ჩვენს რაიონში, ლანჩხუთში როდის მოხდება სოფლების სრული გაზიფიკაცია? რაიონის ცენტრში ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ გვინდა გავიგოთ თუ გაგრძელდება სოფლებში?

მოქალაქე: მინდა გკითხოთ, როდის მოხდება სოფლების გამრიცხველიანება? ეს მთელ სოფელს აინტერესებს, მაგრამ განმკითხავი არავინაა...

მოქალაქე: რატომ გადაიდო ძველი თელავის აღდგენის სამუშაოები? ასევე უნდა შესრულებულიყო სახლების რეკონსტრუქცის სამუშაოები და გზე

მოქალაქე: ბატონო პრეზიდენტო მე ვარ გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანიდან. გთხოვთ მოგვაშველოთ ტრაქტორები იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მშივრები დავრჩებით. გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ საკითხში.

მოქალაქე: მიექცევა თუ არა სოფლის მეურნეობას ყურადღება?

მოქალაქე: ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კახეთში და გაკეთდა რამდენიმე ამბულატორია, საოჯახო მედიცინის ცენტრი, მაგრამ არის სოფლები, რომლებიც ამ პროგრამის მიღმა დარჩა და ამბულატორიები, რომლებსა არა აქვთ სათანადო აღჭურვილობა, ამორტიზებულ შენობებშია განთავსებული. ჩვენი თხოვნაა, რომ გაგრძელდეს აღნიშნული პროექტი.

მოქალაქე: ბატონო პრეზიდენტო, თანასოფლელების სახელით მოგმართავთ. არ გვაქვს სასუქი და მის ყიდვას ვერც შევძლებთ. ჩვენს დახმარებას არავინ არ აპირებს, ასეთ შემთხვევაში ვერც კარტოფილს მოვიყვანთ და ვერც სხვა პროდუქტს. თესლიც ძვირი ღირს, თანაც ახლა ისეთი სათესლე მასალა შემოაქვთ, რომ ერთი წლის შემდეგ გამოუყენებელია. რას ფიქრობთ ამაზე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა სოფლად, როგორ მოიყვანოს მოსავალი. როგორ ვიცხოვროთ და ვარჩინოთ ოჯახები ისე, რომ თქვენგან დახმარება არ დაგვჭირდეს?

მოქალაქე: სოფელ აწყურში უწყლოდ ვართ. წყალი გააკეთეს, უამრავი ფული დაიხარჯა, მაგრამ არ გვაქვს. წყლის ზიდვა სხვა სოფლებიდან გვიწევს. როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

მიხეილ სააკაშვილი: ალბათ, გახსოვთ ჩვენი საარჩევნო კლიპები და დანაპირები. მეც მახსოვს და არცერთი სიტყვა არ დამვიწყებია. ჩვენ ვთქვით: კარგი გზა ყველა სოფელს, წყალი ყველა სოფელს, ბუნებრივი გაზი სოფლების 80 პროცენტს და ამბულატორიები ყველა სოფელს. მოდით ჩამოვყვეთ ჩვენი დაპირებების შესრულების კონკრეტულ გრაფიკს და კონკრეტულ შედეგებს. 2008 წლის განმავლობაში, მსოფლიო კრიზისისა და რუსეთის აგრესიის მიუხედავად, ჩვენ 800 სოფლის ექიმს მივეცით მიზნობრივი გრანტი 2-2 ათასი ლარი, 5-5 ათასი ლარის აპარატურა და საოფისე ავეჯი სიმბოლურ ფასად. 800 ადგილზე მოეწყო ჯანმრთელობის თანამედროვე ცენტრები. ეს, უდავოდ, წინგადადგმული ნაბიჯია. თანაც ამ ცენტრებში მუშაობენ ადგილობრივი ექთნები და ექიმები. წელს მათი ხელფასი ორჯერ გაიზარდა და მას შემდეგ, რაც საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტი გახდება, მათი საშუალო ხელფასი 364 ლარი იქნება. ეს არის სოფლის ინტელიგენციისადმი და სოფლის ჯადაცვისადმი გამოყოფილი კონკრეტული დახმარება. ეს პროგრამა გაგრძელდება, ჯერ ყველა სოფელს ამბულატორია არ აქვს და გასაკეთებელია, მაგრამ ეს არის ჩვენი 50-თვიანი პროგრამის ნაწილი. ომისა და მსოფლიო კრიზისის გამო, რა თქმა უნდა, შესრულების ვადებმა შეიძლება ცოტა გადაიწიოს, მაგრამ ძირითადი ფუძემდებელი პრინციპები, რომლებიც ჩვენი სოფლის მეურნეობას, ჩვენს სოფელს შეეხება, ჩემი პრიორიტეტია. მე ჩემს მთავრობასთან ერთად, ამას ზედმიწევნით კარგად, ბოლომდე შევასრულებ. სოფლის მეურნეობის წარმადობა უნდა გაიზარდოს, საამისოდ რამდენიმე ღონისძიებას ვახორციელებთ. ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი არხების რეკონსტრუქცია. 2009 წელს მთავრდება ძველი, თვითდინებით სარწყავი არხების აღდგენა 100 პროცენტით, ხოლო 2010 წელს, პირველად ათწლეულების განმავლობაში, იწყება ახალი არხების მშენებლობა. ხალხი არხების გაწმენდაზეც დასაქმდება.

როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღებაზე მიდგება საქმე, ქვეყნის შიგნით არსებული რესურსები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი გადამუშავებული ხილის ბაზრის თითქმის 100 პროცენტი 2 წლის წინათ ეკავათ უცხოელ მწარმოებლებს - ბულგარელებს, რუსებს, ირანელებს და ა.შ. წელს ხილის წვენების 30 პროცენტი უკვე იქნება ქართული, მაგრამ დანარჩენი 70 პროცენტი არის რესურსი. მარნეულში გაიხსნა ძალიან კარგი საწარმო, რომელიც მიხო სვიმონიშვილმა გააკეთა. ამ საწარმოში ყველა პროდუქცია (წვენები, წნილი, კონსერვები და სხვ.) მაღალი ხარისხისაა. მარნეულის საწარმო გაკეთდა მას შემდეგ, რაც იქ გზა გავიყვანეთ, დენი და გაზი მივიყვანეთ და მივეცით ბაზრებზე გასვლის საშუალება. ამ და სხვა საწარმოებმა კრედიტითაც ისარგებლეს. იმას გარდა, რომ ხალხი საწარმოში დასაქმდა, შემოსავალი სხვებსაც აქვთ - საწარმოსთვის საჭირო პროდუქტი მოჰყავთ.

შიდა ქართლში ამერიკელებთან ერთად სახნავი მიწებს ხორბლის მოსაყვანად ვითვისებთ. თანაც ისეთი ხორბლის კი არა, როგორსაც აქამდე ვთესავდით, ბევრად გაუმჯობესებულს. ახალქალაქიდან ჩამოსასვლელად და პროდუქტის ჩამოსატანად ხალხს 6-7 საათი სჭირდება. პირველი, მათ გავუკეთეთ რკინიგზა, რომელიც 10 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო, რაც ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მატარებლით თბილისში ჩამოსატანად სჭირდებათ. გზა, რომელიც ახლა კეთდება ახალქალაქში, 300 მილიონ დოლარამდე ჯდება. ახალქალაქი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ინტეგრაციას გადის დანარჩენ საქართველოსთან. ეს საშვილიშვილო საქმეა. რეალურად, ახალქალაქიდან სოფლის მეურნეობის ჩამოტანა თბილისში, მინიმუმ, ორჯერ გაიაფდება.

სათესლე ჯიშებთან დაკავშირებითაც გვაქვს ახალი პროგრამა, რომელიც ჯერ-ჯერობით საცდელია და მხოლოდ 100 ტონაზეა გათვალისწინებული, მაგრამ ამას გავაფართოვებთ. საქართველოში ჯიშების გამოყვანისა და გაუმჯობესების პრობლემაა. ის ხორბალი, რომელიც ახლა ამერიკელებთან ერთად ჩამოგვაქვს, ორჯერ მეტ მოსავალს იძლევა ვიდრე ის, რომელიც ტრადიციულად იყო საქართველოში. მოკლედ, ძალიან ბევრი რესურსია სოფლის მეურნეობის წარმადობის გაუმჯობესებისათვის.

როდესაც სოფლის მეურნეობის 100 საწარმოზე ვლაპარაკობთ, უნდა ითქვას, რომ 30 ათასი ჰექტარი მიწა გამოვყავით სოფლის მეურნეობის წარმოების შესაქმნელად, თანაც უფასოდ! ოღონდ ვინმემ რაიმე შექმნას და ხალხი დაასაქმოს. ეს ყოველთვის ადვილი არ არის. მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი თურქეთის ბაზარის გამო კატასტროფულად დაეცა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა თხილის მწარმოებლებს. ჩაის გასაღებასთან დაკავშირებითაც გვაქვს პრობლემები, მაგრამ ამის პარალელურად, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ. ცოტა ხნის წინათ შვეიცარიაში გახლდით და რამდენიმე დღე გავატარე ინვესტორებთან, რომლებიც საქართველოს ქართლის ზონაში პრაქტიკულად მთელ ვაშლს შეისყიდიან თავისი გადამამუშავებელი საწარმოსთვის. ეს არის შვეიცარული კომპანია, რომელიც უზარმაზარ წარმოებას ხსნის საქართველოში. საქართველოსთვის ეს დიდი პრესტიჟია, რადგან ის ბავშვთა კვების ყველაზე დიდი საწარმოა. როდესაც ქართული კვების პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე გავა და ეცოდინებათ, რომ ის ჩვენი ვაშლისგან დამზადებული პროდუქტია, ქვეყანას უზარმაზარ მოგებას მოუტანს, რაც თავის მხრივ, უზარმაზარი რეკლამაა ქვეყნისთვის. მეტსაც გეტყვით, სანამ ჩვენთან გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები შემოსულა (ამ საკითხსაც განვიხილავდი შვეიცარიაში), საქართველო დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ ორგანული კვების ცენტრად, სადაც არაორგანული და გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები არც შემოვა და არც იწარმოება. ამას საქართველოს მთავრობას ვავალებ და მკაცრად გავაკონტროლებ, რომ ეს ასე იყოს. მთელი წარმოება დაღუპეს საერთაშორისო კორპორაციებმა - რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი ხელიდან არის წასული. ჩვენი ნიშა ის კი არ არის, რომ ბევრი ვაწარმოოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, განსაკუთრებულად ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ. დამახინჯებული ტექნოლოგიის გამოყენებით ქართული პროდუქციის ხარისხის შელახვას ჩვენ არ დავუშვებთ. მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა მაღალი, ეკოლოგიურად სუფთა ხარისხის და მავნე მინარევებისგან გაწმენდილ პროდუქტებზე. მაღალი ფასისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის პროდუქტებით ეს ნიშა აუცილებლად უნდა შევავსოთ. პამიდვრის წარმოებაში ჩვენ თურქეთს ვერასდროს ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ ხარისხით, ჭოპორტის პომიდვრის მსგავსი პომიდორი იტალიის გარდა, ისიც შეზღუდული რაოდენობით, ვერავის ვერ მოჰყავს. ეს ჩვენი ნიშაა მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ძალიან ბევრი გავიტანოთ ბაზარზე.

როდესაც ღვინოზე ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი წარმოების მაქსიმუმი სამი წლის წინათ 35 მილიონი ბოთლი იყო. ნორმალური განვითარებისა და ტურიზმის ამუშავების პირობებში, ჩვენი ღვინო მთლიანად დაილევა საქართველოში. მეტსაც გეტყვით, თუ ქერი და ალაო არ დავთესეთ და ლუდი არ ვაწარმოეთ, თუ არაყი არ გამოვხადეთ, ჩვენც კი არ გვეყოფა ალკოჰოლური სასმელების საკუთარი მარაგი. მეტს საქართველო ვერც აწარმოებს, რადგან ხარისხიანი ღვინის საწარმოებლად შეუძლებელია ამაზე მეტი ვენახის გაშენება. შარშან უცხოეთში გავყიდეთ 15 მილიონი ბოთლი, წელს გავყიდით 20-25 მილიონ ბოთლს. მომავალ წელს უკვე იმდენს გავყიდით, რამდენსაც რუსეთის ემბარგომდე ვყიდდით. მაგრამ ჩვენი გასაღების ბაზარი, რეალურად არა რაოდენობაში, არამედ ხარისხსა და ფასშია. ამაში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანი. მსოფლიოში ბევრი ღვინოა, მაგრამ უკრაინელი კაცი ღვინის პირველ ათეულში ქართულ ღვინის 5-6 სახეობას ჩამოგითვლის: "რქაწითელს", "ხვანჭკარას", "საფერავსა" და რამდენიმე სხვას. სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ.

ლევან ჯავახიშვილი: გლეხები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ტრაქტორებს, რომლებიც ხელისუფლებამ გადასცა სოფლებს, შეძლებული ადამიანები ყიდულობენ, ხოლო მოსახლეობას მისი მოხმარებითვის საფასურის გადახდა უწევს.

მიხეილ სააკაშვილი: მოდით ასე ვთქვათ, ეს ტრაქტორები არის სოფლების საკუთრება. იყო ორი პროგრამა: პირველი პროგრამის თანახმად, ფერმერები ყიდულობდნენ ჩვენს შემოყვანილ ტრაქტორებს, ხოლო მეორე პროგრამით, რომელიც ჩემთვის უფრო ძვირფასია, ტრაქტორები სოფელს საკუთრებაში გადავეცით. ტრაქტორი სოფლის საკუთრებაში, არ ნიშნავს, რომ ტრაქტორი სოფლის გამგებლისაა, რომელიც ახალი პროგრამის მიხედვით სოფლის მოსახლეობის არჩეული იქნება. სოფლის ინტელიგენცია არა მარტო სოფლის მასწავლებელი და სოფლის ექიმია, არამედ სოფლის ტრაქტორისტიცაა. თავად დავდიოდი სოფლებში და ვნახე, რომ მიწის დამუშავება შარშან ბევრად უფრო გაიაფდა, რადგან ტრაქტორები უფასოდ დარიგდა. წელს სოფლებში ბევრად მეტი ტრაქტორი დარიგდება. საქართველოში ახლა 3 ათას 500 ტრაქტორი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება 5 ათასი ტრაქტორი, რათა ქვეყანაში ტრაქტორების დეფიციტი არ იყოს. ქართლის ზონაში დევნილებს ჰექტარს და ჰექტარნახევარ მიწას ვაძლევთ, შემდეგ ეს ძველ დევნილებზეც გავრცელდება. ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ სამანქანო ტექნიკური სადგურები, რომლებიც კოოპერაციის პირობებში ამ ტრაქტორებს სათადარიგო ნაწილებით შედარებით იაფად მოამარაგებს. თუმცა ვიმეორებ, ეს არის სოფლის თვითმმართველობის საკითხი და სოფლის მცოვრებლებმა ეს თავად უნდა გააკონტროლონ.

ლაპარაკი იყო ინდივიდუალური გამრიცხველიანებაზეც. ვიცი ეს რამდენად მტკივნეული თემაა. კოლექტიური მრიცხველის დაყენება ჩვენი ხალხისთვის ძალზე დიდი გამოცდა იყო და კვლავაც რჩება - ზოგან ამან ოჯახი ოჯახს, ნათესავი ნათესავს, მეზობელი მეზობელს გადაკიდა. უმეტეს შემთხვევაში, ეს იყო იძულებითი ფორმა, რადგან სხვაგვარად სოფლების მომარაგება ელექტროენერგიით სწრაფად ვერ მოხერხდებოდა. ამის ალტერნატივა მხოლოდ ის იყო, რომ დენი არ გვქონოდა. ახლა საკითხი დგება როგორ გადავიხდით მის საფასურს. სოფლის გამრიცხველიანება 2010 წლისთვის საქართველოს უმეტეს ნაწილში დასრულებული იქნება და ყველა გადაყვანილი იქნება ინდივიდუალურ მრიცხველებზე. საოცარი კოლექტიური სიბრძნე გამოიჩინა სოფლებმა და ხალხი ამ მძიმე ფორმასაც საოცრად ორგანიზებულად შეხვდა. ბევრი ევროპელი ერი ამის ნახევარსაც ვერ შეძლებდა. ეს უდავოდ ამტკიცებს რამდენად დიდი სიბრძნე და გამოცდილება აქვს ჩვენს ხალხს.

ნინო თოლორდავა: როგორც წინა ჩართვაში აღვნიშნე, მოსახლეობა ძალიან აქტიურობს, არ წყდება სატელეფონო ზარები, ხაზებიც გადატვირთულია. კითხვების ძირითადი ნაწილი სოციალურ საკითხებს ეხება. არის კითხვები დევნილების პრობლემებზე, უმუშევრობის და პენსიების ზრდაზე, მაგრამ ამავდროულად არის კითხვები იმის თაობაზე შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც. გადაცემის ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული ვართ, რომ ამ საინტერესო კითხვებიდან ავარჩიოთ ორი კითხვა. თუმცა ჩვენ შევეცადეთ, რომ შევხებოდით როგორც სოციალურ თემატიკას, ისე შიდაპოლიტიკურ საკითხებსაც.

ლანა შოშიაშვილი მარტოფიდან, პენსიონერი: ბატონო პრეზიდენტო, სოფელში არ არის გაზი, ასევე მაინტერესებს გაიზრდება თუ არა ფასები პურსა და წამლებზე. საკმარისი იქნება თუ არა ჩემი პენსია საარსებო მინიმუმის დასაკმაყოფილებლად?

ქეთევან ჩიქოვანი თბილისიდან, 38 წლის, ხელოვნებათმცოდნე: ბატონო მიხეილ შეხვდით თუ არა ირაკლი ალასანიას, როდესაც იგი თბილისში ჩამოვიდა? ასევე მაინტერესებს, რით ახსნით ყოფილი თანაგუნდელების, კერძოდ, ბურჯანაძის, ნოღაიდელის და სხვების ოპოზიციაში გადასვლას?

მიხეილ სააკაშვილი: უკვე ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ მსოფლიო კრიზისმა ძალიან ბევრ ქვეყანაში დაანგრია საბიუჯეტო სისტემა. აღარაფერს ვამბობ, პენსიების ზრდის პროგრამებზე. მაგალითად, რუსეთი სხვა მიზეზთა გარდა, რუბლის დევალვაციასთან დაკავშირებით, ბიუჯეტს 20-30 პროცენტით ამცირებს. ჩვენ გეგმების შეცვლა გადავადებისა და თანხების შემცირების მხრივ მოგვიწია, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სოციალური პაკეტი გავზარდეთ. თუმცა ძალიან შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისია გაჭირვების დასაძლევად. როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, საქართველოში სიღარიბის დონე 55 პროცენტი, ხოლო ამჟამად ეს მაჩვენებელი ორნახევარჯერ არის შემცირებული. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ბევრია. დიდი ხანია, რაც კონკრეტული ოჯახების საქმეზე ვმუშაობ და ეს მხოლოდ ციფრობრივი მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება - ჩემს ოჯახს, დაახლოებით, 15-20 ოჯახი ჰყავს აყვანილი მეთვალყურეობის ქვეშ: ჭიათურაში, სამტრედიაში, რაჭაში, თბილისში, ქართლში, სამეგრელოში. ამიტომ კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს ქრონიკული სიღარიბე ადამიანებისთვის; ვიცი რას ნიშნავს კონკრეტული გაჭირვება ამ ოჯახებისთვის. ვიცი რას ნიშნავს ის, რომ არ აქვთ წამლის ფული; მესმის რამდენად მტკივნეულია, როდესაც შვილისთვის ფეხსაცმელს ვერ ყიდულობ და ამის გამო ბავშვი სკოლაში ვერ მიდის...

ამ ვითარებაში ჩვენ გავზარდეთ პენსიები 5 ლარით, კიდევ 5 ლარით გაიზრდება ნოემბერში, და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 600 ათასი პენსიონერი წელს სიმბოლურად გაზრდილ პენსიას აიღებს. განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვისაც პენსიის გარდა არაფერი არ აქვს - ეს არის სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ხალხი - გავზარდეთ დახმარება. მათთვის მინიმალური დახმარება იყო 30 ლარი. ამას ოჯახის ყოველ წევრზე ემატებოდა 12 ლარი, რომელიც 24 ლარამდე გავზარდეთ. ამას დაემატა პირველი ჯგუფის ინვალიდების დახმარება, რომლებიც არაფერს არ იღებდნენ და მათაც დაენიშნათ 75 ლარი. პენსიას დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით 10 ლარი ემატება, რაც ძალზე ცოტაა. ამიტომ მთავრობას დავავალე, რომ მომავალი წლიდან დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით დანამატი გაიზარდოს, რადგან ეს ჩვენი, ჯერ კიდევ 2003 წლის წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი მთავარი იყო. რა თქმა უნდა, ეს დანაპირები ჩვენ არ დაგვვიწყებია. ყოველივე ეს საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტის დაპირება, მაგრამ ეს არის ჩვენი 50 თვიანი პროგრამის ნაწილი. ეს პროგრამა აუცილებლად შესრულდება, ომისა და კრიზისის გამო უბრალოდ გრაფიკი შეიცვალა.

რაც შეეხება პურის ფასს, იცით, რომ მსოფლიო ბაზარზე ფქვილის ფასი შემცირდა, ასე რომ პურის ფასზე სავალალო მდგომარეობა არ გვაქვს. ლარის დევალვაციამ გამოიწვია წამლების ფასის ზრდა, მაგრამ ეს დევალვაცია იყო ბევრად ნაკლები ვიდრე სხვა ქვეყნებში და გარკვეულ დონეზე მედიკამენტების ფასი დარეგულირდა. კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია ნიშნავს წამლის ფასი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ სპეციალურ სამედიცინო პროგრამებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ამიტომ არის დაზღვეული. ამ დაზღვევაში ნაწილობრივ შედის წამლები, მაგრამ გადაუდებელ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურება მთლიანად შედის. ვითარება ნელ-ნელა გამოსწორდება და ის, რომ საქართველოში უფულობის გამო ვინმემ ვერ მიიღოს სამედიცინო დახმარება, წარმოუდგენელი გახდება. უკვე ვილაპარაკე ამბულატორიებთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ 800 სოფლის ექიმი აღვჭურვეთ. მსგავსი რამ კომუნისტების დროს ვერ ხერხდებოდა ერთი წლის განმავლობაში. ამას წინათ ურეკში გაიხსნა მსოფლიო კლასის გადაუდებელი სამედიცინო მოსამხურების ცენტრი. ეს შეეხება სოფლის მოსახლეობასაც, რადგან მთელი ინფრასტრუქტურა მოიცავს სოფელს. კარგად მახსოვს, ჩემი მეგობარი 10 წლის წინათ ავარიაში მოხვდა ერთ-ერთ მთავარ ტრასაზე. მაშინ საქართველოში სასწრაფო დახმარება აღარ მუშაობდა, შესაბამისად, ვერ გამოძახეს. შემთხვევის ადგილზე "ღიპიანი გაიშნიკი" მივიდა, რომელმაც დაშავებული ადამიანი მანქანაში არ ჩაისვა: სისხლით დამისვრის მანქანასო და იმის გამო, რომ 5 საათით დააგვიანეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა, ჩემი მეგობარი გარდაიცვალა. ეს დღეს საქართველოში აღარ მოხდება. ურეკის სამედიცინო ცენტრის მსგავსი კიდევ შვიდი იხსნება.

შეკითხვები სოფლის გზებთან დაკავშირებითაც დამისვეს. საქართველოში 200 დიდი და პატარა სოფლის გზა კეთდება. შვედეთში ვნახე როგორი ტექნოლოგიით აშენებენ გზებს. ბევრჯერ ვუთხარი საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წასულიყვნენ და შეესწავლათ, მაგრამ იმის გამო, რომ არ დაინტერესდნენ, მათი გამოცვლა მომიწია. ამჟამად ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, რომელმაც ნახა ეს ტექნოლოგია და უკვე ვასწავლით ჩვენს მეგზევეებს. დროა ავითვისოთ თანამედროვე მეთოდები! კომუნისტების დროს ყველაფერი იაფი იყო და ეკონომია არ გვჭირდებოდა, ახლა კი საჭიროა ახალი ტექნოლოგიების ათვისება, რომელიც იქნება უფრო ეკონომიური და ჩვენს პირობებზე მორგებული. იგივე მეთოდები, რომლითაც ციმბირში აგებდნენ გზებს, აღარ უნდა გამოვიყენოთ. ამ მხრივ, ბევრი რამ კეთდება და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. სოციალური პაკეტი საქართველოში არაფრისთვის არ არის საკმარისი. ეს ყველაზე კარგად მე ვიცი, მაგრამ სრული დაუცველობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო, დღეს უკვე აღარ არის. ჩვენ გვჭირდება საპენსიო რეფორმა, რომელიც მომავალში აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ასევე გვჭირდება კერძო საპენსიო ფონდების შექმნა, სახელმწიფო პენსიის პარალელურად. იმ ხალხმა, ვისაც დღეს შეუძლია უკეთესი საპენსიო მომავალი შეიქმნას, დღესვე უნდა იზრუნოს ამაზე, რათა მუდმივად არ იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული. როგორც ყველგან, საქართველოს მოსახლეობაც ასაკობრივად ბერდება და ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ევროპის პრობლემაცაა.

ზაალ უდუმაშვილი: შემდეგ კითხვას, რომელიც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საკითხს შეეხება, მსურს მცირე შესავალი გავუკეთო. აქ საუბარი იყო იმაზე, შეხვდით თუ არა ირაკლი ალასანიას. ოპოზიციურ ძალებს თქვენი რამდენიმე თანაგუნდელი შეუერთდა. რატომ ხდება ისე, რომ ხალხი, რომელიც ერთი წლის წინ თქვენი დასაყრდენი ძალა იყო, დღეს თქვენი პოლიტიკური ოპონენტები არიან?

მიხეილ სააკაშვილი: ეს რომ სხვაგვარად მომხდარიყო, მაშინ ჩვენ არ ვიქნებოდით ნორმალური ქვეყანა და არ მივაღწევდით იმას, რასაც აქამდე მივაღწიეთ. ჩვენ ხომ არც ჩრდილო კორეა ვართ და არც სტალინის საბჭოთა კავშირი? ჩვენ ვართ დემოკრატიული ევროპული ქვეყანა. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ეს ასე არ არის, ეს მაინც ასეა. ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, თუ ჟურნალისტი გამოდის ტელევიზიით და სამი საათის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ჩვენ არ გვაქვს სიტყვის თავისუფლება. სასაცილოა! სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე დღეა ერთ-ერთი გადაცემის ერთგული მაყურებელი გავხდი - ერთ-ერთ არხზე ძალზე თავშესაქცევი გადაცემა გაჩნდა. შეგიძლიათ თავადაც ნახოთ. ძირითადად, მე მელაპარაკებიან ციხის საკნიდან. მართლაც ძალიან კარგი საკანია, მაგრამ ამაზე უკეთესიც გვაქვს რუსთავისა და გლდანის ციხეებში.

საქართველოში არის დემოკარტია და თავისუფლება. არის თავისუფლება, რომ გამოთქვა საკუთარი აზრი, ხოლო დემოკრატია - რომ იყარო კენჭი და აირჩიო ის, ვინც გინდა. ეს ერთი. მეორე, ჩვენი გუნდი ძალიან მყარია, რადგან თუ დააკვირდით, ხუთი წლის განმავლობაში ამ მმართველი ჯგუფის პრინციპები არ შეცვლილა - არ უნდა იყოს კორუფცია და საქართველოში ვერავინ ვერ იტყვის, რომ მმართველი გუნდი კორუმპირებულია (ვინც იყო ასეთი გავუშვით და დაისაჯა კიდეც, ან ჯერ კიდევ დასასჯელია); ვერავინ იტყვის,რომ საქართველოში არის მმართველი გუნდი, რომელიც არ უსმენს და არ ემსახურება ქართველ ხალხს; ასევე ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოს მმართველი გუნდი არ იცავს ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ან არ გაწირავს თავს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ეს არ არის სააკაშვილის ლოიალური კლანი.

სხვა პარტიების მსგავსად, ჩვენი პრინციპი არ არის, რომ გუნდში ნათესავი გვყავდეს. ნახეთ რა ხალხი შევიყარეთ ერთად! მაგალითად, ვანო მერაბიშვილი გაიზარდა სოფელ უდეში, რომელიც ქართველი კათოლიკების არაჩვეულებრივი სოფელია. პირველად თბილისში 17 წლის ასაკში ჩამოვიდა."გეპეი"-დან წამოსვლას და სახლში დაბრუნებასაც კი აპირებდა, რადგან მამამისს, რომელიც ერთი "კამაზით" არჩენდა ოჯახს, მხედრიონის წყალობით მანქანა გაუჩერდა. მერაბიშვილმა ძლივს მოახერხა თბილისში დარჩენა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება. მეორე მაგალითი ზურაბ ადეიშვილია, რომელიც 17 წლამდე ცხოვრობდა ყვარლის რაიონის ძალიან მაღალი კლასის სოფელ მთისძირში. ისეთი განათლება, როგორიც ადეიშვილმა სოფელში მიიღო, პირადად მე რამდენიმე საუკეთესო უნივერსიტეტდამთავრებულს არ მაქვს და ამას გულწრფელად ვაღიარებ. მესამე თბილისში, ვაკეში გაზრდილი მინისტრი გვყავს. მეოთხე, პარლამენტარი არაქართველია და ა.შ. ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენს გუნდში სხვადსხვა კლასის ადამიანები არიან შეკრებილი, არა მარტო ვერელები და ვაკლები, როგორც ერთი ადამიანი ამბობს პირველი არხის გადაცემაში "გენაცვალეთ ვერელებო". ეს ხალხი შეიკრიბა არა ნათესავური პრინციპით, არა სოციალური წარმოშობით და არა სხვა რაიმე ნიშნით. ჩვენ ვართ ერთი ხალხი, რომელსაც ერთი პრინციპი გვაქვს - გვინდა გავაერთიანოთ საქართველო და შევკრათ ერთ მექანიზმად. თუ ვინმე ამ პრინციპს არ მოერგება, მისი გაჩერება მთავრობაში არ შეიძლება და დაუყონებლივ არის გასაშვები. რამდენჯერაც კომპრომისი დავუშვი და ხელი ამიკანკალდა ადამიანების გათავისუფლების გამო, იმდენჯერ ცუდად მომიბრუნდა. ხშირად ისმის კითხვა რატომ ვცვლით ასე ხშირად თანამდებობის პირებს. ადამიანების ხშირი გაშვება, სულაც არ არის ცუდი. თუ ადამიანი საქმეს ვერ აკეთებს, აუცილებლად უნდა გაუშვა და სხვა მოიყვანო. ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რომ ვინმე შევინახო და არ ვაწყენინო, ჩემი ამოცანაა, რომ კონკრეტული სამინისტრო ხალხს ემსახურებოდეს, მისთვის ბოლომდე გააკეთოს ყველაფერი და ქვეყნისთვის სარგებლობა მოჰქონდეს. თუ ადამიანი თანამდებობაზე ყოყმანობს, ან ბოლომდე ვერ იხარჯება, უნდა გადააყენო და სხვა მოიყვანო. ხშირად ეს მართლაც ექსპერიმენტის დონეზეა. მაგრამ ჯობს სცადო და შეგეშალოს, ვიდრე არაფერი არ აკეთო. ადამიანი შედეგზე უნდა იყოს მორგებული. ეს რომ ასე არ იყოს, ჩამოყალიბდებოდა სააკაშვილის კლანი, როგორც იყო შევარდნაძის დროს. მაშინ იყო ნუგზარ შევარდნაძე, მისი სიძე, მძახალი, კახა თარგამაძეს ხელს ვერ მოჰკიბდი, რადგან ის ხელშეუხებელი იყო და ასე იყო საქართველო მოწყობილი. ჩვენ გვაქვს პრინციპები და ორიენტირი. "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა", მაგრამ ეს საბაღნარო მთავრობა არ არის, რადგან მთავრობას ძალზე მძიმე პირობები და ცხოვრება აქვთ. ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა, პრემიერ-მინისტრს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუ მოუნდება კომბოსტოს მოიყვანს, თუ მოუნდება პოლიტიკას გააკეთებს. თუ სურვილი ექნება სახლში დაჯდება, მოკლედ, მისი ნებაა. ახალგაზრდა ქალია ნინო ბურჯანაძე, მაგრამ თუ უნდა დაწეროს მემუარები, მაგრამ როგორც ჩანს ამ ხალხს მოკლე მახსოვრობა აქვს და ფაქტები ეშლებათ, ამიტომ მოვიდა პოლიტიკაში და ამბობს, რომ მე გთავაზობთ ამას, მოდით და მომეცით ხმა.

ამაში ჩემთვის კარგი ის არის, რომ ოპოზიცია ხალისდება-ხოლმე როგორც კი ჩვენი გუნდიდან, "ფეხბურთელს, რომელსაც გოლი ვეღარ გააქვს", ტრანსფერზე ვუშვებთ. იმ "ლიგაში" იმდენად ცუდად არის საქმე, რომ "ბოკა ხუნიორსიდან" გადმოსული დაბერებული ფეხბურთელიც სიხარულისგან აგიჟებთ. ვინც ამ მთავრობას არ გამოადგა, თავისით არავინ არ წასულა, ყველა გავუშვით. ვინც არ გამოგვადგა, გავუშვით კიდეც. ალასანიას შემთხვევაშიც ასე იყო. ვინმეს სკლეროზი ხომ არ ჭირს? გაიხსენეთ, სანამ ამ ხელისუფლების წევრები იყვნენ, რაიმე თუ უთქვამს რომელიმეს მთავრობის საწინააღმდეგოდ? მერე რომ ახსენდებათ დემოკრატია და თურმე ვინ დაიწყო ომი... ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც ადამიანს ვუშვებთ, ატყდება-ხოლმე ჟრიამული და ოპოზიციაში "ტენდერია" გამოცხადებული, ვინ იქნება მათი ლიდერი. არსად არ გამიგია, რომ პოლიტიკური ძალა იყოს და ამბობდნენ, რომ ლიდერს ეძებენ.

ზაალ უდუმაშვილი: თუკი ირაკლი ალასანია გახდება ოპოზიციის ლიდერი, ამ შემთხვევაში როგორ იქნება?

მიხეილ სააკაშვილი: მხოლოდ მივესალმები. არის ბევრი პარტია, არის ბევრი ლიდერი. ეს ასეც იქნება. მეტსაც გეტყვით, ხშირად უფრო მეტი ლიდერი იქნება, ვიდრე პარტია. მე ალსანიას არ შევხედრილვარ, რადგან დღეს ჩემთვის მთავარი ამოცანა არ არის პოლიტიკური ინტრიგების ხლართვა და პოლიტიკოსების დაბალანსება, როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო. დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენს ქვეყანას არ გადაუაროს, არ გავახაროთ ჩვენი მტერი; დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ სიღარიბემ და უშუქობამ, უგზოობამ და უხელფასობამ, უფულობამ და კრიმინალმა ისევ არ გაანადგუროს საქართველო; მთავარი ამოცანაა, რომ პურზე რიგები არ დადგეს და ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ პერსპექტივა; მთავარი ამოცანაა, რომ ის, რაც სჭირს უკრაინასა და რუსეთს, საქართველოს არ გადმოედოს.

ჩემთვის დღეს პოლიტიკა არის ეკონომიკური გადარჩენა და შენარჩუნება, სამუშაო ადგილების გადარჩენა და და შენარჩუნება, სოციალურად დაუცველების დაცვა, სიღარიბეში მყოფთა სიღარიბიდან გამოყვანა და შიმშილის თავიდან აცილება. ამაზე მეტი პოლიტიკა საქართველოში დღეს საქართველოს პრეზიდენტისთვის და ნებისმიერი პასუხიმგებლობის მქონე ხალხის არჩეული ლიდერისთვის არ არსებობს! მე დავდივარ სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ქუჩა-ქუჩა და გარწმუნებთ, რომ ჩვეულებრივი ხალხი არ სვამს შეკითხვებს იმის შესახებ, რა სიზმარი ნახა გუშინ ნოღაიდელმა ან რა განცხადება გააკეთა მან ტელევიზიით. ჩვენი არაჩვეულებრივი ხალხი, რომელიც არანორმალურად მძიმე პირობებში ცხოვრობს, კონკრეტულ შეკითხვებს სვამს ტრაქოტორებზე, სარწყავ არხებზე, განათლებაზე, წამლებზე და შრომის საშუალებაზე, რომ საკუთარი შრომით არჩინონ თავისი ოჯახები. ამაზე დიდი შეკითხვა საქართველოს მოსახლეობას არ აქვს. ეს არის მათი შეკითხვები და არა ის, როგორი ექნება შრომითი მოწყობა ლევან გაჩეჩილაძეს და დავით გამყრელიძეს. დღეს საქართველოსთვის და პირდაპირ გეტყვით, ჩემთვისაც ეს მეათეხარისხოვანი საკითხია. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მე ყველას შევხვდები და მოვუსმენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ პრობლემებს მოვაგვარებ.

ვახო სანაია: ბატონო მიხეილ, არის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებისა და იმის თაობაზე, რომ არჩევნები დაინიშნოს გაზაფხულზე. ოპოზიცია ასევე ითხოვს თქვენს გადადგომას. ხელისუფლება დღეს ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, მაგრამ თუ გაზაფხულზე პერმანენტული აქციები გაიმართება, შეიცვლება თქვენი თვალსაზრისი?

მიხეილ სააკაშვილი: მსურს გიპასუხოთ ძალიან მარტივად. ვიმეორებ, რომ დღეს საქართველოს მთავარი ამოცანაა ეკონომიკის გადარჩენა, მასშტაბური კრიზისის თავიდან აცილება, მომავალი სამუშაო ადგილების გადარჩენა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. იმ პირობებში, როდესაც ყველაფრის შედეგად, ჩვენი მტერი დასუსტდება. 2007 წელს მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც შევიმცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა, მაგრამ მოვითხოვე პარლამენტისთვის 6 თვით უფლებამოსილების გაზრდა, რადგან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში რუსეთი თავს დაგვესხმებოდა. ამის შესახებ ხალხსაც ვუთხარი. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ხალხს საკუთარი ფანტაზიით ვაშინებდი.

მანამდე, ნოემბერში ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის თაოსნობით მოეწყო აქციები, რომლებმაც დღემდე კატასტროფულად დააზარალა საქართველო. ჩვენც შევცდით, უფრო მეტი უნდა გვესაუბრა საზოგადოების სხვადსხვა ფენებთან, უფრო მეტი უნდა მოგვესმინა ხალხისთვის - ამაში გეთანხმებით. თუმცა ამ აქციების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ორი არჩევნები, რომელთა "წყალობით" საქართველოში არ შემოვიდა მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, დავკარგეთ მინიმუმ 6 თვე ჯარის გასაძლიერებლად, მკვეთრად დავკარგეთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, რადგან ჩვენს მტრებს გაუჩნდათ არგუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და ამით ჩვენი მთავარი მტერი წაახალისეს. ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის, რაც ზაფხულში მოხდა. აი, ეს არის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი. საქართველომ შარშან ოთხი არჩევნები ჩაატარა: საპრეზიდენტო, საპარლამენტო, აჭარის ადგილობრივი და გამოკლებულ წევრთა არჩევნები. დღეს მსოფლიო კრიზისი მძვინვარებს და თითოეულ სამუშაო ადგილი სანთლით არის საძებნი; მაშინ, როდესაც მილიარდნახევრიანი ინვესტიცია შექმნიდა 100 ათასამდე სამუშაო ადგილს. არჩევნების პირობებში კი, იცით, რომ ყველა ინვესტორი ჩერდება და ჩვენ ეს შარშან ვნახეთ. 6-7 თვე დავკარგეთ და საქართველოში ფულის ჩადება ყველამ შეაჩერა. ელოდებიან რა მოხდება. მეტსაც გეტყვით, ჩავატარეთ არჩევნები და ზაფხულში ოპოზიციამ თქვა, რომ ჩვენ დავამხობთ სააკაშვილს. ახლა ყველა შემოდგომის მოლოდინში იყო და საქართველოში ფული ისევ არ იდებოდა. ამ პერიოდში 30 ათასი საქართველოს მოქალაქე სამუშაო ადგილს არ იღებს, რადგან არ იდება ინვესტიციები. ახლა იმას ამბობენ, რომ გაზაფხულზე დავამხობთო სააკაშვილს. რომელიღაც ინვესტორი ახლა გაზაფხულს ელოდება, რადგან ნახა, რომ ნოემბერში მართლაც გაიმართა აქციები... ამიტომ ვფიქრობ ხშირად, რომ 2007 წელს ჩემი გადადგომა შეცდომა იყო. ამ ხალხს ყალბი იმედი მივეცით, რომ ყოველთვის, როდესაც მათ ვინმე დააფინანსებს, მთავრობა შეიძლება წავიდეს. ერთი მხრივ, ეს სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ სკამი მათ კი არ ეკუთვნოდათ, ვინც მის წაგლეჯვას ცდილობდა, არამედ ეკუთვნოდა ხალხს; სწორედ მათ უნდა გადაეწყვიტა ვის მიაკუთვნებდა ამ სკამს. მეორე მხრივ, გაჩნდა ყალბი ილუზია იმის თაობაზე, რომ ყოველ ჯერზე, როცა ნერვები უღალატებს, მთავრობა წავა. ნურას უკაცრავად! არავის, მათ შორის არც ჩემს ნერვებში არ არის საქმე.

დღეს საქმე ასეა, იქნება თუ არა საქართველო და იქნება თუ არა საქართველოში ეკონომიკა, რადგან თუ საქართველოში არ იქნება ეკონომიკა, არ იქნება საქართველოც; თუ საქართველოში არ გამტკიცდა უსაფრთხოება, არც საქართველო იქნება და არც ჩვენს შვილებს ექნებათ მომავალი. აი, ეს არის რეალობა.

მინდა ყველამ ერთი რამ კარგად დავიმახსოვროთ - ყოველივე ამას ციფრობრივად, ფულადი გამოხატულება აქვს. როდესაც ვამბობდი, რომ კონსტიტუცია 6 თვით გადავწიოთ-თქო, ყვირილი დაიწყეს, რომ სააკაშვილი ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას, ახლა ზუსტად იგივე ხალხი, ამბობს, რომ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ და არჩევნები ჩავატაროთ. როგორ არის, რომ ერთ დღეს ასე უნდათ, მეორე დღეს კი - ისე? საზოგადოებამ ეს ხალხი პარლამენტში ხომ აირჩია? შესულიყვნენ, რატომ არ შევიდნენ? მათ ხომ ამომრჩევლებმა მისცეს მანდატი? ამ მანდატზე უარი თქვეს და ერთი წელი მხარ-თეძოზე იყვნენ წამოწოლილი. ახლა მათ ქვეყნის არევა იმისათვის მოუნდათ, რომ ჩვენ ხელახლა შევიდეთ პარლამენტში. თუ გვინდა, რომ ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სხვამ სცეს პატივი, უწინარესად, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და კონსტიტუციას. ამერიკაში ბუში იყო ძალიან არაპოპულარული პრეზიდენტი, ყველა გამოკითხვით 6-ჯერ უფრო არაპოპულალური იყო, ვიდრე დღეს არის საქართველოს პრეზიდენტი. არც ერთ ადამიანს, ყველაზე რადიკალურად განწყობილსაც კი, აზრად არ მოსვლია, ბუშისთვის ეთქვა გადადექიო, რადგან კონსტიტუციო ვადების სტაბილურობა, ნებისმიერი ქვეყნის სტაბილურობის და გრძელვადიანი მომავლის მთავარი საფუძველია.

ჩვენი ოპოზიციის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა მიაპყროს ყურადღება იმას, რომ საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი ომის დაწყებაზე. მთელ ოპოზიციაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ერთი ნაწილი ამას აკეთებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს არის ჩვენი მოშორების ყველაზე მარტივი გზა. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამით ხერხავენ იმ ტოტს, რომელზეც თვითონ სხედან. როდესაც ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა, ევროპაში იყო ხალხი, ინგლისის პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, რომელიც ამართლებდა ჰიტლერს და ამტყუნებდა ჩეხებს. ისინი ამბობდნენ: არ ისეთი ცუდია ჰიტლერი, როგორც ამბობენ, და არც ისეთი კარგები არიან ჩეხები, როგორც ამბობენო. ამას ამბობს დღეს საქართველოზე ზოგიერთი ევროპელი: ბოლოს და ბოლოს რუსების გაგებაც შეიძლება. იქნებ მართლაც საქართველომ დაიწყო ომი და არ საქართველოა უნაკლოო. ოღონდ საბაბი მიეცი მათ, რომ არაფერი არ გააკეთონ და მხარი არ დაგიჭირონ, ამას სიამოვნებით შეასრულებენ.

მინდა წაგიკითხოთ წერილი, რომელიც ოთხი დღის წინ მივიღე მეექვსე კლასელი, ჩემს შვილზე ერთი წლით უმცროსი ბიჭისგან. აი რას წერს ის, მათ შორის, ომზე:

"მოკრძალებული სალამი საქართველოს პრეზიდენტს. მე ვარ ამირან კოპაძე, სამაჩაბლოდან, ცხინვალიდან დევნილი. ვცხოვრობ ქარელის რაიონის სოფელ დვანში.

მე ვიცი ვინ დაიწყო ომი. 3 აგვიტოს ინტენსიურად იცხრილებოდა ჩემი სოფელი, ტყვიების წვიმა მოდიოდა, სარდაფებში ვისხედით შეშინებული და გარეთ ვერ გამოვდიოდით. ომი რუსეთმა დაიწყო ოსი სეპარატისტების დახმარებით. მე ვარ თვითმხილველი ყველა იმ უბედურებისა, რაც რუსულ აგრესიას მოჰყვა შიდა ქართლში. ამ უბედურებამ ჩემი სოფლის თავზე გადაიარა. ვხედავდი, როგორ იბომბებოდა სოფელი, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები, ჩემი მეზობლები; როგორ იწვოდა სახლები. ყურში ჩამესმის ჩვენი გვარდიელების განწირული ხმები: "ბავშვებს უშველეთ, ბავშვები გაიყვანეთ!" ვხედავდი, როგორ დაფრინავდნენ რუსული თვითმფრინავები სოფლის თავზე. თვალწინ მიდგას დედის შეშინებული თვალები. სოფლიდან ჩვენ ბიძის მანქანით წამოვედით. დედამ პატარა დაიკო ხელში აიყვანა და ტყვიების წვიმაში მდინარის ნაპირს სირბილით მიჰყვებოდა. მე ვღელავდი დედაზე და ჩემს დაზე, რადგან მანქანაში ადგილი არ იყო და დედა ჩემთან ერთად ვერ წამოვიდა. ჩვენ მოვედით ბრედში, ჩემები სოფელ დვანში დარჩნენ. დედამ შემატყო აღელვება და მითხრა: "ნუ გეშინია შვილო, საუკუნეების მანძილზე საქართველოს თავს ესხმოდნენ მტარვალები, მონღოლები, თემურ ლენგები, შაჰაბაზები, აღამაჰმადხანები და ვინ იცის კიდევ ვინ; მაგრამ ქართველი ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ და სამშობლოს სიყვარულმა დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ დღეს ისეთი ბრძენი ერი გვყავს, რომ რუსული აგრესია ვერაფერს დაგვაკლებს". მინდა ვთხოვო ოპოზიციას, ახლა მიტინგებისა და გამოსვლების დრო არ არის, საქართველო განსაცდელშია. საქართველო განსაცდელშია და მისი ბედი ბეწვზე ჰკიდია. მას ჩვენი გაერთიანება ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ერთად შევიკრათ გადავარჩინოთ სამშობლო, თორემ ღმერთი არ გვაპატიებს შეცდომებს."

ეს წერილი იმიტომ არ წამიკითხავს, რომ ვინმეს სინდისის გაღვიძების იმედი მაქვს. თუმცა, ამ ბავშვს და მისნაირებს უსპობ შანსს, როდესაც ამბობ, რომ საქართველოა დამნაშავე იმაში, რაშიც ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია.

მე საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს მეწურება. 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი მე აღარ ვიქნები, მაგრამ ეს ბავშვი მანამდეც უნდა დაბრუნდეს საკუთარ სახლში და ჩემი წასვლის შემდეგაც უნდა იცხოვროს იქ. ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ამ ბავშვს მოვუსპოთ სახლში დაბრუნების საშუალება იმის გამო, რომ ვიღაცას რომელიმე სამთავრობო კაბინეტში წამოჯდომა სურს. ყველაფერი მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით რაც დღეს ხალხს სჭირდება. დღეს ხალხს სჭირდება საჭმელი, სასმელი და სამუშაო ადგილები; დღეს ხალხს სჭირდება სახლში დაბრუნება და საკუთარი სახლების დაბრუნება.

ნახეთ კიდევ რას წერს ეს ბიჭი:

"რუსეთს ჰქონდა თავის ბოროტი განზრახვის შესრულების იმედი, მაგრამ ეს ღმერთმა არ დაუშვა. ჩამოვიდნენ კრიტიკოსები და ნახონ გადამწვარი ჩემი სოფელი"...

მე ყველა განსხვავებულ აზრს ვცემ პატივს. არჩევნები არ არის დიალოგის წარმოების ერთადერთი ფორმა.

რამდენიმე დრის წინათ შევხვდი 16 ექსპერტს, რომლებიც მუდამ ჩვენს კრიტიკაში არიან. უნდა გენახათ რა სასიამოვნო, შინაარსით აღსავსე და კამათის პირობებში გვქონდა შეხვედრა. ეს შეხვედრა სამ საათს გრძელდებოდა, მაგრამ არ მინდოდა იქიდან გამოსვლა. ძალიან ბევრი რამ მოვისმინე ჩემთვის არასასიამოვნო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ, თორემ მასაც ზუსტად ისე აღელვებს შენი ქვეყნის ბედი, როგორც შენ. მთავარი ეს განცდაა, თორემ ამ კამათში ჭეშმარიტებას როგორმე ვიპოვით. დღეს ყველამ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია ჩვენი ეკონომიკის და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე. ამ ხალხთან ყოველთვის მოვნახავთ საშუალებას დიალოგისთვის. დემოკრატიის ყველაზე კარგი ფორმა არის მუდმივი დიალოგი, პრესისა და ტელევიზიის თავისუფლება და გახსნილობა, თანაც იმდენი თოქ-შოუა საქართველოში, რომ ჩვენ - ყველაზე დიდ პარტიასაც კი, ხალხი არ გვეყოფა ყველგან გასაგზავნად. მთავარია, რომ ამ კამათებსა და დავაში არ ჩაიკარგოს საქართველოს მთავარი მოქმედი პირის ხმა - ეს არის ქართველი ხალხი. მე მოვიხიბლე გიორგი კანდელაკით - მას თავში ჩაარტყეს მუშტი, რის შემდეგაც თანაპარტიელები და ჩვენი მეგობრები იწევდნენ საჩხუბრად, მაგრამ მან თქვა: თავი გაანებეთ, მე გამარტყეს სილა და მოვითმინე მაშინ, როდესაც დედაჩემი მიყურებდაო. მან ხელიც არ შეუბრუნა, გაიღიმა და გადაცემა გააგრძელა. არადა "მორალი" ასეთია - როგორ შეიძლება ვინმემ გცემოს! სამაგიეროს გადახდა აუცილებელი არ არის, ამის გამკეთებელი სამაგიეროს საკუთარ თავს თავადვე გადაუხდის. მთავარია, რომ ამ ცემა-ტყეპაში ქართველების ხმა არ არ დავკარგოთ - დავაცადოთ ქართველ ხალხს ცხოვრება, ჰქონდეს შემოსავალი და მომავალი, ხოლო საკუთარი თავი მეორე პლანზე გადავწიოთ. ყველანი ახალგაზრდები არიან, დაწყებული გუგავადან დამთავრებული ბურჯანაძით, ნოღაიდელით, ალასანიათი და ა.შ. ყველა ყველაფერს მოესწრება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა შენარჩუნდეს, ჩვენი ხალხი უნდა გადარჩეს, ჩვენი ეკონომკა უნდა იყოს ძლიერი, საქართველო უნდა დადგეს ფეხზე და ჩვენი ქვეყანა უნდა გამთლიანდეს. ამის შემდეგ ქართველი ხალხი დამსახურების მიხედვით ყველას ყველაფერს დაუნაწილებს და შეახვედრებს.

ზაალ უდუმაშვილი: ბატონო მიხეილ, რუსეთ-საქართველოს ომის თემას კიდევ დავუბრუნდებით. ამ საკითხზე ცალკე ბლოკი გვექნება, ახლა კი ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები დაგისვამენ კითხვებს.

ვაკო ავალიანი: აქ შეიკრიბა ბეჭდური მედიის თითქმის ყველა წარმომადგენელი და ასევე რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტი. მე დავასწრებ ჩემს კოლეგებს და გავაგრძელებ შიდა პოლიტიკურ თემას. ბატონო მიხეილ "ნიუ-იორკ თაიმსთან" ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ: "მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ხელისუფლებას სამ თვეში შევცვლიდი". ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობდით?

ნათია თოიძე, ტელეკომპანია "კავკასია": მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო. შარშან თქვენ ინაუგურაციაზე საჯაროდ განაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდით. ჩვენ ვნახეთ რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას კონკრეტული გეგმა იმისათვის, რომ ეს მეექვსე კლასელი ბავშვი სახლში დაბრუნდეს? ქვეყნის მიმართ, რომელიც აღიარებულია ოკუპანტად და აგრესორად, გამოცხადებულია ფორსმაჟორი. მე მაინტერესებს, რატომ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს რუსულ კომპანიასთან ენგურჰესის 10-წლიან მართვაში გადაცემის შესახებ? და საერთოდ, რატომ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობა ოკუპანტებთან, თუნდაც, თემატურად?

ნინო სამხარაძე, გაზეთი "ალია": 5 წლის განმავლობაში თქვენ ქართული პრესის და კერძოდ, გაზეთ "ალიას" იგნორირებას ახდენდით. რატომ ამბობდით მუდმივად: "მე გაზეთებს არ ვკითხულობ", რა შეიცვალა დღეს, ჩვენ რომ აქ მოგვიწვიეთ? გვაძლევთ თუ არა იმის პირობას და გარანტიას, რომ "ალიას" მკითხველისთვის მოიცლით, დროს გამონახავთ, ინტერვიუს მოგვცემთ და იმ კითხვებზე გვიპსუხებთ, რომლებიც 5 წლის განმავლობაში დაგროვდა?

ვახო სანაია: ენგურჰესთან დაკავშირებით მოქალაქესაც ჰქონდა ერთი შეკითხვა. თუ შეიძლება მოვუსმინოთ და ყველა ს ერთად გაეცით პასუხი.

მოქალაქე: მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო. ამჟამად ვცხოვრობ ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში. რატომ მოხდა ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს კერძო კომპანიის ინტერ-რაოსადმი გადაცემა აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე?

მოქალაქე: ბატონო პრეზიდენტო, მაინტერესებს ენგურჰესის ბედი, გაიყიდება თუ არა ეს ჰიდროელექტრო სადგური?

მიხეილ სააკაშვილი: დავიწყოთ პირველი შეკითხვით. "ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ სამ თვეში საქართველოს მთავრობას პრობლემებს შევუქმნიდი-თქო. ამით ოპოზიცია ცოტა გავახალისე. მეტსაც გეტყვით, შევარდნაძის შეცვლა მოხდა არჩევნების შემდეგ და არა შუა პერიოდში, მაგრამ მას რომ არჩევნების პერიოდში შეცდომები არ დაეშვა, ჩვენ შანსი არ გვქონდა - ნაციონალური მოძრაობა "ვარდების რევოლუციის" დროს ვერაფერს გააკეთებდა. მან დაუშვა ყველა კლასიკური შეცდომა, რომელიც მთავრობას შეეძლო დაეშვა. ჩვენ ბოლომდე ვაძლევდით მათ შანსს და ვითხოვდით მხოლოდ მოლაპარაკებას, ჩვენ ვთხოვდით მიღებულ, კუთვნილ 34 ადგილს, 235-კაციან პარლამენტში. იმის ნაცვლად, რომ ეს გაეკეთებინათ, გაჯიქდნენ და ჭეშმარიტება არ აღიარეს. ახლა ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები. ჩემი რჩევაა ოპოზიციის მიმართ, ისაუბრონ იმ თემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს. ილაპარაკონ არა მოგონილ თემაზე იმის შესახებ, რომ საქართველოში არ აქვთ სიტყვის თავისუფლება, არამედ რეალურ პრობლემებზე. თორემ, მათი ხილვის საშუალება ტელევიზიით ყველას აქვს და უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ თუ გვინდა, რომ ვერასდროს ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხს შევთავაზოთ კონკრეტული გამოსავალი კონკრეტული ვითარებიდან. შევთავაზოთ გამოსავალი ხალხს, რომელიც ცხოვრობს ბორჯომში, გურჯაანის რაიონის სოფლე გურჯაანში, ახალქალაქში. მათ აქვთ კონრეტული შეკითხვები და პოლიტიკური სპექტრისგან იგი კონკრეტულ პასუხებს ელის. ხშირად თემების უმეტესი ნაწილი თითიდან გამოწოვილი და მოგონილია. დღეს ხალხს უნდა მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორ უნდა გადავლახოთ უმუშევრობის პრობლემა, როგორ უნდა ვუშველოთ ჩვენს სოფელს, როგორ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორ უნდა გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პროდუქცია, როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის გაუმჯობესება, როგორ უნდა მოხდეს ისეთი ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომ ადამიანს ავად გახდომის არ ეშინოდეს, რადგან ხვალ შესაძლოა შენ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას ჯანდაცვის სისტემაში ფინანსური ბერკეტების უქონლობის გამო. საზოგადოება სწორედ ამ საკითხებზე ითხოვს პასუხს, ჩვენგან, ნათელაშვილისგან, უსუფაშვილისგან... მთავარი ბრძოლა დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, რადგან, ყველა გამოკითხვის მიხედვით, საპარლამენტო ოპოზიცია ერთ-ერთი მთავარი ძალაა. სწორედ ეს ხალხი ცდილობს კონკრეტული საკითხების დაყენებას საკანონმდებლო ორგანოს შიგნით. ეს ის ხალხია, რომლებიც სამი წლის წინათ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გვლანძღავდა და არც ახლა გვზოგავს, მაგრამ როდესაც კონკრეტულ საკითხებზე დაიწყო ლაპარაკი, მათ კონკრეტული საქმიანი წინადადებები წამოაყენეს. პირდაპირ გეტყვით, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ არ დავეთანხმეთ, თუმცა ზოგიერთი საკითხი გავიზიარეთ, რაღაც-რაღაც საკითხებზე გვაიძულეს, რომ გაგვეზიარებინა. ოპოზიციამ დააყენა ენერგეტიკული საკითხები, იგივე ენგურჰესთან დაკავშირებით. ვინ აღძრა საკითხი თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით? - ისევ საპარლამენტო ოპოზიციამ. როგორც კი ვინმესთან შედიხარ დიალოგსა და დისკუსიაში, ჩნდება საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებს შენს ხალხს; მაშინვე ხვდები, რომ მართლაც ამომრჩეველზე ხარ დამოკიდებული - მან დაგსვა ამ ორგანოში და შესაძლოა მანვე გაგიყვანოს უკან.

ეს არის მთავარი კრიტერიუმი იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკუსია იყოს ჯანსაღი, ხოლო ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს გრძელვადიანი მომავალი ყველა მოქალაქის ინეტერესებიდან გამომდინარე. ჩვენმა საზოგადოებამ შარშან აგვისტოსა და სექტემბერში გვასწავლა, როგორ ერთიანდება ქართველი ხალხი. იმ ხალხის უმეტესობა, რომელიც დღეს ილანძღება, თვალით არ გვინახავს არც აგვისტოში და არც სექტემბერში. სხვადსხვა მიზეზების გამო, მაგრამ არავის არ უნახავს ეს ადამიანები ცოცხალ ჯაჭვში. სარფიდან ინგურამდე, სტეფანწმინდიდან თბილისამდე, ყველგან არაოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთელ ე.წ. ბუფერულ ზონაში, თბილისში ჭავჭავაძის პროსპექტიდან მოსკოვის პროსპექტამდე ამ ჯაჭვში საქართველოს მილიონ 400 ათასი მოქალაქე ჩადგა, სად იყვნენ მაშინ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ყველა ტელეეთერში სხედან? ამ ხალხს იმის იმედი აქვს, რომ ქართველ ერს მახსოვრობის უნარი დაუქვეითდება. არადა, ჩვენ ხალხს უნიკალური მეხსიერება აქვს. არც ერთი ჩემი გამოსვლის ნახვის არ მრცხვენია, არა იმიტომ რომ იდეალური ვარ, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის პრინციპები არ შეცვლილა. შეცდომები ბევრი დამიშვია, რადგან რაც უფრო მეტს აკეთებ, შეცდომებსაც უშვებ. როდესაც აგვისტოსა და სექტემბერში შენი ხალხის ერთობის ნაწილი არ იყავი, და ახლა უკანა რიცხვით ცდილობ ამ ხალხს შენი შეხედულებები მოახვიო თავს, ეს ფუნდამეტური პრობლემაა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ რიგებში არ იყო, თუმცა ღმერთმა ხელი მოუმართოს მას, ვინც გამოვიდა. სწორედ ამიტომ ვურჩევ ოპოზიციას ილაპარაკოს იმ თემებზე, რომლებიც დღეს ქართველი ხალხის მთავარი საზრუნავი და საფიქრალია.

დღეს ჩვენი ამოცანაა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. თუ გადარჩება ქართული სახელმწიფოებრიობა, გადარჩება და აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თუ ჩამოიშლება საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ დიდი ხნით, როგორც ეს იყო საქართველოს ისტორიაში, მონობის უღელში გადავეშვებით. ეს ჩვენც კარგად ვიცით, მაგრამ ჩვენზე უკეთ იცის ჩვენმა მტერმა.

ჩვენ მტერს თავის საქმე არ დაუსრულებია. მისი ამოცანაა ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა, ძირის გამოთხრა და განადგურება. რუსეთი დღეს ამბობს, რომ საქართველოსთან არაფერი არ აქვს გასაყოფი, დიპლომატიურ ურთიერთობასაც აღადგენს, ვიზებსაც გაცემს მათზე, ვინც დაიმსახურებს, თუმცა საქართველო უნდა შეეგუოს იმას, რომ რუსეთს საელჩოები ექნება თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში. რუსეთს განზრახული აქვს პირადად ჩემი განადგურება, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, რადგან ფუნდამეტი, რომელზეც ვდგავართ, დარჩება. მათ ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება სურთ და ამას არც მალავენ. თუ ჩვენ, როგორც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი მოგვიწოდებს, ყოველივე ამას მივიღებთ და საქართველო ამ სატყუარას გადაყლაპავს, საკუთარ მიზანს მიაღწევენ. ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ პუტინი სინდისმა შეაწუხა, შაჰ-აბასის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია ასეთი დაუძინებელი მტერი; გარწმუნებთ, ჩვენი მტერი არ არის რუსი ხალხი; ოსების უმეტესი ნაწილი საქართველოს სხვადსხვა რეგიონში ცხოვრობს და მათზე ლოაილური ხალხი საქართველოს არ ჰყავს. მე ვამაყობ იმით, რომ 90-იანი წლების დასაწყისისგან განსხვავებით, საქართველოში ერთი ინცინდენტიც კი არ ყოფილა აქ მცხოვრები რომელიმე ოსის ან რომელიმე რუსის მიმართ. იმ დღეს ჩემს მეუღლეს მცხეთაში ჰყავდა წაყვანილი რუსი ბავშვები და უნდა გენახათ, როგორი სიყვარულით იყვნენ ისინი განწყობილი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ოკუპირებული ტერიტორიები არავინ არ სცნო ნიკარაგუას პრეზიდენტის გარდა. რუსები ახლა ტელევიზიით გამოდიან და საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ, თუ როგორ უყვართ ქართველი ხალხი, ქართული ინტელიგენცია, ქართული კინო და ა.შ.

სწორად თქვა ბუბა კიკაბიძემ, მე ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ როდესაც ენგურის ხიდზე тётя нина გადადის, ეს მაინც და მაინც არ უნდათო. ეს იყო ნამდვილი ქართველი პატრიოტის ნათქვამი.

რუსეთში მცხოვრები ქართველები ყველაზე ნათელი მოწმეები არიან იმისა, რაც რუსეთში მათთან მიმართებაში ხდება. ზოგიერთი ქართველი ქართველი აღარ არის, როგორც მაგალითად, ოლეგ ბასილაშვისლი - მას გვარი ქართული აქვს, მაგრამ ცხინვალში, ოსების ოჯახში, ომის დროს გაიზარდა. იგი ყველაზე მკაცრად დაესხა პუტინს თავს ცხინვალში მის მიერ ჩადენილი უბედურებისთვის. გავიხსენოთ, ყველაზე დიდი რუსი მწერალი დღეს, ბორის აკუნინი. მან, რომელიც გვარად ჩხარტიშვილია, თქვა, რომ საქართველოში იმ დროს განვითარებული მოვლენები, სხვა არაფერი იყო თუ არა ეთნიკური წმენდა, რაც სისხლის სამართლებრივი ყველაზე მძიმე დანაშაულია. სხვა რუსმა ინეტლიგენტებმაც თქვეს, რომ ამის გამო პუტინს სამხედრო დამნაშავის რანგში გაასამართლებენ.

ეთნიკური წმენდაა, ისიც, რაც დღეს საქართველოში ხდება. თუ ჩვენ ვაღიარებთ, მაშინ რუსეთი მსოფლიოს ეტყვის: საქართველომ აღიარა და თქვენ რა პრობლემა გაქვთ აღიაროთ ის, რომ საქართველოს მისი ტარიტორიის ამხელა, საუკეთესო ნაწილი მოვაგლიჯეთ; თქვენ რა პრობლემა გაქვთ, რომ უპრობლემოდ ჩამოხვიდეთ სოჭის ოლიმპიადაზე? თქვენ რა პრობლემა გაქვთ, რომ რუსეთს დაელაპარაკოთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრს?

რუსებს სწორედ ამისთვის სჭირდებათ ჩვენი პასიურობა და გულში ჩახუტება და არა იმიტომ, რომ მათ უცბათ ძალიან შევუყვარდით. ეს ძველი, სუკ-ის სახელმძღვანელოდან ამოღებული მეთოდებია.

მე ველოდები იმ დროს, თუ როდის მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი რომელიმე "მოგონილი" ქართველი ბავშვისგან წერილს და მიიწვევს კრემლში საცხოვრებლად. თუმცა მას საქართველო, მისი პრეზიდენტი და დამოუკიდებელი მთავრობა არ ეყვარება. მიამიტური მიდგომაა ის, რომ ამბობენ, თითქოს რუსებს ჩვენთან დიალოგი სურთ. ეს მათ ჯერ-ჯერობით არ უნდათ. თუ ოდესმე გაჩნდება ამ დიალოგის წარმოების საშუალება, გარწმუნებთ, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ყველანაირად მიესალმება სახალხო დიპლომატიას. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ყველანაირად იქნება მზად ყველა საკამათო საკითხზე მოელაპარაკოს რუსებს.

ივნის-ივლისის განმავლობაში მე ისეთი რაღაცეები შევთავაზე რუსეთს, რომ საქართველოში ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ეროვნული ინტერესების მოღალატედ გამომაცხადა. ეს ზუსტად იმ ხალხმა თქვა, რომელიც ომის დაწყებაში მადანაშაულებს, ენგურჰესის თემის არ იყოს, რომ სააკაშვილი ყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მზად ვარ ვიყო მაქსიმალურად მოქნილი და გახსნილი, მაგრამ გარწმუნებთ, თუ ჩვენ ფეხზე არ დავდექით, თუ ჩვენი ეკონომიკა არ გადავარჩინეთ, თუ ევროპაში ინტეგრაცია არ მოვახდინეთ, თუ ნატოს არ დავუახლოვდით და ამერიკასთან ხემოწერილი ქარტია არ შევასრულეთ, მოსკოვში ერთი წუთით არავინ არ აღგვიქვამს სერიოზულად. როგორც კი ყოველივე ეს ხელთ გვექნება, ამ პოლიტიკურ თამაშში ყველა სერიოზულ მოთამაშედ აღგვიქვამს. სუსტი საქართველო ყველასთვის ხელის წამოსაკრავი და ფეხქვეს გასათელი იქნება. რუსეთს მოუწევს იმ საქართველოსთან ურთიერთობა, რომელიც მაინც მიდის ევროპისკენ და ნატოსკენ, მაინც ანვითარებს დემოკრატიულ სისტემას და ეკონომიკას, მაინც აშენებს საკუთარ ქალაქებსა და სოფლებს, მაინც აკეთებს გზებსა და ინფრასტრუქტურას, ქმნის სამუშაო ადგილებს. იმ პირობებში, როდესაც კრიზისის გამო რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა ორჯერ შემცირდეს, ბოლოს და ბოლოს, რუსეთს მოუხდება გამოსავლის ძიება და ვალდებული გახდება მოუსმინოს საქართველოს. ოღონდ, არა ისე, როგორც დღეს ელაპარაკება ამერიკას - საქართველო და უკრაინა გვაჩუქეო. ეს არის დღეს რეალურად რუსეთის პოლიტიკური დისკუსია.

ვახო სანაია: ამ ფონზე ენგურჰესი მართვის უფლებით ინტერ-რაოს გადაეცემა, რომელიც პირდაპირ, როგორც ამბობენ, მიბმულია კრემლზე. რატომ ხდება ეს?

მიხეილ სააკაშვილი: ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთის გეგმებზე, მისი მთავარი გეგმა არის ის, რაც 2005 წლის იანვარში განახორციელა - ყველაზე ცივ ზამთარში აგვიფეთქა გაზსადენები, ელექტროსადენები და საქართველო თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ჩააბნელა. მაშინ ჩვენი მეზობლები რომ არ წამოგვშველებოდნენ, ეს კიდევ 4-5 კვირის განმავლობაში გაგრძელდებოდა. ახლა რუსეთმა მთელი ევროპა გათიშა. თქვენ რატომ არ სვამთ კითხვას, რატომ არ გათიშა საქართველო? რატომ - ვუყვარვართ?

პუტინი, რომ გამოვიდა და თქვა საქართველოსაც ვაწვდით გაზს, ჩვენ იმ 20 პროცენტსაც არ ვიღებდით, რომელიც ტრანზიტით გვეკუთვნის. მათი მხრიდან დღეს საქართველოს გათიშვას არავითარი აზრი არა აქვს, რადგან ვიდრე ჩვენი ენერგოსისტემა კორუფციაში იყო ჩაფლული, ჩვენ ყველაფერი შემოგვქონდა რუსეთიდან. მას შემდეგ, რაც ჩავდეთ ფული და მოვაწესრიგეთ სადენები, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აკრძალა, ღვინო, ბორჯომი, მწვანილი, ხე-ტყე და სხვა ყველაფერი, ერთადერთი ექსპორტი ელექტროენერგია გახდა, რასაც რუსეთში ვყიდით. სიხარული და ბედნიერება მათთვის ენგურის მართვაში მონაწილეობა კი არ იქნება, არამედ ის, თუ საქართველოში დენი გაითიშება. მთავარი პრობლემა სწორედ მაშინ შეიქმნება და მაშინ ახდება ჩვენი მოწინააღმდეგისა და მტრების ყველაზე ბნელი გეგმები. მერე ნახეთ პირდაპირი ჩართვები რუსეთის ტელევიზიებზე და ხელის ფშვნეტა, როდესაც აქ დაიწყებენ საბურავების წვას, როდესაც აქ დაიწყებენ ცეცხლის გაჩაღებას და ქუჩების გადაკეტვას. დანარჩენი ყველაფერი არის თეორია და ტვინის უაზრო ჭყლეტა. რა მოხდა იმით, თუ ენგურჰესის მართვაში მიიღეს მონაწილეობა? ვინმეს ენგურის საკუთრება დავუთმეთ თუ რა? ვერ ნახეთ რა ამბავი ატეხა ბაღაფშმა - ჩვენი ინტერესები არ გაითვალისიწინესო. მათი ელექტროსადგური ეს არ არის. ეს არის საქართველოს ელექტროსადგური და აფხაზეთიც არის საქართველო. მათ არაფერი არ შერჩებათ, რაც უკანონოდ, დროებით აქვთ მითვისებული. ბერლინის კედელი 40 წლის შემდეგ დაინგრა და რომელი საბჭოთა კავშირია რუსეთი, რომ 40 წელი შეინარჩუნოს ეს ტერიტორიები, მით უმეტეს, რომ უკვე 15 წელია იქ ზის! მისი სისუსტის ნიშანია ის, რომ იძულებული გახდა ოფიციალურად მოეხდინა ამ ტერიტორიების ოკუპაცია და არ ამოფარებოდა მშვიდობისმოყვარის ნიღაბს.

ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა, რომ მივიღოთ შემოსავალი და გვქონდეს დენი. ამ შემთხვევაში ამის გარანტია არის რუსული მხარის პრაგმატული ინტერესი - თუ რუსეთი გათიშავს საქართველოს, გაითიშება რუსეთის სამხრეთი, სტავროპოლი, კრასნოდარი, აღარაფერს ვამბობ აფხაზებზე, რადგან მათ არც ისინი ადარდებთ და არც მათი ჯარები აფხაზეთში. მათ ყველაფერი ეთიშებათ. ეს რომ არ ადარდებდეთ, დიდი სიამოვნებით გადაგვივლიდნენ გრეიდერით და მიწასთან გაგვასწორებდნენ. ახლა რომ არ გვქონდეს აზერბაიჯანის გაზი, სერბებივით კი არ ვიქნებოდით გაყინული, არამედ მუდმივი გამყინვარების პერიოდში შევიდოდით. ელექტროგადამცემ ხაზებს ჩვენ ვაშენებთ თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და რუსეთისკენ. დღეს რუსეთის სისტემა უფრო მეტად არის დამოკიდებული საქართველოს სისტემაზე, ვიდრე საქართველო რუსეთზე. მათ შეუძლიათ გათიშონ საქართველო, მაგრამ ამ შემთხვევაში მოუწევთ მთელი რუსეთის სამხრეთის გათიშვა. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის არსი. მაგალითად, ისრაელი, ენერგიის უმეტეს ნაწილს - 80 პროცენტს იღებს იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ომის მდგომარეობაში იმყოფება. რა გინდათ თქვათ, რომ ებრაელები ყველაზე სულელები არიან მსოფლიოში, ყველაზე არაპრაგმატულები და არაპატრიოტები? რა თქმა უნდა, ყველაფერი პირიქითაა. ეს არის ჩვენი მტრის თამაში. ის იძულებულია წამოვიდეს კონტრაქტზე, რომელიც შენს ინტერესებს ითვალისწინებს. ამით უფრო მეტ შემოსავალს მივიღებთ, ვიდრე შარშან გვქონდა მათ აგრესიამდე, რადგან ახლა ამ ტერიტორიაზე ოკუპანტი გახდა და იძულებელია ამ ტერიტორიების უსაფრთხოების ვალდებულება იკისროს. ახლა ის ვალდებულია, რომ ყოველივე ამის ლეგალიზაცია მოახდინოს. შარშან აფხაზებს მიჰქონდათ ელექტროენერგიის მეოთხედი ისე, რომ ჩვენ ვუხდიდით ფულს, თანაც მას ფარულად რუსეთში ჰყიდდნენ და იღებდნენ შავ ფულს. ბაღაფში სწორედ ამ ფულით გახდა პრეზიდენტი. ბაღაფში იყო აფხაზენერგოს უფროსი და მის ხელში იყო ელექტროენერგიის ნაკადი. ამიტომაც მოხვდათ გულზე ეს ყველაფერი. ადრე საქართველოში იყო კორუმპირებული ჯგუფი ვინფილდი, ამ ენერგიის ნაწილი, საქართველოს ჩაბნელების პირობებში, გადიოდა თურქეთში და თურქეთიდან ხსნიდა ფულს. ბაღაფშს ნაწილი გაჰქონდა რუსეთში და მისგან იღებდა ფულს. ბოლოს მარტო ბაღაფში დარჩა, ხოლო საქართველომ ეს მხარე მოაწესრიგა. ახლა ბაღაფშსაც ჩაუვარდა საქმე, რადგან ელექტროენერგიის საფასური საქართველოს უნდა გადაუხადოს. რა არის იმაში ცუდი, თუ ჩვენი სახლები გამთბარი იქნება, ქუჩები განათებული, ხოლო ჩვენი ხალხი უკეთესად იცხოვრებს? ამაში ცუდი რა არის? ჩვენ ვლაპარაკობთ სამუშაო ადგილებზე. წარმოიდგინეთ, რომ ენგური გაგვეთიშა და რუსებთან არაფერს არ ვაწერთ ხელს. ენგურის წყალსაცავი გახდება ჩვეულებრივი ტბა, სადაც შეგვეძლება თევზაობა, მაგრამ საქართველო ავტომატურად დაკარგავს იმ სამუშაო ადგილების ნახევარს, რაც დღეს გვაქვს. აი, ეს არის საფრთხე და არა მითიური ამბავი ენგურის გასხვისების თაობაზე.

ამას წინათ მოვისმინე ექსპერტის ინტერვიუ, რომელიც რაღაც სიმბოლოებზე ლაპარაკობდა, მაგრამ ვერც ერთი საფუძვლიანი არგუმენტი ვერ დაასახელა. სიმბოლო იქნებოდა გაყინულ თბილისი, დამწვარი საბურავები და გადაკეტილი გზები. აი კონკრეტული სიმბოლო, რომელიც მახსოვს 92-93 წლების პერიოდში.

თუ ვინმეს უნდა სააკაშვილის გასამართლება იმისათვის, რომ შევარდანაძესავით საქართველო არ ჩავაბნელე, ეს მათი საქმეა. დამაცადონ, მე შევქმნი ეკონომიკას, ავუშენებ გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, შევქმნი სამუშაო ადგილებს და შევინარჩუნებ სახელმწიფოებრიობას. აღარ ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი და მერე უნდა პასუხი მაგებინონ და უნდა ტელევიზიით გამაკრიტიკონ.

რუსების ინტერესს წარმოადგენ ის, რომ ამ დოკუმენტის გარეშე ჩვენთან კომერციულ გარიგებას ვერ დადებს. ეს ყველაფერი ერთიანი სისტემის ნაწილია. ის ვალდებულია გაითვალისწინოს საერთაშორისო თამაშის წესები, ამ წესების მიხედვით კი საქართველო ამ ტერიტორიის ტიტულარული მფლობელია. ჯერ მსოფლიო ისე არ წამხდარა, რომ პუტინმა მთელს მსოფლიოს მოახვიოს თავს თამაშის საკუთარი წესები. ჯერ-ჯერობით არსებობს მსოფლიოს თამაშის წესები და დროებით არის რუსეთის გზააცდენილი მთავრობა, რომელიც მთელ მსოფლიოში არღვევს თამაშის ყველა წესს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის კომპანიებსაც იგივე ეპატიებათ ლონდონში, პარიზში და სინგაპურში - ეს საქმე იურისტების გასარკვევია.

უკვე გავაფორმეთ მემორანდუმი, მაგრამ კონტრაქტზე ჯერ-ჯერობით სამუშაო არ სრულდება. როგორც არ უნდა იხტუნაონ, არ დავუშვებ, რომ საქართველო ვინმემ ჩააბნელოს. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. თქვენ რას ეჭვობთ, რომ სააკაშვილი რუსებს შეეკრა ჩუმად? საქართველოს მთავრობამ გაბედა ის, რაც ვერ გაბედა ევროპამ და რუსეთის წინააღმდეგ გაისროლა იარაღი, როდესაც ის შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი რამ ისტორიაში ძალზე ცოტა ვინმეს გაუკეთებია. თქვენ ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ ჩვენ რუსებს შევეკარით? ხომ ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის.

ჩვენ რა, კორუმპირებულ შემოსავალს ვიღებთ? ვინმეს აქვს რაიმე ინდიკაცია ამ თემაზე? ხომ ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის? მაშინ რატომ შეიძლება ჩვენ გვეკამათებოდნენ იმის თაობაზე, რაც ელემენტარულია? ჩვენი ამოცანაა, რომ 1994-95 წლებისგან, განსხვავებით, როდესაც საქართველოში იყო სამოქალაქო ომი, როდესაც საქართველოს ეკონომიკა და ენერგეტიკა ჩამოიშალა, არ დაუშვათ ამის განმეორება და აღმოვჩნდეთ უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე.

ლენინი ამბობდა: "კაპიტალისტები ერთ დღეს თავად მოგვყიდიან თოკს, რომელზეც ჩამოვახჩობთო". თუ ეს თოკის მოყიდვის პროცესია, მაშინ ის აუცილებლად უნდა შევიძინოთ და არ გულისხმობს მტერთან კომერციულ ურთიერთობებში შესვლას. ამ შემთხვევაში ენგურჰესს არ ვგულისხმობ.

შეკითხვა: ბატონო მიხეილ კიდევ ერთი შეკითხვა მინდა გაგიმეოროთ, რომელიც სტუდია რუსთავი -2 ზე დაისვა, როდის მისცემთ "ალიას: ინტერვიუს?

მიხეილ სააკაშვილი: როცა გავთავისუფლდები, როცა გადავწყვეტ ეკონომიურ პრობლემებს, როცა ავაშენებთ სავადმყოფოებს, როცა მივხედავთ ოჟახებს, ბავშვებს, გავხსნით სავადმყოფოებს, ამბულატორიებს. როცა ყველა სოფელში გაზს და დენს შევიყვანთ, არხებს ავაშენებთ ყველგან. ტრაქტორებს მივიყვანთ ყველგან, შემდეგ აუცილებლად მივცემ ინტერვიუს "ალიას". მე კითხვებს ყოველთვის ვცემ პასუხებს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ხალხისგან წამოსულ კითხვებს. გარდა იმისა, რომ თქვენ ჯურნალისტები ბრძანდებით და ძალიან გაცნობიერებული და ინფორმირებული ხალხი ხართ, ასევე ჩვენი ხალხის ძალიან ერთგული მოქალაქეებიც ხართ.

შეკითხვა: ბატონო მიხეილ, მაქვს ერთი შეკითხვა, რომელიც ეხება პრემიერ-მინისტრს, ის ავადმყოფობს, პოლიტიკური თემები რახან გვაქვს მინდა დაგისვათ ეს შეკითხვაც. საუბარი იყო დაპირისპირებაზე თქვენსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ის მკურნალობს, რეალურია თუ არა ერთ მშვენიერ დღეს პრემიერ-მინისტრი აღარ იყოს გრიგოლ მგალობლიშვილი და იყოს ვინმე სხვა?

მიხეილ სააკაშვილი: ერთ მშვენიერ დღეს ძალიან რეალურია, რომ პრემიერ არ იყოს მგალობლიშვილი, სააკაშვილი არ იყოს პრეზიდენტი, და თქვენც კი არ იყოთ ჯურნალისტი, თუმცა ეს ბევრად უფრო დიდ ხნის შემდეგ იქნება.

შეკითხვა: თუ გავიხსენებთ ნოღაიდელიც საავადმყოფოში იყო?

მიხეილ სააკაშვილი: რაც შეეხება ნოღაიდელს, ორი თვე, იკეთებდა ძალიან მძიმე ოპერაციას გულის. მინდა გითხრათ, რომ დავით ბაქრაძე ბოლო სამი კვირა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფება.

შეკითხვა: ეპიდემია ხომ არ არის მთავრობაში?

სააკაშვილი: სანამ, მე კარგ ფორმაში ვარ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომ საქართველოს მთავრობას მაშტაბური დაცემა არ ემუქრება. ქათმის ჭირი ან ჟილეხი გავრცელებული არ არის. ეს ხუმრობით და ისე მინდა გითხრათ, რომ მართლა ეს არის ძალიან მძიმე და სტრესული შრომა. ყველამ იცის გამგებლები მუშაობენ ასე, გუბერნატორები მუშაობენ, ჩვენ არა გვაქვს სამუშაო ნორმირებული დღე, ჩვენ არა ვართ ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ნორმალური მთავრობა. ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში, ეკონომიკური კრიზისის დაწოლის ქვეშ და განსაკუთრებული რეფორმების პერიოდში მყოფი მთავრობა, რომელიც მუშაობს სამჟერ-ოთხჟერ მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ეს არის ხალხი, ვისაც აღარ აქვს პრაქტიკულად არაფერი, გარდა თავის სამსახურისა. ეს არის ხალხი, რომელიც დილის სამ საათზე მიდის სამსახურში. მაგალითად გიგის ვურეკავდი დილის სამ საათზე და ის ჟერ კიდევ სამსახურში იჟდა. მე გავაფრთხილე, დეკემბერ-ნიემბერში, რომ ესე ნორმალური ადამიანი ვერ გაძლებს. სხვათაშორის ლაშა ჯვანია ყველას მოუწოდებს ვარჟიშისაკენ. მე ყოველდღე ვვარჟიშობ. გარდა იმისა, რომ ვმუშაობ ძალიან ბევრს, უნდა ივარჟიშო. გრაფიკი და რეჯიმი უნდა გქონდეს და დისციპლინაში უნდა ჩაეწერო. "ალიამ" აიტაცა რუსული ინფორმაციები თუ პირიქით მოხდა, რომ ინფორმაციები იყო, ჟერ თქვეს, რომ სააკაშვილმა მგალობლიშვილს თავში ჩაარტყა, მერე გაიგეს, რომ თირკმელები სტკიოდა და თქვეს, რომ თირკმელებში ჩაარტყა სააკაშვილმაო.

შეკითხვა: დაპირისპირების თემა საინტერესოა?

სააკაშვილი: შევამჩნიე ერთი რამ, საქართველოში არის პატარა ჟგუფი, უფრო ძირითადად ქალაქის ცენტრში ოპერირებს, რომლებიც დღე და ღამე დაკავებულები არიან ჭორების მოგონებით. და მერე ამ ჭორების განცხრომით დაჟერბით. რაც უფრო ცუდი ჭორია, მით უფრო დიდი სიამოვნებით იჟერებენ და მით უფრო დიდი სიამოვნებით ავრცელებენ და მერე ყვებიან. მგალობლიშვილზე ჟერ თქვეს რომ უყვირაო, მერე თქვეს უყვირა კი არა თავში ჩაარტყაო, თავში ჩაარტყა კი არა საფერფლე ესროლაო, საფერფლე ესროლა კი არა წიხლით შედგაო. მრავლდება დრამატიზმი და მერე ბოლოს ჩემი ერთი ნაცნობის შვილი მშობიარობდა ამას წინათ და სამშობიაროს პერსონალმა ჩვენ თვითონ ვნახეთ რუსულ არხზე, სატელიტით იყო გადაღებულიო როგორ ცემდა სააკაშვილი მგალობლიშვილსო. ჩვენი თვალით ვნახეთო, ცოცხალი მოწმე არსებობდა. როგო შეიძლება ცოცხალ მოწმეს არ დაუჟერო.

რატომ ვყვები ამას, ამასწინათ ბაქრაძე გახდა ავად, თირკმელებზე ჰქონდა პრობლემა, რაღაც პრეპარატი შეუყვანეს, არ გასინჟეს ალერგიაზე, გაუჩერდა გული და ჩავარდა კომაში. შეიძლება ამას არ უნდა ვყვებოდე, დედამის ვუმალავდი, მაგრამ ეხლა კარგად არის და შეიძლება ვთქვა. თუ პარლამენტის თავმჟდომარეს ასეთი პრობლემები შეუქმნეს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს რა პრობლემები აქვთ ხშირად, მე თვითონ ექიმების ოჟახიდან ვარ და ნამდვილად ექიმების მხარეს ვარ, მაგრამ ხშირად არაკვალიფიცირებულობის და არაკომპეტენტურობის გამო, სესაძლოა ყველაფერი მოხდეს. შემდეგ ბაქრაძე გამოვიდა ტელევიზიით და ექიმებს მადლობა გადუხადა, ნამდვილად არ იყო მადლობა იქ გადასახდელი. კინაღამ ეს კაციც შემომეცალა ხელიდან. საავადმყოფოდან მესიჟში მწერდა ბაქრაძე: დამჩხვლიტეს, დამხვრიტეს, გამპარსეს რაღაცეები დამკიდეს სისხლისგან დამცალეს, მაწვალეს, მოკლედ აქაც პარლამენტივით ყოფილაო. მერე ეს მესიჟი გადავუგზავნე მგალობლიშვილს, რომ მარტო შენ არ ხარ ამ მდგომარეობაში, რომ ცოტა დამეწყნარებინა. მერე ბაქრაძეს მივწერე, რომ ძალიან გთხოვ, ეხლა დაგირეკავენ რუსები ან "ასავალ-დასავალი" და არავითარ შემთხვევაში არ უთხრა, რომ თავში კომბალი გირტყესთქო. Aაი, ეს იმიჟი მაქვს, რომ გალეშილი, მობილურით დავსდევ პრემიერებს ოთახში, რუსები ამბობენ დაულაგებელი, თავქარიანი, საშიში ვარ. ძალიან საშიში მე ვარ ჩემი მტრებისთვის და არა საქართველოს მთავრობის წევრებისთვის და არა შიდა ოპოზიციონერებისთვის. მერე როგორც ვუთხარი მაშინ იმ გადაცემაში, არჩევნების წინ, ნუ გეშინიათ, ჩემი შიში არ სჭირდება არავის. მთავარი არის ის კი არა, რომ ვიღაცა ავად გახდება ან ვიღაცა ჩაწვება, არამედის ის, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს გამართულად, საქართველოს მთავრობა მუშაობს დღე და ღამე ყველა პროგრამა სრულდება და ყველა პროგრამა შესრულდება კიდე უფრო მეტად. რაც შეეხება გეგას, გუშინ მის ექიმს ველაპარაკე და ის ამბობს, რომ კარგად მიდის საქმე. იმედი მაქვს, რომ ის დროზე დაბრუნდება მწყობრში. იმედი გვქონდა, ყველაფერი იყო კარგად და ექვსი დღის თავზე ისევ გაურთულდა. საქართველოს მთავრობა არის ერთი ორგანიზმი და სააკაშვილი რომ გამოვაცალოთ ამ მთავრობას, ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება ძალიან მწყობრად გააგრძელონ ფუნქციონირება და გარწმუნებთ, რომ ყველა დანარჩენი არის ურთიერთჩანაცვლებით და ყველა დანარჩენი მოქმედებს ერთად. Aდრე საქართველოს მთავრობის მინისტრები ელეპარაკებოდნენ ერთმანეთს გაზეთების მეშვეობით. შევარდნაძის მთავრობაში, მე მახსოვს კარგად. ერთი მინისტრი წაეჭორავებოდა ჩემზე თარგამაძეს, მერე მე მკითხავდნენ და ამას წაიკითხავდნენ. ერთმანეთს კი არ ველაპარაკებოდით, ერთმანეთის გვერდზე ვიჟექით მე და ზალიკო, ერთმანეთთან არ გვქონდა ურთიერთობა. გვქონდა ურთიერთობა გაზეთების მეშვეობით. ეხლა ჩვენ ჭორებითა და გაზეთებით არ ვურთიერთობთ. ამიტომ შეიძლება არ გვრჩება დრო გაზეთების წაკითხვის. გაზეთების მთავარი არსი ის იყო, რომ იმან ჩემზე რა თქვა. ეხლა ჩვენ, როგორი განსხვავებული ხალხიც არ უნდა ვიყოთ, როგორი სხვადასხვა სოციალური წარმომავლობაც, ა ასაკი და სხვადასხვა გემოვნება არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ვურთიერთობთ პირდაპირ საქმიდან გამომდინარე და გვაქვს გაცნობიერებული ის დიდი ამოცანა, რომელიც დგას ჩვენს წინაშე - ეს საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა, სახელმწიფოებრიბობა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენი ქვეყნის წინსვლაა, მიუხედავად ძალიან რთული საერთაშორისო ადგილობრივი კონუქტურისა.

შეკითხვა: ბატონო მიხეილ რახან პოლიტიკურ საუბარში შემოვიდა ჟანდაცვის სქემა იძულებული ვარ წარვადგინო მოქალაქეების შეკითხვები, ჟანდაცვასა და პენსიებზე?

შეკითხვა: ბატომო მიხეილ, გთხოვთ მიპასუხოთ, როდის გაუმჟობესდება ხალხის სოციალური მდგომარეობა. დაპირებულ პენსიას 100 დოლარს როდის მივიღებთ და პედაგოგებს დაპირებულ ხელფასზე როდის მოგვემატება 50 ლარი?

ახმეტის საჟარო სკოლის პედაგოგი: ჩვენ სკოლაში ჩატარდა რეაბილიტაციის პროცესი ი.გოგებაშილის პროექტიდან, ოღონდ ნაწილობრივი რეაბილიტაცია, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი გაგრძელდება თუ არა რეაბილიტაციის პროცესი და დამთავრდება თუ არა ჩვენი სკოლის შიდა სარემონტო პროცესები. და მეორე შშეკითხვა, გაგრძელდება თუ არა მასწავლებლების ხელფასის ზრდა.

ქალაქში გავრცელდა ასეთი ხმები, რომ პოლიკლინიკებში მედპერსონალების არ ექნებათ მოჭრითი ხელფასი და რით დაგვაიმედებთ.

ჩვენ ვთვლით ექიმები, რომ ჟანმრთელობის, სოციალური და შრომის დაზღვევის გაერთიანება ერთ სამინისტროში ეს არის უხეში დარღვევაა, იმიტომ რომ სოციალურ ფონზე სამუშაო მოწყობის სფეროში მთლიანად გაქრა ჟანმრთელობის სამინისტრო. თუ არის შესაძლებლობა გადაიხედოს ეს საკითხი და გამოიყოს ჟანმრთელობის სამინისტრო და სოციალური და შრომის მოწყობის ერთმანეთისაგან ჟანმრთელობის სამინისტრო იქნება უფრო პრაქტიკული და უფრო გამოინახება უფრო მეტი დრო არსებული საკითხების და პრობლემების განხილვისათვის.

ჩემ ქუჩაზე ისეტ ხალხს მისცეს დახმარებაც და პოლისიც, ვინც გაფუფუნებულნი არიან ფართც აქვთ, ღმერთმა ყველას მისცეს კარგი არავისთვის არ მენანება, ყველა ოჟახის ჭევრიც მუშაობს და იმატ ეხმარებიან, თურმე მე არც ერთი ოჟახის წევრი არ მუშაობს, და მადლობელი ვარ მამა ისაკის, რომ უფლება მომცა რომ აი აქ რაღაცეები გავყიდო და მშივრები არ დამიწყდნენ შვილები

შესაძლებელია თუ არ ამ სახელმწიფოში წელს პენსიების გაზრდა.

სააკაშვილი: მე აქ მოვედი ბებიაჩემის სახლიდან სადაც დიდი ლექცია წამიკითხა

საქართველოს მედიცინაში არსებულ პრობლემებზე. ეს ცალკე თემაა კიდე. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რაც შეეხება პოლიკლინიკებს, ჩვენი პირველადი ჟანდაცვა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ეჭვს ბადებს დაფინანსება ამისი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად მილლიონ ადამიანამდე მართლა დაზღვეულია საქართველოში ეს მართლა რეალური პოლისია. ალბათ გახსოვთ 90-იან წლებში პოლისი, რომელიც არაფრით იყო განაღდებული. მე ეხლა ერთადერთი რითაც ვარ კმაყოფილი, თუმცა კმაყოფილების საფუძველი ჩვენისთანა ქვეყნის პრეზიდენტს ზოგადად ნაკლები უნდა ჰქონდეს და ასე თუ ისე რითიც ვარ კმაყოფილი დავდივარ და ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვიყავი და თქვენმა პოლისმა გადაგვარჩინა. მაგრამ უნდა იყოს სწორი დაფინანსების სისტემა, სწორი დაფინანსების სისტემა არის, როცა ვაუჩერი მიყვება პაციენტს. პაციენტს თუ ეყოფა დაფინანსება და არა პირიქით. ამას ეფუძნება სწორე ის, რომ ეს სამინისტროები ერთად არის. ზედმეტი ბიუროკრატია იწვევს დუბლირებას, მე მესმის, რომ მედიცინას უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი და არის საფრთხე, რომ ჩაიკარგოს. მაგრამ მეორეს მხრის უნდა გვესმოდეს, რომ თუ ორიენტაცია არ იქნება პაციენტზე ადრე პაციენტს სჭორდებოდა ექიმი, ექიმს სჭირდებოდა პაციენტი და ისინი ერთმანეთს ვერ პოულობდნენ და სახელმწიფო ვერ ახორციელებდა ვალდებულებების განაღდებას. და უნდა შექმნა ამიტომ სისტემა, როცა ადამიანს შეიძლება მიჰყვეს თავისი სოციალური ვალდებულება, ე სარის ზალიან კონკრეტული და ზალიან მნიშვნელოვანი რამ. ახლა მოგახსენებთ მასწავლებლების ხელფასის მომატება უკვე დაიწყო, ვთქვით ჩვენ 37 ლარი მოემატებათ ახლა და 27 ლარით მოემატება შემოდგომაზე. საერთო ჟამში საშუალო მატება ხელფასზე თავისი გადაანგარიშებით არის სამოცი ლარი. შარშან ავიდა 260 ლარამდე ხელფასი პედაგოგების, 290 ლარი ამ მომატების შემდეგ, 320 ლარამდე ავა საშუალოდ შემოდგომის მომატების შემდეგ და მე მესმის , სკოლების რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამი ამბიციაა და მე ამას გავაკეთებ ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2013 წლისათვის საქართველოში ყველა სკოლა იქნება ევროპული დონის. დაწყებული სველი წერტილიდან, ეს ყოველთვის საზიზღრობა იყო ცვენ სკოლებში, დამთავრებული ბუფეტებით,საკლასო ოთახებით, ინვენტარებით. ჩვენ ჩავატარეთ კომპიუტერიზაციის პროგრამები და იცით, რომ ყოველ 20 ბავშვზე არის ერთი კომპიუტერი და სკოლებში ჩვენ ვახალისებთ წარჩინებას.რას ნიშნავს, რაღაც მომენტში გაუქმდა ეს ოლიმპიადები, გაუქმდა ოქროს მედლები და ეს იყო დიდი სისულელე, იმიტომ, რომ მე მაქვს აღებული ოქროს მედალი, ძალიან ვამაყობ ამით, ყველაზე დიდი ჟილდოა რაც მქონია, მაგრამ ოლიმპიადებს ველოდებოდი გულისფანცქალით, ოლიმპიადაში გამარჟვება იყო დიდი მოვლენა, ბავშვს უნდა მისცე სტიმული, რომ უკეთესად ისწავლოს და ჩვენ რა რა პრობლემა იყო, გავაუქმეთ ოლიმპიადები ეხლა შემოვიღეთ ოლიმპიადები, რამდენი მილიონია ოლიმპიადებისათვის გათვალისწინებული ოლიმპიადების ჩატარებაზე, 8600 წარჩინებულმა ბავშვმა მიიღო წელს კიმპიუტერი და წელს ამდენივეს მივცემთ მიუხედავად ფინანსური სიძნელეებისა. ჩვენ ვარემონტებთ სკოლებს, მართლაც ზოგიერთი სკოლა მსოფლიო დონისაა. გუშინ გვარამიასთან მქონდა თათბირი უნდა ყველა სათანადო დონეზე გავაკეთოთ, ზოგგან არასწორად იყო გაკეთებული, არ იყო ერთნაირი მიდგომა ყველგან უნდა გაკეთდეს თანაბრად. ამიტომ ჩვენ მივყვებით და ყველა სკოლა, ზოგი რეგიონში უფრო ადრე, ზოგ რეგიონში უფრო გვიან, ყველა სკოლა იქნება ევროპული დონის და ბავშვებს ექნებათ ეს სტიმულები. არა მარტობავშვებს, ასევე სტუდენტებს, 1800-მა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო 150 ლარიანი სტიპენდია საპრეზიდენტო შარშან. და წელს იგივე იქნება. ხომ პატარა დეტალია, ზოგიერთისთვის, მაგრამ იმ ახალგაზრდისთვის 150 ლარი ჟიბის ფული ან საჭმლის ფული, რომელიც რეგიონიდან არის ჩამოსული, მაგალითად თბილისელში გაჭირვებული ოჟახიდან არის, შეიძლებასაჭმლის ფოლიც ჰქონდეს. ბინის ფელიც ჰქონდეს და თავისი შეყვარებული წაიყვანოს კინოში ან კაფეში კვირაში ერთხელ. ესეც რაღაც არის. მაგრამ მთავარი მოქმედი პირი განათლების რეფორმის ე სარის მასწავლებელი- პედაგოგი. ამიტომ, ჩვენ პედაგოგებს მოვუმატეთ ხელფასი დამრიგებლებს ჰქონდა 12 ლარი დანამატი ხელფასზე და იმასაც არ იღებდა სრულად ხელზე. დამრიგებელი წამყვანი ფიგურა იყო. თქვენმა წამყვანმა თოლორდავამ იცის, რომ ჩემი პირველი დამრიგებელი იყო ნინელი თათარაშვილი. ნინელის ეს სითბო გამყვა მთელი ცხოვრება. პედაგოგი, დამრიგებელი იყო მთავარი ფიგურა ბავშვისთვის. ჩვენ ვლაპარაკობთ სკოლებში დისციპლინაზე, ვეკითხები გვარამიას. დავავალე, რომ აღვრიცხოთ რამდენი ბავშვი დადის სკოლაში, დასწრება. მე ბავშობაში ერთიორჟერ შატალოზე, რომ წავედით, ანდროპოვის დრო იყო მძიმე, გვიჭერდნენ, კინოში შემოდიოდნენ, ანთებდნენ შუქს გაჰყავდათ ბავშვები, ყურებით მიგვათრევდნენ მილიციაში და გვაწერინებდნენ ახსნა-განმარტებით ბარათებს. ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, მაგრამ გვარამიამ მითხრა, ამის აღრიცხვა შეუძლებელია რადგან უმეტეს სკოლებში, თბილისის ცენტრში, იმის გამო, რომ ჩვენ მივეცით სრული დამოუკიდებლობა, სასკოლო ჯურნალი გაუქმებულია. ამიტომ აღრიცხვა ბავშვი დადის თუ არ სკოლაში აღარ წარმოებს. ნიშნების სხვა სტიმულები გაქრა და სწავლის სტიმულებიც არ არის. განათლების რეფორმა იყო უნიკალური გარღვევა და დიდი მიღწევა ჩვენის სახელმწიფოსი. იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიტანეთ ერთიანი გამოცდა, რომელმაც მთლიანად გადმოაყირავა ეს უსამართლო სისტემა და სწორად დააყენა თავის ფეხებზე უნივერსიტეტებში მიღების. ბევრი სხვა რაღაცა დარჩა და რა თქმა უნდა ბევრი შეცდომებიც დაშვებული იქნა. შუძლებელია, რომ კატასტროფული შენიშვნები გქონდეს სკოლის მიმართ მშობლებს, ბავშვებს და ხელი ვერ დააკარო იქ დირექციას, იმიტომ რომ შემოწმების არანაირი მექანიზმი არ არსებობს. შემოვიტანთ მექანიზმს, სტანდარტებს დავუწესებთ, შეუძლებელია ყოველ წელიწადს სახელმძღვანელოები იცვლებოდეს და იმის გამო, ერთი კლასიდან მეორე კლასში, რომ გადადის, ვთქვათ შენ დას გინდა გადასცე ეს წიგნი, მეორე წელს გამოდის ახალი სახელმძღვანელო, ეს ხომ სრული სისულელეა, რა იცვლება ერთ წელიწადში საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საზხელმძღვანელოში. ასე, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დავაყენოთ მასწავლებელი ამის ცენტრში. ამიტმო დამრიგებლის ხელფასი 60-70 ლარი, მაგალითად სკოლის ფიზკულტურა ვიღაცას გამორჩა შემთხვევით არ იყო და იმედია აღდგება ეს და ვპარლამენტში შევიტანეთ. ფიზკულტურის მასწავლებელს არ ჰქვია პედაგოგი. ჰქვია კონტრაქტით მოყვანილი რაღაცა ან ვიღაცა სკოლაშI. ისედაც ჩემს ბავშობაში აღარ დადიოდნენ ახალგაზრდები ფიზკულტურაზე და ეს იყო ტრაგედია. ახლა დარბაზები დაინგრა და მასწავლებელიც გაუქმდა. ზოგგან გაუქმდა და ზოგგან არ გაუქმდა. განსაკუთრებით სოფლებში შენარჩუნდა დისციპლინა. განსაკუთრებით სამეგრელოში, აღფრთოვანებული ვარ. და რანმდენიმე რეგიონში, მაგალითად კახეთში, მაგრამ ქუთაისში ვიყავი საოცარი სკოლაა 1 სკოლა, საოცარი ტრადიციები აღვადგინეთ, უნიკალური შენობაა და უნიკალური ხალხია. შენობა შეიძლება აშენდეს, მაგრამ ხალხს ვეღარ შექმნი, თუ ეს ხალხი არ დააფასე. და აი ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება, რომ პედაგოგი გახდეს ცენტრალური ფიგურა ისევ, მას ჰქონდეს ავტორიტეტი, მას ჰქონდეს ერთ მხრივ ავტონომია, მეორეს მხრივ მან თავისთავს რომ წაუყენოს პირობა ამისათვის მას უნდა ჰქონდეს ხელფასი. და გარწმუნებთ, ამრეკაში უკეთესი პედაგოგები არ არიან. სისტემა მუშაობს უკეთესად. ჩვენ ამ პედაგოგების პირობებში შეგვიძლია გავაკეთოთ კარგი სისტემა. ნუ ნერვიულობთ არაფერი არ ხდება.

ტელეკომპანია "იმედი"

შეკითხვა: 74 სკოლის პედაგოგი, დამეთანხმებით, რომ კარგია გარემონტებული სკოლები,

ინტერნეტი, მაგრამ მთავარი სკოლებში მაინც არის განათლების ის ხარისხი, რასაც მასწავლებელი იძლევა, თუმცა მასწავლებლის ძალისხმევაც არ არის საკმარისი, იმისათვის, რომ სკოლებში სწავლის დონე გაიზარდოს. საჭიროა სახელმწიფოს ძალიან აქტიური ჩართვა, პირველ რიგში სახელმწიფოს ვალია ის, რომ განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის ყველა პირობა შექმნას. რა იგეგმება ამ მიმართულებით?

123 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კვიტაიშვილი. ჩემი სკოლა არ გამოირჩევა მოსწავლეთა მრავალრიცხოვნებით, მოგეხსენებათ მცირე კონტიგენტიან სკოლებს ვაუჩერული დაფინანსების გამო ერთი პერიოდი ძალიან უჭირდათ, მაგრამ უკვე შეიცვალა დაფინანსების წესი და დღეს ოპტიმიზაციის მოლოდინი უკვე აღარ გვაქვს. გვაინტერესებს კიდევ რა ცვლილებები იგეგმება სკოლების ფინანსური საკითხის გაუმჟობესებისათვის?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ნემსაძე. მოგეხსენებათ, მედიცინა ცვალებადი პროფესიაა, აქედან გამომდინარე, ექიმის განათლების ხარისხის შემოწმება სახელმწიფო პრეროგატივაა და ექიმთა რესერტიფიცირების გაუქმების შემდეგ, რომელიც უკვე მოგეხსენებათ განხორციელდა, რა რეფორმები იგეგმება სახელმწიფო განათლების სფეროში?

ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი- ზაზა სინაურიძე. მოგეხსენებათ სადაზღვევო კომპანიების ამოქმედებასთან ერთად კლინიკებს მიეცათ საშუალება დივერსიფიკაცია მოეხდინა თავის შემოსავლების. ადრე თუ შემოსავლები მოდიოდა სახელმწიფო პროგრამიდან და თვითონ პაციენტების ჟიბიდან, დღეს რამოდენიმე უფრო სწორად 8-9 კომპანია ავად თუ კარგად იხდის ამ დაზღვეული პაციენტების თანხას. მაინტერესებს სამომავლოდ ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკის სამომავლო დაგეგმვისათვის? ამ ეტაპზე დივერსიფიკაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ხანგრძლივი გეგმები დავალაგოთ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმთა სახელით, მინდა გთხოვოთ და გადმოგცეთ სასწრაფოს ექიმთა თხოვნა, 28 იანვარს 100 წლის იუბილეს ვზეიმობთ, გვინდა გადმოგცეთ და მოგიწვიოთ ამ საიუბილეო საღამოზე, რომელსაც ვატარებთ რუსთაველის თეატრში. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან ერთად ყოფნა.

სააკაშვილი: ბოლო მოწვევიდან მინდა დავიწყო. მსიამოვნებს, 100 წლის სამსახურის წარმომადგენლისთვის ქალბატონო, თქვენ ძალიან კარგად გამოიყურებით, სიამოვნებით მივალ და იმედია ჩვენი მთავრობის წევრების უმეტესობას სასწრაფოთი მიყვანა არ დასჭირდება და თავისის ფეხითაც შესძლებს მისვლას. ნამდვილად საკუთარი ფეხით მივალ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ ხაქართველოში 03-ს ინსტიტუტის აღვადგინეთ ყველამ ერთად, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, 03-ს ინსტიტუტი მუშაობს. არ არის ადვილად საქმე, მე ვიყავი ამასწინათ მათთან შეხვედრაზე სულ რეგულარულად ვხვდები ამ სამსახურს. აღმოვაჩინე, რომ მძღოლი იღებს 150 ლარს ხელფასს. მე გავეცი განკარგულება მომატებაზე. ძნელია მოსთხოვო კარგი მუშაობა ასეთ მძღოლს, როცა სასწრაფო დახმარების მანქანას განსაკუთრებით კვალიფიკაცია სჭირდება, განსაკუთრებული სიჩქარით მისვლა, ვთქვათ ექიმი მეტს იღებს, მაგრამ მძღოლი წარმოუდგენლად ნაკლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური, ეს არის პირველი შეხება ადამიანის განსაკუთრებულ პირობებში. მაგრამ დავფიქრდეთ ხალხო, 5 წლის წინ, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა ნომერი, სადაც შეგეძლო დაგერეკა ცუდად გახდომის შემთხვევაში, არსებობდა პოლიციის გამოძახების ან თუ დარეკავდი არავინ მოვიდოდა. რამხელა გზა განვლო ჩვენმა ქვეყანამ. ხომ თიქთოს არაფერი არ არის, შევეჩვიეთ, ჩვენთვის ჩვეულებრივია. ეს არ არის ნამდვილად ჩვენი დამსახურება, მე ვამბობ მთავრობაზე. ეს არის თქვენი დამსახურება, იმ ხალხის ვინც სტუდიაში ხართ შეკრებილი და სხვა ვინც ახლა მუშაობს, ვინც ახლა შრომობს, მე არასოდეს დამავიწყდება, როცა დავრბოდი ცხინვალი-გორის ტრასაზე, როცა გვბომბავდნენ, როგორ წარბშეუხრელად მუშაობდნენ სასწრაფოები წინ და უკან, აუღელვებლად ბომბების ქვეშ. წყნარად, მშვიდად, ეს ნამდვილი გმირობა იყო ყოველგვარი გაზვიადებების გარეშე. აქ ხშირად ქილიკი უყვართ ტელევიზიებში გაზეთებში, ჩვენი ხალხი და ჩვენი გმირობა, ნამდვილი გმირობა იყო, მე ვიყავი ამის მომსწრე. ის სხვა ქვეყნის სამსახურები ასე ვერ იმუშავებდნენ ამ პირობებში. ეს არიან ინდივიდუალური ადამიანები, რომელთა სახელებიც და გვარებიც შეიძლება ბევრს არ ახსოვს. იგივე განათლებაზე ტირძისის სკოლა ავაშენეთ. ტირძისის სკოლას, რომ შემოვიდნენ რუსები, ეცნენ გადაასხეს ბენზინი და ცეცხლი წაუკიდეს ულტრათანამედროვე სკოლას. და ყველას, ვინც სახლიდან ცხვირს ყოფდა, ესროდნენ. გამოვიდნენ ქალები, მე მათი სახელები და გვარები პირადად არ ვიცი, მაგრამ განათლების მინისტრი შეხვდა და მეც მინდა შევხვდე. მათ, საკუთარი სიცოცხლის ფასად წყლები ატარეს იქიდან და გადაარჩინეს საკუთარი სკოლა. Aაი, საქართველოს უცნობი გმირები. აი, ნამდვილი გმირები. ამ სკოლის მშენებლობაში ჩემი გულის ნაწილი ჩავდე და ჩემი ინიციატივით აშენდა, ბევრი უბედურება ხდებოდა იმ დღეებში საქართველოში, და სულ მქონდა აზრი, რა მოუვა ამ სკოლას, რა მოუვა და ამ ქალბატონებმა მე პირადად გადამირჩინეს ეს სკოლა, თავის სოფელს და თავის ბავშვებს. ამ ქალების წინაშე ვარ განუზომელ ვალში. რაც შეეხება ქალბატონ ქეთევანს, სერტიფიცირება მართლაც გაუქმებულია. ჩვენ ვაშინებდით აი წელს გაგაგდებთ, მომავალ წელს გაგაგდებთ, ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ განათლებაში უნდა ჩავდოთ მეტი ფული, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ცენტრები, ბაბუაჩემი მიხეილ სააკაშვილი იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორი და ჩემ ოჟახში ეს ტრადიცია არსებობს, მე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი აქ მთლად რიგში არ არის სწორედ. გულის ტკივილით მინდა ვთქვა, არასდროს არ დამავიწყდება ჩემი შეხვედრა 2007 წლის ნოემბერში, ძალიან რთულ პერიოდში. პირველი მორალური მხარდაჭერა მე თქვენგან მივიღე. რა თქმა უნდა ყოველთვის ვიქნები ჩემი წარმოშობიდან გამომდინარე თქვენს წიმაშე ვალში ისე, როგორც საქართველოს მთელი მთავრობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკა ოფიციალურად გადავცეთ ამ უნივერსიტეტს, ვაპირებთ, რომ ბაზა გავაფართოვოთ, ვაპირებთ, რომ დავაფინანსოთ სამედიცინო კვლევა უცხოეთში სტაჯირებები და ზოგადად საერთაშორისო სისტემაში ჩვენი სამედიცინო ცენტრის ჩართულობა. ქართველები ნიჭიერი ექიმები არიან. Aაი, რუსეთში მაგალითად, სკლიფასოვსკის ცენტრის დირექტორი ქართველია, მთავარი კარდიოცენტრის დირექტორიც ქართველია. კრემლის, თუ Mმთავრობის მთავარი ექიმიც ქართველია. დადიხარ ლეო ბოკერიას ცენტრის დერეფნებში, რომელიც მართლა მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრია, რომელიც ბოლო წლებში ბოკერიამ ძალიან მნიშვნელოვნად განავითარა. დერეფანში ლაპარაკობენ ექსკლუზიურად ქართულად და მეგრულად, ყველა ქართველია. სხვათაშორის, მათი უმეტესობა აფხაზეთიდანაა, თითქმის მართლა შარშან მქონდა ამის ნახვის საშუალება, ნიკა ყიფშიძე იყო ამერიკაში ყველაზე მაგარი კარდიოქირურგი, მიატოვა ყველაფერი, დადის წინ და უკან, ჩამოვიდა და ჩაუდგა ამ ცენტრს სათავეში. უამრავი სხვა ექიმი ჩამოიყვანა. ეხლა დიმა ტვილდიანი ამერიკაში მყოფი ჩვენი ექიმი აკეთებს კლინიკას. ისეთი სამედიცინო ცენტრი, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ წახვიდეთ და ნახოთ, მსოფლიო კრიზისის პირობებში, ყველაფერში რას ნიშნავს ენთუზიაზმი და რას ნიშნავს ნიჭიერი ადამიანი და ფრიდონ თოდუამ მიატივა ყველაფერი 90-იანი წლების დასაწყისში, როცა აქ ყველაფერი დაიშალა და ხალხი რომ გარბოდა საქართველოდან, იყო კრემლის მთავარი ექიმი, გამოიქცა მოსკოვიდან, ჩამოვიდა საქართველოში და ნულიდან შექმნა თავისის საქმე. აი რას ნიშნავს ნამდვილი პატრიოტიზმი, აი რას ნიშნავს, სამშობლოს სიყვარული, რას ნიშნავს ნიჭიერი ადამიანი, ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი მოახერხა თავისი სამედიცინო პრაქტიკის შექმნა. ეს რთული საქმეა, მე ვლაპარაკობ ხშირად, ელემანტარული აპარატურა არ არის საქართველოში, ჩემი ამბიციაა, რომ ყველა ოპერაცია კეთდებოდეს საქართველოში, მათ შორის გულის ტრანსპლანტაცია. ძალიან საინტერესო ოპერაციები დაიწყეს რესპუბლიკურ კლინიკაში, მაგრამ ელემენტარული რაღაცეები არ გვაქვს, ხშირად ამას, როგორ ადრე იყო, მთავრობა წავიდოდა საზღვარგარეთ იმკურნალებდა და საერთოდ არ აღელვებდა ხალხის ბედი. მე ელემენტარული ოპერაცია მჭირდებოდა, სუნთქვის პრობლემა მქონდა და იმის გამო, რომ ჩვენ ეს აპარატი არ გვქონდა საქართველიშო, 2005 წელს გერმანიაში მომიხდა წასვლა. რა თქმა უნდა, ერთ თვეში ეს აპარატი საქართველოში მრავალ კლინიკაში ჩამოვიტანეთ და მერე საქარტველოში გავიარე რამდენიმე პროცედურა, რომელიც მჭირდებოდა. ჩემმა მეუღლემ იმშობიარა იმ კლინიკაში, რომელსაც ბატონი ზაზა წარმოადგენს. ღუდუშაურის კლინიკა, ეს ჩვეულებრივი კლინიკაა, მაგრამ სანამ შანდრა იმშობიარებდა, აღმოჩნდა, რომ ელემენტარული დიაგნოსტიკისათვის აპარატურა არ იყო, რომელიც წინასწარ გეუბნება რა დაავადებები შეიძლება ჰქონდეს შენ შვილს. ეს მთელ მსოფლიოში კეთდება, საქართველოში არ იყო, საქართველოში ქალები აჩენენ შვილებს ბრმად და სანამ პრეზიდენტის მეუღლე არ დაფეხმძიმდა და მას არ დაჭირდა, ეს მთავრობამ ვერ აღმოაჩინა, რა თქმა უნდა ეს არის მთავრობის ნაკლი. რა თქმა უნდა ეს აპარატურა ჩამოვიტანეთ იქ და კიდევ რამდენიმე აპარატუტა ჩამოგვაქ და ამ მხრივ და გვექნება მსოფლიოს ცენტრი ისევე როგორც ჩამოგვაქვს რეპროდუქციის ცენტრი, რომ უშვილო წყვილებს ჰქონდეთ საშუალება, რომ საქართველოში ბევრად იაფი დაუჟდებათ ეს მკურნალობა და აქ იმკურნალონ. მაგრამ ამოცანაა სწორედ ეს, რომ საქარტველოში იკურნებოდეს ყველა დაავადება და არავის არ ჭირდებოდეს საზღვარგარეთ სიარული. და ამ ამოცანაც შევასრულებთ ჩვენ. ამას დასჭირდება დრო, ამას დასჭირდება რესურსები და ამ რესურსებს ჩვენ მოვიხმართ.

ქალბატონ ლალი წიქარიშვილი ბრძანებდა სკოლებზე, მე მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და გიტხრათ, რომ ჩვენი ვალდებულებები ხელფასების გაზრდასტან ძალაშია, მინდა ვუპასუხო ქალბატონ მანანა მანჟგალაძეს, ყველა დაპირება საარჩევნოდ, მინდა ოფოცოალურად კიდევ დავადასტურო, არანაირი არჩევნები უახლოეს პერიოდში არ იქნება. ამ წელიწადში ნამდვილად არა და შემდეგ წელიწადშია ადგილოვრივი არჩევნები. ეს არის არა საარჩევნო წელი და ხშირად ვინც გვეუბნება, აი თქვენ მხოლოდ არჩევნებისათვის იძლევით დაპირებებს, ჩვენ მივეცით დაპირება მათ არჩევნებისათვის და ხელფასებთან დაკავშირებით შევასრულეთ უფრო მეტი და ამას ვაკეთებთ იომიტომ კი არა, რომ არჩევნებია, მე ჩემი არჩევნები უკვე მოვითავე. მეტი პრეზიდენტად მე კენჭს არ ვიყრი. გავაკეთეტ იმისათვის, რომ ჩვენ ვაჩვენებთ ქვეყანას, ვისაც გონია, რომ ჩვენ ახლა ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას, ხომ იძახდნენ, რომ ყველაფერს არჩევნებისათვი აკეთებდნენ. აი ახლა არ არის არჩევნები და ჩვენ ყველა ამ დაპირებებზე გაათკეცებული ტემპით ვიმუშავებთ, მიუხედავად ყველა პრობლემებისა და ყველა უბედურებისა, რაც შეეხება სკოლების წახალისებას, ჩვენ კიდე ბევრი პროგრამა გვაქვს, სულ ახალ-ახალს ცვიგონებთ, სხათაშორის იგივე ქართული ენის სწავლა უმცირესობთ დასახლებუ რეგიონებში, მე ვთქვი, რომ 1000 ლარს მივცემთ ხელფასს, მაგრამ ამაზე ცალკე სისტემას ვაწყობთ, ამაზე გვქონდა თათბირი, ქვემოქართლის გუბერნატორთან ერთად, კიდევ გვაქვს იქ საინტერესო იდეები. გვარამიაც მუშაობს ამაზე კარგად. მცირე ბავშვებიანი სკოლები, იყო ზოგჟერ მექანიკური გაერთიანება სკოლების. ეს უნდა მორჩეს და მორჩა. ზოგჟერ სოფელი არის პატარა, მაგრამ სოფელში სკოლა არის მთავარი ცენტრი ამ სოფლის, ეს სკოლები ამ სოფელს აცოცხლებს და ესეთი სკოლებია ჭიათურაში, ტყიბულში, ნინოწმინდაში, ლენტეხში, მესტიაში, ბევრ ადგილებზე, თუშეთში, სამეგრელოში. ამ სოფლების დახურვა იქნება, დაუშვებელი დანაშაული, ძვირი ღირს მათი შენახვა, მაგრამ ვაუჩერი ისე გავაკეთეთ, რომ შევინახოთ იმიტომ სკოლის ბიბლიოთეკას ვაკეთებთ, კულტურის სასახლეებიც უნდა აღვადგინოთ, მათი გაუქმება დიდი შეცდომა იყო, საერთო ჟამში ეს სკოლებიც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. მე კარგად მახსოვს ბავშობაში დავდიოდი სოფელ ცრუკვეთში, იყო 7შვიდწლიანი სკოლა, მაგრამ მერვე კლასში ვინც გადადიოდა დადიოდა სოფელ სვერშI, იქვე არის გეოგრაფიულად, რუკაზე, რომ შეხედოთ ცრუკვეთი და აგერ სვერი. იქიდან იქ გადასვლას ბავშისთვის სჭირდებოდა 45-50 წუთი. ძალიან ცუდი გზაა, თუ წვიმა მოდიოდა ვერსადაც ვერ გადავიდოდა. დღეს როცა ფეხსაცმმელების ფული არ აქვს ზოგ ოჟახს, როგორ უნდა აიძულო ბავშვი რომ ამ მანძილზე იაროს. იგი სკოლიდან გამოიყვანს ბავშვს და დამთავრდება ყველაფერი. ასე, რომ აქედან გამომდინარე ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ექიმებს მინდა ვუთხრა, რომ წინა წელს 700000 ადამიანი იყო დაზღვეული, და ეს არ არის ყალბი დაზღვევა, ნამდვილი დაზღვევაა. წელს მილიონამდე იზრდება დაზღვეულთა რაოდენობა. მასწავლებლები, მინდა ვუთხრა, რომ ყველა მასწავლებელი დავაზღვიეთ, მერე როცა გაირკვევა ტექნიკური პერსონალია დასაზღვევი. ტექნიკური პერსონალიც დავაზღვიეტ, დამლაგებელიც დავაზღვიეთ და წელს დაზღვევაზე თანხა გაიზარდა, იმიტომ რომ ზოგადად სამედიცინო ხარჟები გაიზარდა. ასე, რომ ამ მხრივ გაგრძელდება მუშაობა და მასწავლებლები ყოველთვის იქნება პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ არის არჩევნები თუ არა. იმიტომ რომ მასწავლებელი არ არის არჩევნების მასწავლებელი ეს არის საქართველოს მომავლის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი რამ. ვიქნებით განათლებული ერი, ყველაზე მრავალრიცხოვან მტერსაც ვაჟობებთ ჭკუით და მოხერხებით. პატარა ერები ძალიან ბევრი არსებობს, მრავალრიცხოვანი ერები, რომელთაც განათლების სისტემის ჩავარდნამ დაუსვა დაღი მათ განვითარებას. რუსეთში რა ხდება, გახრწნილია, ბოლომდე კორუფციაში ცაფლული განათლების სისტემა, ყველა უნივერსიტეტში შესვლა ხდება ქრთავით, ყველა ნიშნის მიღება ხდება მხოლოდ ქრთამით. მე არ ვიტყვი, რომ აქ ნიშნების მირება ყველა გამოვასწორეთ, ზოგან ცუღლუტობას, თაღლითობას აქაც აქვს ადგილი. სხვათაშორი 4-5 ლარსაც კრეფდნენ სკოლებში გათბობისათვის, ესეც რამდენი მილიონი გამოვყავით, რომ არავი უკანონოდ არ შეკრიბოს არანაირი ხარჟი, იმიტომ, რომ ყველაფერი ეს არის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული არა ქაღალდზე, არამედ რეალურად. მიუხედავად ეკონომიკური გაჭირვებისა ყველა ეს ხარჟი, სკოლებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიღებული აქვთ.

სასტუმრო "კოპალა"

შეკითხვა: მსახიობი. წარმოვადგენ მარჟანიშვილის თეატრს, თუმცა კითხვა არ ეხება მარჟანიშვილის თეატრს. კითხვა ეხება ქართული კულტურის რეგიონალურ განვითარებას. ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ 2008 წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ვიყავით ქუთაისში, ახალციხეში, მათ შორის ზუგდიდში, თელავში. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური კულტურული ცენტრები. აქ არის თეტრები, რომლებსაც საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, გარდა ამისა აქ არის ის მაყურებელი, რომელიც არის მართლაც უნიკალური და არაა განებივრებული კულტურული ცხოვრებით ამ ქალაქებში. ჩემი კითხვა ასეთია, როგორ შეიძლება, რომ ამ ცენტრებს დავეხმაროთ, იმიტომ რომ თბილისისთვისაც და თბილისის თეატრებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, გარდა იმიას, რომ ეს მოძრაობა უნდა აღდგეს დედაქალაქის თეატრებსა და რეგიონალურ კულტურულ ცენტრებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ რომ წავალთ გასტროლებზე უნდა ვატარით დიდი მანქანა, განატება და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომელი ამ თეატრებს არ გააჩნია. ეს მინიმალური იმის გამო, რომ სპექტაკლის დროს წყალი ჩამოდიოდეს მაყურებელთა დარბაზში და სცენაზე

ჩვენც გვაქვს რამოდენიმე შეკითხვა, რაც არის ქართულ სპორტში აქტუალური დღევანდელ დღეს და მე მინდა გიტხრათ, რა აზრის ხართ ქართველ სპორტსმენთა უმაღლესი განათლების პერსპექტივაზე და ერთი კიდევ, ბავშვტა სპორტის განვითარების პერსპექტივაზე ჩვემ ქვეყანაში.

დღეს საქართველოში ჩამოვიდა ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთიდან, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქარტველი სპორტსმენიც არის. ისინი მსოფლიო თასზე რუსეთის ღირსებას დაიცავენ. სპორული მიგრაცია, რომელიც არის ერთგვარი გაგრძელება სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემა, არის ალბათ ყველაზე მტკივნეული თემა ამ სფეროში

სააკაშვილი: მე მინდა გითხრათ, რომ ჟერ ერტი მივესალმები მანდ შეკრებილებს ყველაზე უფრო კარგ სიტუაციაში თქვენ ხართ შეკრებილები, როგორც ჩანს, ეს ასეც უნდა იყოს. თქვენ დაიმსახურეთ უდავოდ, მთავრიბამ ჟერ უნდა დაიმსახუროს ის, რომ მათ სუფრაზე აღმოჩნდეს, პრეზიდენტიც, მაგრამ მე მინდა იმ ქალბატონმა დასვა მნიშვნელოვანი შეკითხვა და არ შემიძლია არ ვუპასუხო სოციალური დახმარების სწორად განაწილებას, ისედაც მწირია ეს დახმარება და როგორ ნაწილდება სწორად. ტქვენ იციტ, რომ განსაკუტრებით საარცევნო კამპანიის დროს აღმოვაჩინე ბევრი ეს ნაკლოვანება შარშან, იმიტომ, რომ შედიოდნენ იქ ცენტრიდან დაქირავებული სოციალური მუშაკები და სერთოდ არ აინტერესებდა ადგილობრივი მაცხოვრებლის აზრი, უყურებდა ტელევიზორი გაქვს შენ, აა ძროხაც გყავს შენ, ძროხის გადამალვა ვერ მოასწრო ტელევიზორზე ჩვრის გადაფარება ვერ მოასწრო და შენ არ გეკუთვნის, რას უზავს ტელევიზორს "რადუგას" გაყიდის თუ რა, შიმშილით კვდება შეიძლება, ჩვენ ეს სისტემა შევცვალეთ და ეხლა ყველგან ვივალისწინებთ ადგილობრივი სოფლის საზოგადოებრივ აზრს. ყველამ ყველასი უკეთესად იცის სოფელში, და უფრო მეტიც, სოფელს ვაძლევთ ცალკე ფულს დამატებით და პლუს ფინანსურ დამოუკიდებლობას, პლუს ვეკითხებით აზრს დახმარების განაწილებისას და მეორე განათლებას ეხება, ეს ეხება კულტურასაც, მაგისტრატურის პროგრამებს, ჩვენ წელს ვაპირებთ მაგისტრანტების პროგრამის დაფინანსებას, ბაკალავრია დაფინანსებულია და მაგალითად: საუკეთესო მაგისტრანტები, ზოგიერთი საერთოდ ვერ ახერხებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას და განათლების გაღრმავებას, იმის გამო რომ სახელმწიფო პროგრამა მაგისტრატურის არ არსებობს. ეხლა ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რომ მასობროვად დავცეთ დონე ჩვენი განათლების მით უმეტეს რომ გვჭირდება სპეციალისტები, მეცნიერები ყველა სფეროში. საქართველოში ისედაც მრავალი წელი აქვს დაკარგული და მთელი თაობა პრაქტიკულად გაცდა უმაღლესი კლასის სამეცნიერო კადრებს და არ არის შემთხვევითი, სპორტსმენების მიგრაცია ნამდვილად აღარ ხდება, მაგრამ მეცნიერების მიგრაცია საქართველოში კიდევ ხდება, შვეიცარიაში უნიკალური ცენტრის მსოფლიო ექსპერიმენტია, ქართველი ინჯინრები აშენებენ, მიწის ქვეშ, უნიკალურზე უნიკალურ ცენტრს ბოლოს და ბოლოს რაკეტები `ისკანდერი~, რომლითაც დაგვბომბეს რუსებმა, ყველაზე თანამედროვე რუსული იარაღი, არის გამოგონილი ქართველი ინსტრუქტორის, ნადირაძის მიერ.

ასე რომ ამ დონის სპეციალისტები ჩვენ ყოველთვის გვყავდა და უნდა გვყავდეს მომავალში.

ჩვენი თეატრები ცალკე კულტურული ფენომენია და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენ ბევრი ფული არ გვაქვს, არა პირდაპირ მინდა გითხრათ ჩვენ ვაპირებთ ეხლა გორის თეატრს დავეხმაროთ, ახალციხის თეატრს დავეხმაროთ. აი ლონდონი როგორც ტრადიციაა, ყველა ძირითადი დასი დადგმას აკეთებს ჟერ ქალაქგარეთ და მერე მოაქვს უკვე ლონდონში. მე მინდა მადლობა ვუთხრა მარჟანიშვილის თეატრის კოლექტივს, ერთი სცენა კი არა მეორე სცენა გააკეთეს, თავის ბოლო სართულზე და ორივე სცენაზე არის მუდმივი ანშლაგი. ქ. ჩოლოყაშვილის ერთი და იგივე სპექტაკლზე ზოგჟერ ხალხი მოვიდა 10-ჟერ და 15-ჟერ იმხელა ემოციური მუხლის მატარებელი სპექტაკლია.

ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა დამდგმელი და რეჯისორი გამოჩნდა ისე როგორც სხვები, შეიკრიბა ხალხი, რომელიც ხშირად გვაკრიტიკებდა. ქეთი დოლიძე დაინიშნა ამას წინათ კინომსახიობთა თეატრის რეჯისორად. სულ ჩვენ კრიტიკაში იყო და ღმერთმა სულ ხელი მოუმართოს ყველაფერში, მაგრამ თუ ხელოვნებასაც მიხედავს კარგი იქნება.

გ. ლორთქიფანიძე ინიშნება მოზარდ-მაყურებელთა თეატრის რეჯისორად, ძალიან მიხარია, რომ ყველა თაობის შემოქმედს სჭირდება დაფასება, ხელის გამართვა და ეს გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს. ეს არის უნიკალური გამოცდილება. მე მინდა ვთქვა ასევე იგივე თემის გაგრძელებაზე, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ოპერის თეატრის აღდგენას. იმედია წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იქნება, ფილარმონია უნიკალურად კეთდება, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საკონცერტო დარბაზი იქნება. 8000 კაციანი დარბაზი შენდება, მრავალგზის გამოყენების ურეკთან, რომელიც ზაფხულში გადაიფარება და ეს სამწლიანი პროექტი დაახლოებით ეს იქნება, საქართველოს ექნება შავი ზღვისპირეთში ყველაზე საკონცერტო და მუსიკალური დარბაზი, მაგრამ მთავარია, რომ გვყავდეს კადრები ყველაფერი ამისათვის. ამაზეც შემდგომ გვექნება ამაზე ლაპარაკი, რაც შეეხება სპორტსმენებს, ჟერ ერთი რაც პრეზიდენტი ვარ სპორტსმენების გადინება საქართველოდან აღარ მიდის, უფრო მეტიც ძალიან გამიხარდა საბერძნეთში გაპარული ზვიადაური დაამარცხა აქაურმა ზვიადაურმა. იმიტომ, რომ გასაჩუქებელი მამელუქები აღარ გვყავს. ჩვენ ამ ოლიმპიადაზე მივიღეთ შედეგები, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა სათამაშო სახეობაში მივიღოთ შედეგები. ჩვენ უნდა განვიხილოთ კალათბურთის, წყალბურთი, ეხლა ვაკეთებთ ორ დიდ საცურაო აუზს ქუთაისში, ხოლო მთელი ქუთაისი ცურვას სწავლობს ხმელეთზე, მართლაც მწვრთნელს დაწყობილი ყავს ეს ბავშვები და ხელებს იქნევენ ჰაერში და ეს რეალურად. ქუთაისს ყავდა ლეგენდარული წყალბურთელები. ქუთაისში არის უნიკალური კომპლექსი, რომელსაც წელს გავაკეთებთ აუცილებლად. მარტო ისტორიული იერსახის აღდგენა კი არ არის მთავარი, არამედ ის კომპლექსი უნდა გაკეთდეს. დღეს დადიან სამტრედიაში იმიტომ, რომ რკინიგზასთან ერთად გავაკეთეთ საცურაო აუზი, 25 მეტრიანი, არა ოლიმპიური, მაგრამ იქ ცურავენ და ისიც უხარიათ. დღეს თბილისში კეთდება მაგარი საცურაო აუზი. ქუთაისში კეთდება, ბათუმში კეთდება ძალიან მაგარი აუზი, რაც შეეხება განათლებას, ვეთანხმები რასაც ამბობს ცირეკიძე, მაგრამ ცალკე ხელოვნების ჩანაწერების შექმნაც არ არის გამოსავალი. ამერიკაში სპორტული სიებით შეჰყავთ ხალხი უნივერსიტეტებში, როგორც ჩვენ ეროვნულ უმცირესობებს უნდა დავუწიოთ სტანდარტი. არსებობს საერთო რაღაც მინიმალური ქულები სპორტსმენმა რომ დააგროვა ოლიმპიურ ჩემპიონს მოდი ნუ მოვთხოვთ უმაღლეს ქულებს. მოვთხოვოთ რაღაც მინიმუმი, მაგრამ მივცეთ საერთო განათლება იმისათვის, რომ როცა ეს ადამიანი დაამთავრებს სპორტულ კარიერას, ჰქონდეს სხვა კარიერა და ჰქონდეს ფიზკულტურის და საერთოდ სპორტის, სადაც სჭირდება საერთო განათლება და რა თქმა უნდა სპეციალიზაცია სპორტში და რა თქმა უნდა გადავაყოლეთ ბავშვი ნაბან წყალს. განათლების რეფორმასთან ერთად ბევრი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ვამაყობ ამ რეფორმით. ეს იყო სერიოზული ხარვეზები ამ მხრივ შექვაქვს ცვლილებები განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ სპორტსმენებს მივცეთ ამ მხრივ პრივილეგიები, სხვათა შორის იგივე კონსერვატორიაში ხალხი რომ აბარებს, ხომ არ სთხოვ მევიოლინეს მაინცდამაინც უმაღლეს დონეს სხვა სფეროში. ამას ჩვენ ვაკეტებთ და ეს მართლა იყო სერიოზული პრობლემა განათლების სფეროში.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება სპორტსმენებს განათლება მიიღონ ეულის სასწავლებლებში.

მაგ. ამერიკაში და ევროპაში სპეციალურად სპორტის აკადემიები არ არსებობს, მაგრამ შელის, კოლუმბიის უნივერსიტეტები, სადაც მე ვსწავლობდი სწავლობდა ბევრი სპორტსმენი, ეხლა სამართალი შეიძლება მე უკეთესად მესმოდა, მაგრამ ვერ შევეჟიბრებოდი ვიღაცას ბადროს ტყორცნაში. ისეთი ხალხიც გვჭირდება უმაღლესი, საუნივერსიტეტო სპორტი ჩვენ კომუნისტების დროსაც არ გვქონდა, ჩვენ უნდა განვავითაროთ საუნივერსიტეტო სპორტი, ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს, ჰყავდეს მაღალი დონის სპორტსმენები და იყოს შეჟიბრებები,მით უმეტეს პატარა ქვეყნებში, აღდგება სხვანაირად როგორ უნდაგაკეთდესშეჟიბრებები, ჩემპიონატები, თუ არ იქნა ბევრი მოქმედი აზრი, ეს არის სწორი მეთოდი, არა ცენტრალიზაცია არამედ დეცენტრალიზაცია ოღონდ მართლაც მიეცემა საშუალება სპორტსმენებს რომ უნივერსიტეტის სპორტული დონე წამოიწიოს წინ და განავითაროს სპორტული შეჟიბრების სულისკვეთება საქართველოში, სპორტი არის ერთ-ერთი მთავრი საკითხი ჩვენი განვითარების.

რაც შეეხება ქართველ მორაგბეებს, ჩვენ შევპირდით რაღაც რაღაცეები გადაიდო, რაღაც რაღაცეები მოედნები შენდება, აუცილებლად ჩვენ ამ დაპირებას სევასრულებთ. მოედნების აშენება ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა.

მარტო ხალიჩიანი მოედნების, რომელიც იცის ასობით და ათასობით ქართველმა ბავშვმა, რომელიც თამაშობს ჩვენი ინიციატივით გაკეთებულ მოედნებზე.ეს ეხება ფეხბურთელებს და მორაგბეებს, ეს ეხება მოცურავეებს, მათ შორის ქუთაისელ მოცურავეებს, ეს ეხება ბევრ სხვა ადამიანს, მე პირადად საბავშვო სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მე ბავშვობაში ვიყავი ძალიან ჭირაინი, სულ ავად ვიყავი და საბავშვო სპორტზე, დედაჩემმა სიცხე რომ მქონდა მომკიდა ხელი, თქვა არ მაინტერესებს, მიმიყვანა ლევან ინწკირველთან მაიძულა, რომ მეთამაშა კალათბურთი. იმანაც მიმიღო, თავიდან ეჭვის თვალით სემომხედა, მერე ორი ოპლიმპიური ჩემპიონი მიმყვა რეკომენდატორად, როსტომ აბაშიძე იყო მოჭიდავე, კიდევ ერთი ჩემი მეგობარი და მათი ხათრით მიმიღეს და სპორტმა გადამარჩინა, ზოგი სპორტი ჟანსაღ ადამიანს წარმოშობს, ზოგი სპორტი კი მსოფლიო ჩემპიონს, მაგრამ ყველა სემთხვევაში სედეგი არის კარგი ბევრი პოლიტიკოსი რომ კარგი სპორტსმენი ყოფილიყო, ეხლა სულ საავადმყოფოში არ იქნებოდა.

შეკითხვა: სოფელ წეროვანში როდის მივიღებთ პურს უფასოდ? როდემდე გვეყოფა ორასი ლარი?

შეკითხვა: ადრე ვმუშაობდი სკოლაში დამლაგებლად, მექნება თუ არა აქაც მუშაობის უფლება?

შეკითხვა: 2009 წლისათვის აფხაზეთიდან დევნილებისათვის რა კონკრეტული პროგრამები უნდა განხორციელდეს?

შეკითხვა: ჩემი სახე გეცნობათ ალბათ პრეზიდენტო, ჩვენ არჩევნებამდე ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, დაფუძნების დღიდან თქვენი პარტიის წევრი ვარ. ანატოლი ჯოლოგუა -გალის რაიონის სოფელ თაგილონიდან. რატომ დაგვყავით 300 ათასი დევნილი ცალკე შევარდნაძის დევნილებად და თქვენ დევნილებად. თუ მათ ჭირდებათ რეაბილიტაციის პროგრამა, სანამ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ნაქირავებში, როდის იქნება ჩვენი რეაბილიტრება?

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ წელს მძიმე ტრაგედია გადავიტანეთ. ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში მოვისმინე პოლიტიკოსების გამონათქვამები - ნახეთ სააკაშვილს როგორი მოწყენილი სახე აქვს, მას ალბათ გადააყენებენ, ამას მისტირის ალბათ. რა თქმა ენდა, ყველაზე მძიმე დარტყმა მივიღე აგვისტოში, ეს სოფლები -თამარაშენი, ერედვი, ქურთა, ჩხალთა, საკენი, ყინწვისი - მე მათ შევყურებდი საკუთარ შვილებზე მეტად, მთელი ჩემი სული და ენერგია ჩავდე იმაში, რომ იქ აგვეშენებინა საავადმყოფოები, გზები, სკოლები, საბავშვო ბაღები, შადრევნები, გასართობი პარკები, შემდეგ ამ უბოროტესმა ძალამ დაარტყა საქართველოს მთავარ იდეას - მრავალეთნიკურობას, შემოვიდა და ჩემს თვალწინ გაანადგურა ჩემი შვილები.

მე თქვენთან ერთად ვარ დევნილი და შვილმკვდარი მამა იმ ქაჯებთან ერთად, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი ოჯახის წევრები.

პირველ რიგში მე ვიზრუნე იმაზე, რომ ის ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი დააკარგინეს, პირველ რიგში მათ ჰქონოდათ სახლები. არსად მთელ მსოფლიოში ასე სწრაფად არ განხორციელებულა დაზარალებულების გადასახლების პროგრამები, როგორც საქართველოში. სანამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყური გაიფერთხეს, ჩვენ თითქმის ყველა დევნილი ჩავასახლეთ. მარტო ისინი დაგვრჩენ გარეთ, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ, გერმანულ და თურქულ პროექტებზე, მათ დრო ჭირდებათ.

ვიცი, რომ პრეტენზიები არის, ნაჩქარევად გაკეთებულის გამო, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ, ზამთარში ამ ხალხს ჰქონოდა ჭერი.

წეროვანში შენდება დიდი სკოლა და ის, ვინც მუშაობდა სკოლებში იქით, იმუშავებს სკოლაში აქ.

რაც შეეხება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიას - ეს არის აფხაზეთი. ჩვენს მტერს აფხაზეთი არ შერჩება და საქართველოს ოკუპაცია ვერ გაგრძელდება დიდხანს, როგორც ეს ჩვენს მოწინააღმდეგეს წარმოუდგენია. მე აფხაზეთიდან დევნილების წინაშე ვალში ვარ.

ჩვენ გვაქვს 35 თვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ გარემონტებული სახლები. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია დასაქმების თვალსაზრისითაც.

დევნილების დასაქმება მნიშვნელოვანი საკითხია წეროვანში. ჩვენ ვაკეთებთ პროფესიული გადამზადების ცენტრებს, რათა ისინი მოვარგოთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, თუნდაც კრიზისის პირობებში.

შეკითხვა: ბატონო პრეზიდენტო, რაც შეეხება აფხაზეთიდან დევნილებს, მათი უმეტესობა გარე ვაჭრობით ირჩენდა თავს და მათთვის ამ სამუშაოს დაკარგვა ნიშნავდა ლუკმა-პურის დაკარგვას. თუ იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე ღონისძიებები?

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ასეთი პრივატიზაცია ნაჩქარევად არ განხორციელდეს, არამედ განხორციელდეს ამ ადამიანების კომპენსაციით და ალტერნატივის შეთავაზებით. მეტსაც გეტყვით, ჩვენ თავის დროზე აჭარიდან ზედმეტად ჩქარა გამოვასახლეთ დევნილები, რომლებმაც სახლები იყიდეს ჭიათურაში, საჩხერეში, ქვემო ქართლში. ეხლა, როცა ბათუმში აღორძინებისა და რეაბილიტაციის ამხელა პროცესები მიმდინარეობს, ჩვენი დევნილები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობდნენ, მათ ჰქონდათ მომსახურებისა და ვაჭრობის დიდი გამოცდილება.

ჩვენ სიჩქარის გამო ბათუმს ეს ბაზა ხელოვნურად გამოვაცალეთ. უნდა გავიგოთ, რომ ეს იყო პირველი ინვესტიცია და გვეჩქარებოდა მაგალითის მიცემის გამო, მშენებლობების დაწყების გამო და ინვესტიციების ხელშეწყობის გამო. ეს ხალხი, სადაც არ უნდა იყვნენ განლაგებულნი, არიან ჩვენი ქვეყნის მთავარი საგანძური. ეხლა, როცა მოხდება დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მიღება, ეს ხალხი ფოთის გარშემო განთავსდება,რადგან განსაკუთრებულად ნიჭიერია ხალხი არიან. აფხაზეთი მტერმა დაანგრია , ეხლა ფეხქვეშ აქვს ამოდებული და სპობს. ამას წინათ, ჩემმა ერთმა ევროპელმა მეგობარმა მითხრა - ვიყავი ზუგდიდში , ეს არის ნამდვილი ევროპაო, ხალხი, მიუხედავად ამ კრიზისისა, ცხოვრობენ როგორც ნამდვილი ევროპელებიო. ეს განსაკუთრებულად ნიჭიერი და გენეტიკურად დიდი უნარით დაჯილდოვებული ხალხია.

იმპერიამ 90-იან წლებში ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრზე განახორციელა დარტყმა, რითაც ძირშივე გადაუკეტა ქართულ სახელმწიფოს ზრდის საფუძვლები -ეს იყო აფხაზეთი. ვისაც რამის გაკეთება შეეძლო ყველა გაყარეს. ეს არ ნიშნავას იმას, რომ ჩვენ ეს ხალხი არ უნდა გამოვიყენოთ. ეს არ არის გვიან.

სპორტცმენები სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. მანანა დოიჯაშვილი, ლევან კორინთელი.

შეკითხვა: საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის მუსიკალური ხელოვნება, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ერთ-ერთი- წარმატებული დარგია. ამ წარმატების გასაღები დევს ჩვენი უწყვეტი სამუსიკო განათლების სისტემაში. განვითარების გზაზე დამდგარი ქვეყნისათვის აუცილებელია დიდი, ამბიციური, გონივრული რეფორმების ჩატარება და არა წარმატებული დარგების ნგრევა. დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს დაწყებითი სამუსიკო სკოლები, მათ ნაცვლად გაჩნდა თვითდაფინანსებაზე გადასული ხელოვნების სკოლები, უმაღლესი განათლების რეფორმამ თავს მოგვახვია არა ერთი ისეთი კანონი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის, რაც დიდ პრობლემებს უქმნის სახელოვნებო განათლებას. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ სულ მალე არც საოპერო თეატრი, არც სიმფონიური ორკესტრი, არც გამოჩენილი მუსიკოსები აღარ გვეყოლება. მართალია, კონსერვატორია არა ერთხელ წარსდგა ინიციატივით, რათა ეშველა ამ პრობლემისათვის, დაპირებები ბევრი მივიღეთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი არ იძვრის. რა პოლიტიკას გაატარებს კლასიკური მუსიკის მიმართულებით სახელმწიფო? აპირებენ თუ არა სახელმწიფო სტრუქტურები იმ შეცდომების გამოსწორებას, რომლებიც დაუშვეს ჩვენს სფეროში?

მიხეილ სააკაშვილი: მინდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ შეცდომები მართლაც იქნა დაშვებული, ჩვენ ქართველებს გვაქვს რამდენიმე უნიკალური ნიჭი - ჩვენ ვართ ძალიან არტისტული და მუსიკალური ერი. ყველამ ვნახეთ, ნინო ანანიაშვილმა რა გააკეთა ქართულ ბალეტთან მიმართებაში, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავდა ჭაბუკიანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალეტმეისტერი მთელს მსოფლიოში. ეს არის ქვეყანა, რომლის წარმომადგენელმაც შექმნა ამერიკული ბალეტი, ეს იყო გოირგი ბალანჩივაძე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ლონდონში ჰყავს ერთ-ერთი წარმატებული ბალერინა ირინა გლურჯიძე. თბილისში იყო "ნაბუკო" - 5 ქართველი ვარსკვლავი იდგა სცენაზე, ხუთივე მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე მღერის სოლო პარტიას. ჩვენზე ბევრად დიდი ქვეყანაა თურქეთი, თუმცა ერთიც არ ჰყავს ასეთი. თუმცა არა მხოლოდ კლასიკურ მუსიკაში, გავიხსენოთ, ქეთი მელუა, საქართველოში ხალხი ვერ მიხვდა ვინ იყო იგი, ყველაზე დიდი საესტრადო მომღერალი არის ქართველი გოგო. ნახეთ, რა ხდება რუსეთში - მთავარი ბალერონი ცისკარიძე, ნიორაძე და ბევრი სხვაა. ეს ყველაფერი მუსიკალური სკოლების მიერ არის შექმნილი, ქალბატონ მანანასთან თუ ვინმე ყოფილა კონსერვატორიაში, ნახავდა მის მიერ შექმნილ ევროპულ დაწესებულებას, მაგრამ ბაზასთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემები. დღეს ჩვენს სიმფონიურ ორკესტრებში ძველი თაობა მიდის პენსიებში, მაგალითად, სასულე, ჩასაბერ ინსტრუმენტების მცოდნეები, ორ-სამ წელიწადში აღარ გვეყოლება ახლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ორკესტრი ვეღარ იფუნქციონირებს და როგორც ფეხბურთელები ჩამოგვყავს უცხოეთიდან, მათი ჩამოყვანაც მოგვიწევს, აღარ ხდება დირიჟორების მომზადება, უნდა დავამატოთ ვოკალისტთა ადგილებიც. კონსერვატორიამ, რომელმაც გაზარდა თანავარსკვლავეთის თაობა, აუცილებლად უნდა გავამაგროთ, ამ ყველაფერს ჭირდება პირველადი განათლება და ფული. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სკოლები რუსთავში, გორში, თელავში და ახალციხეში, თბილისის სკოლებზეც ვმუშაობთ, კონსერვატორიის პროფესორებსა და მასწავლებლებს მაქსიმალურად შეუწყობთ ხელს იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ის საგანძური, რომელიც ასე უნიკალურია ჩვენთვის. აღარ ვსაუბრობ ფოლკლორზე, ეს ყველაფერი ხომ ერთმანეთთან კავშირშია. შევქმენი საპრეზიდენტო-საფოლკლორო პროგრამა. საქართველოში ასობით გუნდი შეიქმნა. ამ მიმართულებით ანზორ ერქომაიშვილმა საოცარი რამ გააკეთა. სულ ვუსმენ გიორგი უშიკიშვილის ფოლკლორულ რადიოს. ამას წინათ გარდაიცვალა ერთ-ერთი ცნობილი ფოლკლორისტი თელავში და დაკრძალეს იმ ფორმაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამით მას გადაეცა. ეს იყო ამაღელვებელი რამ. ეს არის ისეთი სიღრმისეული კულტურა და ნიჭი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მას უნდა ოდნავი ხელშეწყობა გასაფურჩქნად. მინდა აღგითქვათ, ქალბატონო მანანა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ახალი კულტურის მინისტრი ყველაფერს გააკეთებს, ეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. საქართველოსთვის კულტურა სტრატეგიული რესურსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დღეს სანდრა ამსტერდამში ხსნის გამოფენას. ყველაზე დიდ მუზეუმში 26 თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ეს ნამდვილი გარღვევაა.

პრესცენტრში შემოსული შეკითხვა: ლელა ბერიანიძე რუსთავიდან - რამდენად არის ქართული საზოგადოება მზად ასეთი ინსტიტუტის მისაღებად, როგორიც ნაფიცმსაჯულთა სასამართლოა. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მაშინ როცა ამ ქვეყანაში ყველა ყველას მეგობარი და ნათესავია, რამდენად შეძლებს ამ ვითარებაში სასამართლო ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას?

შეკითხვა: მაია მჭედლიშვილი. ჩემი შვილი ბერდია ბექაური ერთადერთი არასრულწლოვანი პატიმარია, რომელმაც პატიმრობის დროს ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიიღო 30% თვითდაფინანსება, შეეხება თუ არა მას სასჯელის განახევრება, ან შეწყალება?

შეკითხვა: კარგია, რომ განხორციელდა ამინისტია, მაგრამ გუშინ მოვისმინე რადიოთი, რომ ამ ბოლო პერიოდში გახშირდა წვრილმანი ქურდობები და დანაშაულებები. ასეთი ფართომაშტაბიანი ამინისტია ხომ არ შეუწყობს ხელს დანაშაულებების ზრდას?

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში დანაშაულის დონე 70-იანი წლების დასაწყისის დონეზეა, ანუ სრული კონტროლის დონეზე. მერე ყველაფერი აირია, 90-იან წლებში ამ დონემ პიკს მიაღწია. ჩვენ დანაშაულის დონის მკვეთრად შემცირება მოვახერხეთ. მანქანების ქურდობა, რომელიც იყო ნაციონალური სპორტი, თითქმის აღარ ხდება, თუმცა გეთანხმებით, რომ ეს არის სერიოზული თემა.

ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ყველანაირ გულმოწყალეობას აქვს მეორე მხარე. როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, საქართველოში იყო 11 ათასი პატიმარი, შევარდნაძის რეჟიმის ბოლო წელს საქართველოში იყო 5 ათასი პატიმარი და იყო სრული განუკითხაობა. 1992 წელს ჯაბა იოსელიანმა გაუშვა ყველა პატიმარი, 2007 წელს, ლევან გაჩეჩილაძის მთავარი ლოზუნგი იყო ყველა პატიმრის გაშვება, რაშიც ბევრი ხმა აიღო. თუ ყველაფერი არაფრად გიღირს, რასაკვირველია შეგიძლია ასეთი დაპირება გასცე. მე ასეთ დაპირებას, რაც არ უნდა მიჭირდეს, ვერ გავცემდი ვერასოდეს.

კარგად მახსოვს, 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს მე და გიგი უგულავა მეტროთი წამოვედით, ხალხი გვეუბნებოდა გზადაგზა, რომ იყო საშინელი ქურდობა და დანაშაულებები აურაცხელი ოდენობით. შემდეგ მე გამოვაცხადე ნულოვანი ტოლერანტურობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ, რაზეც, დღე და ღამე იყო ჩემი ლანძღვა ადამიანის უფლებების დამცველების მხრიდან. ადამიანის უფლებების დამცველს უნდა აინტერესებდეს მსხვერპლის უფლებებიც აგრეთვე. როცა დანაშაული შემცირდა და იმავე მარშუტით უკვე 2007 წელს ჩემს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვიარე, ხალხი უკვე იხვეწებოდა ამინისტიას. ამიტომ ამ ბალანსის დაჭერა დელიკატურია. მე ყოველთვის მიხარია შეწყალების აქტის ხელმოწერა. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ, რეკორტცმენია. ყოველთვის უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ადამიანი გამოსწორდება. ციხეში ადამიანის შენახვა, ძალიან რთულია, დღეს პატიმრები იკვებებიან ისე, როგორც ქართველი ჯარისკაცები. ჩვენ უნდა მოვნახოთ საშუალო ფორმა და მუდმივად უნდა გვედოს ხელი დანაშაულის პულსზე. ის, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, თავისთავად არ მოსულა. რაც ვანო მერაბიშვილი 4 წლის განმავლობაში ლანძღეს და აგინეს, სუსტი ნებისყოფის ადამიანი, ასათიანის ქუჩაზე უნდა მოთავსებულიყო. ის ამ ყველაფერს, თავის კოლექტივთან ერთად აუღელვებლად იღებდა და ყველა გამოკითხვით, საზოგადოებაში პოლოციისადმი ნდობა 80 პროცენტზე მეტია, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შვედეთში.

დანაშაულის გახსნა საზოგადოების მონაწილეობის გარეშე არ მოხერხდებოდა. საზოგადოებამ დაიწყო პოლიციასთან თანამშრომლობა. ამ საზოგადოებას არ ანდო ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, იქნება დიდი მკრეხელობა და უმადურობა, მეორეს მხრივ, ამის გამოცდილება არ გვაქვს, რის გამოც ეს ხდება ეტაპობრივად დიდი დაკვირვების ქვეშ. ნაფიცმსაჯულთა სასამართლო ხალხის გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

შეკითხვა: გაზეთი "რეზონანსი" რუსიკო მაჩაიძე - რას აპირებს პრეზიდენტი ევროკავშირის მონიტორებთან დაკავშირებით. როდესაც რუსეთი საუბრობს ვეტოს უფლების გამოყენებაზე, ქართული მხარე რატომ არ იყენებს უფლებას, რუსეთი გამოცხადდეს მხარედ და ეს იქნას ქართული მხარის მიერ გამოყენებული. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ გაეროსა და ეუთოს მიმართ შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება.

შეკითხვა: როდესაც წლების განმავლობაში უმრავლესობა სახალხო დამცველის სქელტანიან ანგარიშს უბრალო ცნობად იღებს და არცერთი ფაქტის შესწავლა და რეაგირება არ ხდება, აპირებს თუ არა ამაზე რეაგირებას და მოუწოდოს უმრავლესობას უფრო გულისყურით მოეკიდოს ამ საკითხს? ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გაზეთებში დიდი ხანია არ იწერება იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს ერთი მინისტრი მეორეზე, ეს საინტერესო არ არის, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ კრიტერიუმით არ უყურებს გაზეთებს და მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ჩვენს გაზეთში მინისტრების მხრიდან ერთმანეთის კრიტიკა არ იწერება და მას გაზეთ "რეზონანსში" საინტერესო სტატიებიც შეუძლია იხილოს.

შეკითხვა: გაზეთი" რეზონანსი"პრეზიდენტმა ახსენა, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რაშიც ვერ დავეთანხმები. მაშინ რატომ არის, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევებით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი სუსტია. დღევანდელი ეთერი არ ნიშნავს იმას, რომ არ არის პრობლემები ლიცენზირებასთან დაკავშირებით, მფლობელებთან დააკავშირებით, არ კეთდება პოლიტიკური თოქ-შოუები, აპირებს თუ არა პრეზიდენტი რაიმეს მედია-გარემოს გასაუმჯობესებლად. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი ინფორმაცია გამჭვირვალეა, იგივე ენგურჰესთან დაკავშირებით, ჩვენს გაზეთს უხდება სარჩელის აღძვრა იმისათვის, რომ ეს ხელშეკრულება საზოგადოებისათვის საჯარო გახადოს.

შეკითხვა: გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი"მარინა აბაშიძე - აშშ-ს პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ ამერიკა დაიცავს თავის ინტერესებს და ამერიკულ ღირებულებებს ყველგან. საქართველოსთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი. თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციისაგან რა მიმართულების და რა ტიპის დახმარებებს ელით საქართველოსთვის გაწეულს?

შეკითხვა: გაზეთი "კვირის პალიტრა" იზო რიკაძე - თქვენ ისაუბრეთ წარმატებებზე, საინტერესოა რას იტყოდით წარუმატებლობებზე, რა შეცდომები დაგიშვიათ, ხომ არ იყო შეცდომა 7 ნოემბერი, კრიტიკოსები საუბრობენ აგვისტოს მოვლენების დროს დაშვებულ შეცდომებზე, რა ანალიზი გააკეთა ამის თაობაზე ხელისუფლებამ?

შეკითხვა: ჟურნალი "სარკე" ნინო მეტრეველი - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ, რომ გაჩეჩილაძე იყენებდა პატიმრებისა და მათი ახლობლების ხმებს, თუმცა იგივე გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ხელმოწერები გროვდებოდა პატიმრების ახლობლების მიერ. როგორც ოპოზიცია ამბობს, არჩევნები მთლიანად შსს-მ ჩაატარა. და მეორე - ხუბუტიამ განაცხადა, თითქოს თქვენ მას შეხვდით დასავლეთში და სთხოვეთ რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის დამყარება, რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს ინფორმაცია?

შეკითხვა: ჟურნალი "თბილისელები" ნინო ხაჩიძე - ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ხელისუფლება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, საზოგადოებასთან შეუთანხმებლად. შემდეგ, როცა ჩნდება კატასტროფული პრობლემები, ხელისუფლება საზოგადოებისაგან ითხოვს თანადგომას, რამდენად მართებულია თანამშრომლობის ასეთი ფორმა?

მიხეილ სააკაშვილი: აგვისტოს მოვლენები, სამარცხვინო ტერმინია, ეს მარტო ჟურნალისტებს არ ეხებათ. ამას წინათ, სამეგრელოს გუბერნატორმაც ინტერვიუში ეს ფრაზა ახსენა. შემდეგი თანამდებობის პირი, რომელიც ამ ფრაზას გაიმეორებს გათავისუფლებული იქნება თანამდებობიდან. რატომ? რატომ ვართმევთ ჩვენს მებრძოლებს გმირობის უფლებას? აგვისტოს მოვლენები არ იყო წყალდიდობა, მიწისძვრა, ხორაშანი, ეს იყო რუსული, ყველაზე დიდი ინტერვენცია, რომელიც საქართველოს განუცდია აღა მაჰმად ხანის შემოსევიდან. ჩვენ ხომ არ ვამბობთ "კრწანისის" მოვლენები, "დიდგორის" მოვლენები, ეს იყო ბრძოლა, ომი საქართველოს თავისუფლებისათვის. ეს ბრძოლა გრძელდება, არაფერი არ დამთავრებულა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს იყო მოვლენები, არასწორ დასკვნამდე მივალთ ჩვენი გმირების მეხსიერების წინაშე. ჩვენი გვარდიელები, რომლებიც ყვიროდნენ, რომ "გაიყვანეთ ბავშვები", ეს გვარდიელები დარჩნენ და დაიხოცნენ იქ მათი გულისათვის. ისინი დაიხოცნენ არათუ მოვლენების დროს, არამედ ომში საქართველოს ტერიტორიების დასაცავად.

არვიცი, თქვენ მარტო საკუთარ გაზეთებს კითხულობთ, თუ ტელევიზორსაც უყურებთ, მაშინ შეამჩნევდით, რომ მინისტრები, გამგებლები, გუბერნატორები იმყოფებიან ხალხში, უსმენენ, ანგარიშს აბარებენ და ეკუთვნიან ხალხს. ჩვენ ვეკუთვნით ხალხს, მე გარკვევით ვთქვი, ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს მთავრობის, არამედ მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის, ხალხი კი არ უნდა აბარებდეს ანგარიშს მთავრობას, არამედ პირიქით. ეს მე ზედმიწევნით შევასრულე ხუთი წლის განმავლობაში. იყო შეცდომები, 7 ნოემბერსაც წინ უძღოდა შეცდომები. ბევრად მეტი შეხვედრა უნდა გაგვემართა, ბევრად სწრაფად უნდა გვემოქმედა, რეაგირება უნდა მოგვეხდინა სიგნალებზე. ერთი რამ სრულიად ნათელია, მსგავსი მოვლენები ხდება ევროპაში. თუ თქვენ მომიყვებით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების პრობლემაა, გეკითხებით მე თქვენ, თქვენ ეხლა მარსიდან მელაპარაკებით, თუ "რუსთავი-2 " სტუდიიდან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რისთვის ხდება ამ ყველაფრით მანიპულირება, იმისათვის, რომ უთხრათ, რომ საქართველოს მთავრობას არ ჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ შეგატყობინებთ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პრობლემები. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, აქ არის ჩემთვის, გუგავას ტესტი, დილით გუგავა რომ მოიფიქრებს რაღაც უნდა უთხრას საქართველოს, ეცოდინება თუ არა იგი საქართველოს, ნამდვილად ეცოდინება. ეს არის პრესის თავისუფლების ტესტი, რომელიც უნდა განვითარდეს. ძალიან ბევრი "თოქ შოუა", იქნება მეტიც, ძალიან კარგია. გამიხარდება, რომ ბევრი შემეცნებითი და ისტორიული გადაცემები იყოს. მედია სივრცე რა თქმა უნდა დივერსიფიცირებულია, მედია სივრცე იქნება კინოც, ხელოვნებაც, დაკვეთა უნდა იყოს ყველაფერზე, იქნება პოლიტიკაც, სპორტიც. ოკუპაციას ჩვენ ვუპასუხებთ მეტი თავისუფლებით, დემოკრატიით, ანგარიშვალდებულებით, რეფორმებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენ დავაკომპლექტეთ ჩვენი შეთნხმების საფუძველზე ოპოზიციასთან. ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება.

რომ აუსრულდეს პუტინს ოცნება და ხვალ აქ გიორგაძე დასვას, ქართველი ხალხის დამონება მაინც შეუძლებელია. ქართველი მეფეები და არისტოკრატია არასოდეს არ იდგა ხალხზე ზემოთ. ხალხი და ხელისუფლება ყოველთვის იყო თანასწორი. მითუმეტეს ხელისუფლება, რომელიც არჩევითია და რაღაც პერიოდის შემდეგ წავა. ჩვენ გვაქვს პასუხიმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის ყოფნას საქართველოში, იმიტომ რომ მერე რომელიმე უცხოურ გაზეთში არ დაწერონ, საქართველომ დაიწყო პროვოკაცია (რუსეთი ამაში ფულს იხდის) მარტო საქართველოს პრესაში არ მუშაობს ფული, მსოფლიოშიც მუშაობს ფული, მაგრამ ყოველთვის კარგია, რომ არიან ისეთი ჟურნალისტებიც, რომელთა მოსყიდვაც შეუძლებელია. ეუთოსა და გაეროს რაც შეეხება, სამწუხაროდ აქვს ვეტოს უფლება. მე ჩემი თვალით ვნახე ეს ზუგდიდში აგვისტოს თვეში. მე მინდოდა გადასვლა კოდორში, ენგურს მოადგნენ რუსული ტანკები, იქ იყო გაეროს მისია, რომელსაც უთხრეს, რომ ოც წუთში დაეტოვებინათ ის ადგილი, მათ ათ წუთში დატოვეს იქაურობა. იმდენად ჩქარა გაიქცნენ, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ალყაში. მე რომ ჩემი თვალით არ მენახა, რამდენად არაეფექტურია ეს მექანიზმი, ალბათ გავეტირებოდი მათ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიმართლის გატანა. რუსეთი არის ოკუპანტი. ჩვენი ტერიტორიები კი, ოკუპირებულია ინტერვენციის შედეგად. ათობით ათასი ადამიანი ამის თვითმხილველია.

ხუთი წლის განმავლობაში ანდრეი ილარიონოვს კაბინეტი ჰქონდა პუტინის გვერდით, ისე კი არა, კიწმარიშვილი ორჯერ რომ მყავდა ნანახი ორ-ორი წუთით. სწორედ ილარიონოვმა ნახა და თქვა, რომ პუტინმა 2004 წელს მოაწერა ხელი დოკუმენტს ომის მომზადების შესახებ. ყველა საზოგადოებაში არის როგორც თაღლითი, ასევე წესიერი ადამიანი. ჩვენ უნდა ვუსმინოთ ერთმანეთს და გავაგრძელოთ ჩვენი პოზიციის დასაბუთება. საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. როცა რუსეთის ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდება, მაშინ იქნება საქართველოში აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი. დღეს დეფაქტო ხელისუფლება ეს ნებისმიერი რუსი მაიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. კოკოითი არის რეკეტი, რომელიც ჩამოიყვანეს 2001 წელს რუსეთიდან. პირველივე თათბირზე მან თქვა, ჩვენ დამოუკიდებელი გავხდებით მას შემდეგ, როცა იქნება ახალი ომი საქართველოსთან. მაშინ იქ აუყვირდნენ მას, კოკოითმა კი განაცხადა, ვისაც არ გინდათ ომი, გათავისუფლებული ხართ თანამდებობიდანო. სანაკოევი სწორედ მაშინ გამოაგდეს. ეს იყო 2001 წელი, სააკაშვილი მაშინ ჰორიზონტზეც კი არ იყო. ახალი ომის შესახებ იყო გეგმა, რომელიც დადო პუტინმა, მოქალაქეობის მიცემასთან ერთად, რომელიც შემდეგ გეგმაზომიერად განახორციელა გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის პირობებში. ეს იყო გეგმა იმისა, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის საზღვრებზე არ უნდა არსებობდეს.

რაც შეეხება სოზარ სუბარის ანგარიშს, ბევრჯერ წავიკითხე ეს ანგარიში გულისყურით, შევხვდი სოზარს. ბოლო ხანებში ამ ანგარიშს ადამიანის უფლებების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის პოლიტიკოსის ანგარიში, რომელიც დროშის ფრიალსა და პოლიტიკაში წასვლას აპირებს. ნურავინ ნუ ამოეფარება ობიექტურ მანტიას ამ დროს და ისე, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. სამწუხაროა, რომ საქართველოში ომბუცმენის ოფისის სრული პოლიტიზაცია მოხდა. მიუხედავად ამისა, ამ პოლიტიკურ პროგრამასაც უნდა მოვუსმინოთ. ის, რომ საქართველოში პენიტენციალური სისტემა ასე გაუმჯობესდა, დანაშაულის დონე ასე შემცირდა. ჩვენ ვუსმენთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებსაც კი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ვუსმენთ ჩვენს ხალხს და ვითვალისწინებთ მათ აზრს. მთავრობა, რომელიც საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, ვერასოდეს მიაღწევს შედეგს. საქართველოს მთავრობა არის ის მთავრობა, რომელმაც გაუძლო ეკონომიკურ ბლოკადას, ომს, პროვოკაციებს და ქვეყანა მაინც ვითარდება. ეს მთავრობა ერთი დღეც ვერ გაძლებდა, თავის ხალხს რომ არ უსმენდეს.

მე მომეწონა ობამას სიტყვა. იგი თავის პირად საუბრებში ადარებს თავს რონალდ რეიგანს, ეს ჩემთვის იმედის მომცემია. მისი არჩევის შემდეგ, მე მასთან მქონდა ძალიან თბილი საუბარი. ჩვენთვის ძლიერი ამერიკა არის ბუნებრივი მოკავშირე ყველა გარემოებაში. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის ბოლოს, ამერიკა ევროპისა და რუსეთის მიერ აღქმული იყო, როგორც სუსტი, თუმცა ბუშის გამოსვლამ თბილისისაკენ წამოსული რუსები ჭკუაზე მოიყვანა. ძლიერი ამერიკა ბევრად უფრო ეფექტური პარტნიორია საქართველოსათვის. ამ ამხივ, მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ჩვენ გვაქვს ქარტია ხელმოწერილი, რომელიც ავალდებულებს მათ, მინდა შეგახსენოთ რომ ბაიდენი ბომბების ქვეშ იყო ჩამოსული საქართველოში, მან წამოაყენა საქართველოს დახმარების პროგრამა- მილიარდი დოლარი, ეს მისი ინიციატივა იყო. არჩევნების მიუხედავად, ის არაერთხელ დაიტერესდა ფულის მიღებასთან დაკავშირებით. ახალი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო.

სენატორი კერი, რომელიც სენატში მათი ერთ-ერთი ლიდერია, მისი ინიციატივაა საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

შეკითხვა: ქარტიასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბარა კობამამ, აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ბუშის ყველა განკარგულება, რომელიც ჯერ არ აღსრულებულა, პრაქტიკულად გაყინა მანამ, სანამ ახალი ადმინისტრაცია ამ განკარგულებებს არ შეისწავლის.

მიხეილ სააკაშვილი: ქარტია განკარგულება არ არის, ქარტია ხელშეკრულებაა ქვეყნებს შორის. განკარგულებები ალბათ გაყინა, ეს შიდა საკითხებია. ქარტია ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება- ობამამ თქვა არ არსებობს რესპუბლიკურად დემოკრატიული საგარეო პოლიტიკა, არსებობს ამერიკის საგარეო პოლიტიკა.

შეკითხვა: რატომ არ გააფრთხილეთ ხალხი ჯარის შემოსვლასთან დაკავშირებით, თავისთვის რომ გვეშველა?

შეკითხვა: მოსავლის აღებას დაემთხვა ომის დაწყება. რითი ვირჩინოთ თავი?

შეკითხვა: პრეზიდენტო, ომი მოვიგეთ თუ წავაგეთ? მოგებულ სახელმწიფოს ჩვენ არ ვგევართ.

შეკითხვა: საქართველოში ომი კიდევ იქნება?

შეკითხვა: ამერიკამ და საქართველომ მოაწერეს ხელი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას. რამდენად არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ სივრცეზე აშშ-ს ბაზების განთავსება?

მიხეილ სააკაშვილი: არავინ არ მოელოდა 2350 ტანკის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე. გორში გავაფრთხილეთ ყველა, ვისი გაფრთხილებაც შეგვეძლო. გორში ბრძოლის გამართვა არ შეგვეძლო, ეს ნიშნავდა ამ ქალაქის განადგურებას. ეს იქნებოდა სისხლის აბანო, რუსის ჯარები მოდიოდნენ ყველა მხრიდან. ამდენ ფრონტზე ქვეყანა, თუნდაც საფრანგეთის ხელა, საბრძოლველად მზად არ იყო.

რაც შეეხება მოსავლის საკითხს. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლითაც მოხდა უმეტესი ნაწილის ფინანსური კომპენსაცია. მეორე - უფასოდ დავამუშავეთ მიწა ბუფერული ზონის დიდ ნაწილში და შიდა ქართლში.

ბუფერულ ზონების მოსახლეობას ვაშლების გასაღების პრობლემა აღარ ექნება. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ.

მივესალმები ქუთაისელ მამაკაცს, რომელიც განახლებული ქუთაისის ხედების ფონზე იდგა. ნუ დაუჯერებთ იმას, რომ ჩვენ ომი მოვიგეთ, ჩვენი ომი დამთავრდება მაშინ, როცა ბოლო ოკუპანტი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც გეტყვით, რომ ომი წავაგეთ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება. წაგებული გვექნებოდა მაშინ, თუკი ხელი მოწერილი გვექნებოდა კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე, საქართველოში ჩამოშლილი რომ იყოს ენერგეტიკა, ეკონომიკა. თუ ომი მოიგო რუსეთმა, რატომ არის, რომ რუსეთი ხარჯავს მილიონებს დასავლეთის პრესის მოსყიდვაში, დივერსიების მოწყობაში, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რისთვის იხარჯება ამდენი რესურსები? პასუხი მარტივია, სანამ საქართველო ცოცხლობს, სანამ საქართველოს თავზე ახალმა ორჯონიკიძეებმა არ ჩამოკიდეს სამფეროვანი რუსული დროშა, სანამ საქართველოს აქვს წინააღმდეგობის უნარი, სანამ საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირისაკენ, ნატოსკენ, სანამ აგრძელებს თავისი ეკონომიკის გაძლიერებას, დემოკრატიის განვითარებას, ხალხის დაცვას, მანამდე საქართველო წაგებული არ არის. ეს ყველაზე კარგად იცის პუტინმა. მათ აქვთ იმის შიში იმისა, რომ საბოლოო ჯამში ამ ბრძოლას წააგებენ. შეუძლებელია ბოროტებამ სიკეთე დაამარცხოს. როგორც საბჭოთა კავშირი მუშაობდა ბრეჟნევის, ანდროპოვის, ჩერნენკოს დროს ამერიკის წინააღმდეგ, ზუსტად ასევე მუშაობს პუტინის რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მიმაჩნია, რომ რუსეთის დღევანდელი ეკონომიკის ჩამოშლის პირობებში, ომის ალბათობა მცირდება, თუმცა რისკები რჩება. საქართველო არასოდეს შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, უნდა მოვახერხოთ დეოკუპაცია, ისევე როგორც ეს მოახდინა ავღანეთმა, გერმანიამ, მათ ეს მშვიდობიანად, ეროვნული ერთიანობის ხარჯზე მოიპოვეს. მტერს უნდა ხელი ავიღოთ მომავალზე და შევეგუოთ მწარე აწმყოს. ნურას უკაცრავად. რუსეთში არის მასობრივი არეულობები, დემონსტრაციები, ისეთმა ხალხმა ამოიდგა ენა, ვისგანაც გამორიცხული იყო მთავრობის კრიტიკა. ჩვენთან, დემოკრატიის პირობებში ეს შეუძლებელია, იქ პუტინზე ცუდის თქმა ნიშნავს ცა დაემხოს დედამიწას. ეხლა მას ყველამ შეაჩვია ენა, აკრიტიკებენ მას. საბოლოო ჯამში ის შუშის ფეხებზე დამდგარი გოლიათია. რუსეთი არ არის თანამედროვე ეკონომიკა, სახელმწიფო, კორუფციის დონე მაღალია, ეს ყველაფერი იდგა ნავთობის მაღალ ფასზე და საწარმოების მუშაობაზე. დღეს ნავთობის ფასი ჩამოვარდა, საწარმოები გაჩერდნენ, რომც აიწიოს ნავთობის ფასმა, უკვე მოხდა ეკონომიკის სტრუქტურული ჩამოშლა. ამ უბედურების ფონზე, მათ იმის ნაცვლად, რომ ეფიქრათ ჩეჩნეთზე და ინგუშეთზე, ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრეს იმის გარდა, რომ ფრონტის ხაზი გადმოიტანეს მეზობელ, მშვიდობიან, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანაში.

ჩვენი შუალედური გამარჯვება არის ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება.

შეკითხვა: ვარ ლტოლვილი ახალგორიდან - როდის იქნება ჩვენი დაბრუნება შესაძლებელი ახალგორში.

შეკითხვა: თქვენ ინგა გრიგოლიას გადაცემაში დადეთ პირობა, რომ დავბრუნდებოდით აფხაზეთში. როდის იქნება შესაძლებელი?

შეკითხვა: მოგესალმებით განმუხურის პატრიოტული ბანაკიდან. მაქაცარია აბელი - ვმუშაობდი ამ ბანაკში ელექტრიკოსად. აღდგება თუ არა ეს ბანაკი მომავალში?

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი საპრეზიდენტო ვადა იწურება 2013 წელს, ამ დრომდე მთელი ქართული სახელმწიფო იმუშავებს იმისათვის, რომ ჩვენი მთავარი სურვილი და პრინციპი საქართველოსთან მიმართებაში აღსდგეს. მოგვარდეს კონფლიქტები მშვიდობიანად.

ახალგორი ჩვენი დიდი ტკივილია, კაჩინსკისთან ერთად როცა მივედი, ვიფიქრე, რომ როგორი კარგი გზა გავაკეთეთ, ამ გზით ავიდნენ იქ რუსის ტანკები და გამოყარეს ოსებიც და ქართველებიც საკუთარი სახლებიდან, არ შერჩებათ. ჩვენი ბრძოლა არ შეწყდება.

მინდა ვუთხრა ჩემს მეგობარს განმუხურიდან, ერთხელ მე პირადად, ჩამოვედი ჩემს მეგობრებთან ერთად განმუხურში, როცა პირველად რუსები შეეცადნენ ბანაკის დანგრევას, მაშინ ჩვენ შევძელით მათი გაყრა. თბილისში ეს მონათლეს შოუდ. მაშინ პოლიტ-ელიტის ერთი ნაწილი ემზადებოდა მთავრობის დასამხობად და არ აწუხებდათ აფხაზეთი - ისინი აცხადებდნენ, რომ თითქოს ჩვენ მოვახდინეთ პროვოცირება და რუსები არანაირად ბანაკის დანგრევას არ აპირებდნენ. სამწუხაროდ, მე ვიყავი მართალი და ისინი ცდებოდნენ. ბოლოს კი მათ ეს წადილი აისრულეს, რატომღაც ეს ბანაკი მათ ყველაზე მეტად აღიზიანებდათ. ეს ბანაკი იყო მშვიდობის სიმბოლო ამ მახინჯი, ბოროტი, უსამართლო მანქანის წინაშე, რომელმაც საბოლოოდ გადაუარა კიდეც ამ ბანაკს. ჩვენ ამ ბანაკს აღვადგენთ, როგორც ამ ყველაფრის სიმბოლოს. ჩვენ განმუხურს და დანარჩენ საქართველოს დავიცავთ და ვიბრძოლებთ დეოკუპაციისათვის. უკანონობა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს. ჩვენი ერი დიდი ისტორიული გამოცდილებისაა. იმპერიები დაეცემა, საქართველო კი იქნება მარადიული.

არ ვიცი, რამდენად ამომწურავი იყო ჩემი პასუხები ვინმესთვის, მაგრამ არც სიკვდილს ვაპირებ და არც გადადგომას. თუ ამ შეხვედრას ტრადიციად გადავაქცევთ, არც ის მინდა, რომ, ამდენ ხანს ბოროტად გამოვიყენოთ ტელევიზიის პირადი ეთერი. როცა დამიბარებთ, სიამოვნებით მზად ვარ ანგარიში ჩაგაბაროთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ გამძლეობისათვის. მადლობა ტექნიკურ პერსონალს, ვინც ეს ყველაფერი უზრუნველყო, ხედავთ ალბათ, რომ, საქართველოში ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, მათ შორის ასეთი რთული გადაცემების.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)